Home Blog Page 1700

„სულიერად ნაცემი, განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში”- მეუფე შიო

„სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში“, – ამის შესახებ საპატრიარქოა ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს წმინდა სახარებიდან ჩვენ წავიკითხეთ მონაკვეთი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალ იესო ქრისტესთან მივიდა რჯულის მეცნიერი და ჰკითხა: „რა გავაკეთო, რომ მარადიული ცხოვრება დავიმკვიდრო?“ უფალმა მიუგო, რჯულში როგორ წერიაო? და აი, ამ კაცმა პასუხად წარმოთქვა ორი მცნება, რომლებიც თავად უფალ იესო ქრისტეს მიერ უმთავრეს მცნებებად მიიჩნეოდა რჯულში: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი ძალით და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“.

უფალმა უთხრა, სწორად მიპასუხე, წადი, ასე მოიქეცი და ცხონდებიო. შემდეგ, რჯულის მეცნიერი ეკითხება უფალს და მასთან ერთად ჩვენც ვსვამთ ამ შეკითხვას: „ვინ არის ჩვენი მოყვასი?“ უფალი იესო ქრისტე უპასუხებს შესანიშნავი იგავით მოწყალე სამარიტელის შესახებ:  იყო ერთი ებრაელი კაცი, რომელიც მიდის იერუსალიმიდან. მას გზაში შემოხვდებიან ავაზაკები, თავს ესხმიან, გაძარცვავენ, სცემენ და ასე ცოცხალ-მკვდარს დატოვებენ გზაზე. ჩამოიარა მღვდელმა, რომელმაც დაინახა იგი, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და გვერდი აუარა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მღვდელმა იფიქრა, ეს კაცი მკვდარიაო (როგორც გახსოვთ, მათთვის მკვდრის შეხება აკრძალული იყო, რადგან მკვდარი სხეული ითვლებოდა უწმინდურებად) და ამიტომაც ჩაუარა.

შემდეგ მოდის ლევიტელი. ლევიტელები იყვნენ მღვდლების დამხმარენი, ღვთისმსახურებაში ეხმარებოდნენ და თვითონაც ემზადებოდნენ მღვდლობისთვის. სავარაუდოდ, მანაც იგივე იფიქრა. დაინახა მან ეს დავარდნილი ადამიანი, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და გვერდი აუარა.

დაბოლოს, ჩამოიარა სამარიტელმა. შეგახსენებთ, რომ ებრაელების მიერ სამარიტელები იმდენად მოძულებული იყვნენ თავიანთი არასწორი სარწმუნოების გამო, რომ ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვეტილი ჰქონდათ, არც ესალმებოდნენ და მათთან ერთად სუფრასთან ჯდომაც კი ეკრძალებოდათ. და აი, მიუხედავად ამისა, სამარიტელმა დაინახა ეს კაცი, მივიდა მასთან, შეებრალა, ღვინო და ზეთი დაასხა წყლულებზე, შეუხვია, სახედარზე შემოსვა, მიიყვანა სასტუმროში და ბოლომდე უპატრონა.

ბოლოს უფალი იესო ქრისტე ასე ასრულებს ამ იგავს, რომ თუ გვინდა, სული გადავირჩინოთ, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.

ახლა ვინმე იკითხავს: – სად ვნახოთ ავაზაკების მიერ ნაცემ-ნაგვემი და გაძარცვული ადამიანი და ძირს დავარდნილი? მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, რა ხდება ჩვენ გარშემო, რა მდგომარეობაში არიან ადამიანები, რა მდგომარეობაში ვართ თავად ჩვენ, დავინახავთ, რომ ასეთი ადამიანები მრავლად არიან ჩვენ გარშემო. განა ცოტაა ასეთი ადამიანი? იმიტომ, რომ იმ ავაზაკების გარდა, რომლებიც სხეულს თავს ესხმიან, ძარცვავენ და ჭრილობებს აყენებენ, ფიზიკურად ტანჯავენ ადამიანებს, არიან კიდევ სულიერი ავაზაკები, რომლებიც ადამიანის სულს ესხმიან თავს, ძარცვავენ, წყლულებს და ჭრილობებს აყენებენ. განა ცოტაა ჩვენ გარშემო ასეთი ადამიანი?

