საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

162
spot_img

ათენში მიმდინარე ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს წარმომადგენლობის არდასწრების ფაქტს განმარტავს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამიტი არა ევროკავშირის გაფართოებას, არამედ უკრაინაში მიმდინარე ომს ეხება, და სპეკულაციები, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების სამიტზე არ მიიწვიეს, არასწორია.

„ამა წლის 21 აგვისტოს ათენში გაიმართა არაფორმალური სამიტი, რომელიც მიეძღვნა ცნობილი თესალონიკის სამიტის 20 წლისთავს. ამ შემთხვევაში, ეს არ იყო ევროკავშირის ღონისძიება, არამედ მისი ორგანიზატორი იყო ბერძნული მხარე. თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ ამ ღონისძიებაში როგორც სტუმრები. ღონისძიების ძირითადი თემა იყო არა გაფართოება, არამედ უკრაინაში ომი. სწორედ ამიტომ, იყვნენ დაპატიჟებული უკრაინა და მოლდოვა. მიიჩნევა, რომ მოლდოვა არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მხარე ამ ომის გამო. ზოგადად უნდა ითქვას, რომ უკრაინა და მოლდოვა ძალიან ხშირად არიან ხოლმე ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟებული“, – განაცხადა ევროინტეგრაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა.