თბილისის მერია კადრებს აქვეყნებს (ვიდეო)

145
spot_img

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, რომ საჯარიმო ავტოსადგომზე, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე არაერთი ავტომობილი დგას.

წილოსანი წერს, რომ ინფორმაცია, თითქოსდა, სამართალდარღვევის შემთხვევაში, რუსული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების ევაკუაცია არ ხორციელდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, კანონის აღსრულება უკლებლივ ყველა სამართალდარღვევაზე ხდება.

,,სამწუხაროდ, ტრანსპორტის პოლიტიკის კვალდაკვალ, მისი დისკრედიტაციის მიზნით, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების ევაკუაცია არ ხორციელდება. განსაკუთრებულად რუსული სანომრე ნიშნის.

ვინც მიცნობს, მათთან ამის მტკიცება არ მჭირდება, თუმცა სააგენტოს სახელით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კანონის აღსრულება ხდება უკლებლივ ყველა სამართალდარღვევაზე.

მიუხედავად სახელმწიფო ნიშნების წარმომავლობისა. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისოდ აღიარებული შეზღუდვებისა.

ვთხოვ მედიას და სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ინფორმაციის გავრცელების დროს თავიანთ მომხმარებლებს და თავი შეიკავონ დეზინფორმაციების გავრცელებისგან.
ეს ყველას ქალაქია!!!”, – წერს სოციალურ ქსელში ვიქტორ წილოსანი და ვიდეოს ავრცელებს.