და ჩვენ დღეს ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ ვეპყრობით მათ. ჩვენ მათთან მივდივართ არა იმიტომ, რომ მალამო დავადოთ მათ წყლულებს და ვუმკურნალოთ, არამედ, სამწუხაროდ, უფრო იმიტომ, რომ გავუღიზიანოთ ეს ჭრილობები და დავუმძიმოთ.

ადამიანის ნაკლულოვანებას და მის სულიერ ჭრილობებს როცა ვამჩნევთ, იმის მაგივრად, რომ სიყვარულით და თანალმობით დავფაროთ ეს ჭრილობები, ვღიზიანდებით, განვიკითხავთ, ვბრაზდებით, გვწყინს ხოლმე მათგან. აქედან მომდინარეობს ყოველგვარი უსიამოვნება ადამიანებს შორის: ჩხუბი, გაუცხოება, განხეთქილება, რაც ძალიან დიდი ცოდვაა. ამიტომ, აი, ამ განხეთქილებას უნდა ვუმკურნალოთ იმით, რომ არ განვიკითხოთ ჩვენი მოყვასი და გვახსოვდეს ეს იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

აი, ამ იგავში მოცემულია უმაღლესი საფეხური გულმოწყალებისა. ეს არის გულმოწყალება მტრისა და მაწყინრის მიმართ, როგორიც იყო ებრაელი სამარიტელისთვის. უფალი იესო ქრისტე ჩვენ ამით გვაძლევს მცნებას, რომ სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რისკენ მოგვიწოდებს ამ იგავით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

როდიდან გაუარესდება ამინდი საქართველოში

საქართველოში ამინდი გაუარესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

,,პარტიაში, პროცესები ე.წ. კვიპროსის კულიბიდან, მუნჯად დაყუდებული მილიონრებისგან იმართება”- ზოდელავა

რაც პარტიაში ხდება, ესაა “კვიპროსის კლუბის” გადაწყვეტილებები, მერე როდესაც აღმოჩნდება რომ ეს გადაწყვეტილებები პრობლემურია, გაახსენდებათ მიშა და ატენიან მიხეილ სააკაშვილს.” – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა (მელიას გუნდიდან) მურთაზ ზოდელავამ  “მთავარი არხი”-ს ეთერში სტუმრობისას.

მისი თქმით, პარტიაში მიმდინარე პროცესები იმართება ე.წ კვიპროსის კულიბიდან (დავით კეზერაშვილისგან) და ე.წ მუნჯად დაყუდებული მილიონრებისგან, რაც ანგრევს პარტიას.

“სამწუხაროდ, ნაციონალურ მოძრაობაში ჩამოყალიბდა ე.წ მდუმარე მილიონერთა კლუბი, რომელთაც თავისი ბიზნესწილები ამძიმებთ, რომ ჩაერთონ რეალურ ბრძოლაში და პოლიტიკურ პროცესებში, იქნება ეს პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, ამის ფონზე ამომრჩეველთა 65% თვლის, რომ ყველა ერთნაირია, არა არ ვართ ერთნაირები, თითქოს რაღაც უხილავმა ხელმა გაყო პარტია ორ ნაწილად, ხალხი ვინც შეითქვა და წესიერი, მებრძოლი”- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

,,ჯო ბაიდენის რეიტინგი კვლავ ეცემა”- politico

„პოლიტიკოს“ ცნობით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეიტინგი კვლავ ეცემა. როგორც გავლენიანი გამოცემა „ენბისი“ ამ კვირაში ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს, ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის, რომელთა ასაკიც 35-ს არ აღემატება, ჯო ბაიდენის რეიტინგი 42%-ია, როდესაც მის მთავარ კონკურენტს, დონალდ ტრამპს გამოკითხულთა 46% უჭერს მხარს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ტრამპი ასევე ლიდერობს კიდევ ოთხი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ამ თვეში ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვებში.

