ოკეანეში დაკარგული ქალაქი აღმოაჩინეს ( ფოტოები)

153
spot_img

ატლანტის ოკეანეში „დაკარგული ქალაქი” აღმოაჩინეს. დისტანციურად მართვადმა აპარატმა ოკეანის სიღრმეში კოშკებს მიაგნო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათი სიმაღლე, ზოგიერთ შემთხვევაში, 60 მეტრს აღწევს. ეს ადგილი მკვლევრებმა ჯერ კიდევ 2000 წელს აღმოაჩინეს და ჰიდროთერმული ველის დაკარგული ქალაქი უწოდეს. ქალაქი, რომლის მსგავსი ჯერ არაფერი აღმოუჩენიათ, ოკეანის ზედაპირიდან 700 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

სპეციალისტები მას მინიმუმ 120 000 წლით ათარიღებენ. მონოლითებს შორის მეცნიერები ყველაზე მაღალს პოსეიდონს უწოდებენ, ბერძნულ მითოლოგიაში ზღვის ღმერთის სახელს. მისი სიმაღლე 60 მეტრზე მეტია. კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთით არის კლდის ნაპირი, რომელსაც ხანმოკლე აქტივობები ახასიათებს. 2018 წელს, პოლონეთმა დაკარგული ქალაქის გარშემო მოპოვებითი საქმიანობის უფლება მიიღო. ეს ზონა რაიმე ძვირფასი რესურსებით არ გამოირჩევა და მის განადგურებას შეიძლება არასასურველი შედეგები მოჰყვეს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მოპოვებითი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილმა ნებისმიერმა ჭავლმა ეს გამორჩეული ჰაბიტატი შეიძლება ადვილად გადარეცხოს. ამიტომ ზოგიერთი ექსპერტის ინიციატივაა, რომ დაკარგული ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდეს, რათა მისი დაცვა კანონიერად შეძლონ.