“თეა გოდოლაძემ მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა”-დაზარალებული არასრულწლოვანის ჩვენება

115
spot_img

თეა გოდოლაძის საქმეზე “კურიერმა” ჩვენება მოიპოვა. დაზარალებული არასრულწლოვანი ინციდენტის დეტალებს ჰყვება და ამბობს, რომ თეა გოდოლაძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა:

“თეა გოდოლაძემ მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მან მარცხენა ხელი დამარტყა მარჯვენა ყურისა და ლოყის მიდამოში, რომლის შედეგადაც აღმენიშნებოდა სიწითლე მთელი დღის განმავლობაში. ექიმების მიერ დანიშნული მაქვს წამალი, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებ და მოცემული ძალადობის შემდეგ, ვინაიდან ვიყავი აღელვებული, წამლის დოზა გაზრდილი ოდენობით მივიღე.

რაც შეეხება თეა გოდოლაძეს, იგი მყავს ნანახი ძალადობამდე ორჯერ, ხოლო ძალადობის შემდეგ – რამდენჯერმე. ერთხელ იყო, როდესაც ჩემთვის არასასიამოვნოდ მოიქცა. თეა მოვიდა ჩემ საცხოვრებელ ბინაში, სადაც მარტო ვიმყოფებოდი. იგი სწრაფად შემოვიდა სახლში, გამკრა მხარი მსუბუქად, ყველა ოთახში, მათ შორის მამაჩემის და ჩემს საძინებელ ოთახებში ფარდის უკანაც შეამოწმა, კარადებიც ნახა, სავარაუდოდ, ეძებდა მამაჩემს. ეს არ იყო სასიამოვნო, ავღელდი მისი დანახვით,”- აცხადებს არასრულწლოვანი.