ამას გარდა, როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობით უკმაყოფილოთა რიცხვიც იზრდება. როგორც ნოემბერში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, ბაიდენის მიერ შესრულებული სამუშაოთი ამომრჩეველთა მხოლოდ 35%-ია კმაყოფილი. პარალელურად კი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი იზრდება და ამ თვეში მის საქმიანობით კმაყოფილთა რაოდენობა 47%-ს აღწევს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, საერთო ჯამში, ნოემბერში ჩატარებული 13 გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი, წინა გამოკითხვებთან შედარებით, გაუარესებულია.

,,უკრაინელ ხალხს არა იარაღი, არამედ მშვიდობა სჭირდება და აუცილებელია მოლაპარაკებები“- აქცია ბერლინში

ბერლინში უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები მემარცხენე პარტიის ყოფილი წევრი სარა ვაგენკნეხტი და გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი კორესპონდენტი გაბრიელე კრონე-შმალცი იყვნენ.

პოლიციის ცნობით, აქციაში 7000 ადამიანი მონაწილეობდა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ დემონსტრაციას 20 000 მოქალაქე შეუერთდა.

როგორც აქციაზე გამოსვლისას სარა ვაგენკნეხტმა განაცხადა, „უკრაინელ ხალხს არა იარაღი, არამედ მშვიდობა სჭირდება და ამისთვის აუცილებელია მოლაპარაკებები“. მან გააკრიტიკა გერმანიის მოქმედი მთავრობა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გამო, ხოლო გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ბორის პისტორიუსს „ომის მინისტრი“ უწოდა.

აქციის მონაწილეებმა ასევე გააკრიტიკეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელმაც, მათივე მტკიცებით, „დაპირებები არ შეასრულა“. აქტივისტების განცხადებით, უკრაინაში ომი დიპლომატიური გზით უნდა დასრულდეს, ხოლო გერმანიამ საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე უნდა იზრუნოს.

ერევანში საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

ერევნის ცენტრში ფიზიკური დაპირისპირების დროს საქართველოს მოქალაქე დააკავეს. სომხური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდი ვიტალი ავდიანი, რომელსაც კრიმინალურ წრეებში ვიტია ტბილისკის სახელით იცნობენ.

ასევე, დაკავებულია მისი თანმხლები ოთხი პირი, რომლებიც რამდენიმე მოქალაქის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდნენ. ე.წ. კანონიერი ქურდის ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები.

,,ქართველი ხალხი აფასებს პრემიერ მინისტრის პოზიციონირებას ყველა პლატფორმაზე”- ბექა ოდიშარია

პრემიერმა ღარიბაშვილმა დასვა მნიშვნელოვანი აქცენტები და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენი სუვერენული ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რეგიონისთვის და ასევე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენს სუვერენულ ინტერესებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, სადაც SPECA-ს ცენტრალური აზიის ქვეყნების მეთაურთა სამიტი იმართება.

ბექა ოდიშარიას განცხადებით, ქართველი ხალხი აფასებს პრემიერ მინისტრის პოზიციონირებას ყველა პლატფორმაზე, რადგან იგი ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

აშშ და გერმანია უკრაინას ომის დასრულებისკენ უბიძგებენ – The Times

ბრიტანული გამოცემა The Times-ის გერმანულ ტაბლოიდზე, Bild-ზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ და გერმანია მართავენ საუბრებს, რომ უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს.

როგორც მედია წერს, ორი ქვეყანა და უკრაინის მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდამჭერები შეიარაღების მიწოდებას სპეციალურად აჭიანურებენ, რათა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიახვედრონ, რომ კონფლიქტი ახლა “გაყინულია”.

