რაც პარტიაში ხდება, ესაა “კვიპროსის კლუბის” გადაწყვეტილებები, მერე როდესაც აღმოჩნდება რომ ეს გადაწყვეტილებები პრობლემურია, გაახსენდებათ მიშა და ატენიან მიხეილ სააკაშვილს.” – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა (მელიას გუნდიდან) მურთაზ ზოდელავამ “მთავარი არხი”-ს ეთერში სტუმრობისას.
მისი თქმით, პარტიაში მიმდინარე პროცესები იმართება ე.წ კვიპროსის კულიბიდან (დავით კეზერაშვილისგან) და ე.წ მუნჯად დაყუდებული მილიონრებისგან, რაც ანგრევს პარტიას.
“სამწუხაროდ, ნაციონალურ მოძრაობაში ჩამოყალიბდა ე.წ მდუმარე მილიონერთა კლუბი, რომელთაც თავისი ბიზნესწილები ამძიმებთ, რომ ჩაერთონ რეალურ ბრძოლაში და პოლიტიკურ პროცესებში, იქნება ეს პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, ამის ფონზე ამომრჩეველთა 65% თვლის, რომ ყველა ერთნაირია, არა არ ვართ ერთნაირები, თითქოს რაღაც უხილავმა ხელმა გაყო პარტია ორ ნაწილად, ხალხი ვინც შეითქვა და წესიერი, მებრძოლი”- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.