როგორც The Times-ი ხაზს უსვამს, გასულ კვირაში აშშ-ს მისიამ NATO-ში X-ზე დაწერა, რომ ვაშინგტონი “გააგრძელებს [უკრაინის] დახმარებას, რათა მოლაპარაკებების მაგიდაზე საუკეთესო შესაძლო პოზიციაში იყოს, როცა [მოლაპარაკების] დრო მოვა” (თუმცა, მსგავსი სიტყვები 2023 წლის აგვისტოში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზეც ითქვა). ამას გარდა, ეწერა: “ჩვენ ფოკუსირებული ვართ სამართლიანი, გამძლე და შენარჩუნებადი მშვიდობის პირობების შემუშავებაზე”.

როგორც შემდეგში განმარტეს, აშშ-ს სჯერა, რომ უკრაინის ბრძოლა, დაიბრუნოს ტერიტორიები, “გამარჯვებადია”, თუმცა, როგორც ბრიტანული მედია აღნიშნავს, წინა სიტყვებმა გაზარდა სპეკულაციები, რომ “ომის გადაღლის” ფონზე, კიევის მხარდამჭერები ცდილობენ ომის დასასრულებელი გზა გამონახონ. მედია ხაზს უსვამს, რომ რამდენიმე კვირის წინ იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ რუს პრანკერებთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ “ყველა მხარეს დაიღალნენ” და “ახლოვდება მომენტი, როცა ყველა გაიგებს, რომ გამოსავალი არსებობს”.

გერმანული ტაბლოიდი Bild-ის ცნობით, მათთან საუბრისას გერმანიის მთავრობის მაღალჩინოსანმა ანონიმურად თქვა, რომ ახლა მიზნად დასახულია ჩააყენონ უკრაინა “მოლაპარაკებებისთვის სტრატეგიულად მომგებიან პოზიციაში”, საიდანაც კიევს შეეძლება კრემლთან “სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე” საუბარი.

“თეთრ სახლსა და [გერმანიის] კანცლერის ადმინისტრაცია ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ. თავად ზელენსკი გარედან მოთხოვნების გარეშე უნდა მიხვდეს, რომ ვეღარ გაგრძელდება. თავის მხრივ მან უნდა შეხედოს თავის ხალხს და აუხსნას მათ, რომ საჭიროა მოლაპარაკებები… რასაც ბერლინი და ვაშინგტონი მოლაპარაკებების ალტერნატივად მოიაზრებენ, არის გაყინული კონფლიქტი მხარეებს შორის შეთანხმების გარეშე”. – თქვა Bild-თან ანონიმურმა წყარომ.

ოკეანეში დაკარგული ქალაქი აღმოაჩინეს ( ფოტოები)

ატლანტის ოკეანეში „დაკარგული ქალაქი” აღმოაჩინეს. დისტანციურად მართვადმა აპარატმა ოკეანის სიღრმეში კოშკებს მიაგნო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათი სიმაღლე, ზოგიერთ შემთხვევაში, 60 მეტრს აღწევს. ეს ადგილი მკვლევრებმა ჯერ კიდევ 2000 წელს აღმოაჩინეს და ჰიდროთერმული ველის დაკარგული ქალაქი უწოდეს. ქალაქი, რომლის მსგავსი ჯერ არაფერი აღმოუჩენიათ, ოკეანის ზედაპირიდან 700 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

სპეციალისტები მას მინიმუმ 120 000 წლით ათარიღებენ. მონოლითებს შორის მეცნიერები ყველაზე მაღალს პოსეიდონს უწოდებენ, ბერძნულ მითოლოგიაში ზღვის ღმერთის სახელს. მისი სიმაღლე 60 მეტრზე მეტია. კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთით არის კლდის ნაპირი, რომელსაც ხანმოკლე აქტივობები ახასიათებს. 2018 წელს, პოლონეთმა დაკარგული ქალაქის გარშემო მოპოვებითი საქმიანობის უფლება მიიღო. ეს ზონა რაიმე ძვირფასი რესურსებით არ გამოირჩევა და მის განადგურებას შეიძლება არასასურველი შედეგები მოჰყვეს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მოპოვებითი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილმა ნებისმიერმა ჭავლმა ეს გამორჩეული ჰაბიტატი შეიძლება ადვილად გადარეცხოს. ამიტომ ზოგიერთი ექსპერტის ინიციატივაა, რომ დაკარგული ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდეს, რათა მისი დაცვა კანონიერად შეძლონ.

 

კარაქსა და საქონლის ხორცში კიბოს უჯრედების გამანადგურებლები იპოვეს – კვლევა

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ჩაატარეს სიღრმისეული კვლევა და დაამტკიცეს, რომ ცხიმიანი რძის პროდუქტები, საქონლის ხორცი და ცხვრის ხორცი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ეხმარება კიბოს მკურნალობას.

მათი კვლევა ახლახან გამოქვეყნდა Nature-ში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში.

მეცნიერები არ ამტკიცებენ, რომ კიბოს მკურნალობა მხოლოდ ასეთი პროდუქტებით და წამლებისა თუ მკურნალობის სხვა მეთოდების გარეშეა შესაძლებელი. მაგრამ მეორეს მხრივ, კიბოთი დაავადებულს რძის პროდუქტებსა და ძროხის ხორცზე უარის თქმა არ მოუწევს.

კვლევის თანახმად, კიბოს უჯრედების წინააღმდეგ მებრძოლი აქტიური ნივთიერება აღმოჩნდა ტრანსვაქცენური ცხიმოვანი მჟავა. ის შეიწოვება და გროვდება ცხიმებსა და რძეში. აქედან გამომდინარე, ეს ნივთიერება ბევრია კარაქში, ცხიმოვანი რძის პროდუქტები, საქონლის ხორცი და ცხვრის ხორცი. ასევე ბევრია დედის რძეში.

მეცნიერების ცნობით, ცხიმოვანი მჟავა აუმჯობესებს იმუნური სისტემის სპეციალური უჯრედების უნარს, შეაღწიოს სიმსივნეებში და მოკლას კიბოს უჯრედები.

კვლევა კომპლექსური და მრავალეტაპიანი იყო. პირველ რიგში, მეცნიერებმა შეამოწმეს საკვებში ნაპოვნი 235 სხვადასხვა ნივთიერების ბიოლოგიური აქტივობა.

ცხიმოვანი მჟავით გამდიდრებული დიეტა მნიშვნელოვნად აფერხებდა მელანომისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს ზრდას

კალიფორნიის უნივერსიტეტში ლიმფომის მქონე პაციენტების კვლევამ, რომლებიც მკურნალობდნენ CAR-T (იმუნური უჯრედები კიბოს სამკურნალოდ) უჯრედების იმუნოთერაპიით, აჩვენა, რომ TCE-ის უფრო მაღალი დონე იწვევს მკურნალობის უკეთეს შედეგებს.

უკრაინამ, რუსეთის ქალაქებზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქებზე დრონებით მიიტანა იერიში. თავდასხმები მოსკოვის, ტულის, კალუგისა და ბრიანსკის ოლქებზე განხორციელდა.

ტულაში ჩამოგდებული დრონი მრავალ სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სულ 20-მდე დრონი გაანეიტრალეს.

მასირებული თავდასხმის გამო მუშაობა შეაჩერა მოსკოვის აეროპორტებმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის პოსტს პასუხობს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის პოსტს პასუხობს და მას მადლობას უხდის ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს თანადგომისთვის.

ზელენსკი წერს, რომ ქართველებმა და უკრაინელებმა რუსეთის აგრესიით გამოწვეულ უამრავ ტანჯვას გაუძლეს.

„ვაფასებ თქვენს სოლიდარობას ჰოლდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენმა ერებმა ბევრი ტანჯვა გადაიტანეს მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.