Home Blog Page 1685

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის წევრები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურა ადგილზე დაათვალიერეს.

„საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზთან საკუთარი თვალით იხილეს რუსული ოკუპაციის შედეგები – უკანონო ინფრასტრუქტურა, ჩაკეტილი გადასასვლელები და ხელოვნური ბარიერები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩამოსული ყველა სტუმარი, ყველა პარტნიორი ესტუმროს საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნოს თუ როგორია რუსული ოკუპაციის სასტიკი სახე და სად გადის ევროპული უსაფრთხოების წინა ხაზი. დღეს აქ ნანახი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის გაძლიერება, რათა საქართველოს რეგიონების დეოკუპაცია მოხდეს და რუსეთმა საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს პატივი სცეს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

უწყების ცნობითვე, კანონმდებლები საქართველოში ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით პირველად გაიმართა.

„თურქეთის ჰიდროენერგეტიკა: წყლის ძალა იძლევა სინათლეს“ – რას წერს უცხოური პრესა

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკორპორაცია TRT (Turkish Radio and Television Corporation) თავის ვებ-გვერდზე რუბრიკით „ენერგეტიკული დღის წესრიგი“, აქვეყნებს სტატიას სათაურით „თურქეთის ჰიდროენერგეტიკა: წყლის ძალა იძლევა სინათლეს“, რომელშიც ჩვენი მეზობელი თურქეთის ენერგეტიკის მდგომარეობაა განხილული, ბოლო 20 წლის განმავლობაში. პუბლიკაციაში ნახსენებია აგრეთვე მდინარე ჭოროხზე აგებული იუსეფელისა და დერინერის ჰიდროელექტროსადგურები.

გთავაზობთ სტატიის ტექსტს:

დღეს განვიხილავთ მნიშვნელოვან საკითხს – წყლის მნიშვნელობას ენერგიის წარმოებაში და თურქეთის მიერ წყლის პოტენციალის დასაცავად განხორციელებულ პროექტებს.

თურქეთის მთლიანი ელექტროენერგიის ერთ მესამედს ჰიდროელექტროსადგურები (ჰესები) 32 ათას 400 მეგავატით უზრუნველყოფენ. ჰესები, როგორც გამორჩეული, ადგილობრივი, განახლებადი და სუფთა ელექტროენერგიის წარმოების მეთოდი,  არ იწვევს ნარჩენების ან ნახშირბადის გამოყოფას ენერგიის წარმოების პროცესში და დიდი წვლილი შეაქვს თურქეთის ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

2002 წლიდან ექსპლუატაციაში შევიდა 625 ჰიდროელექტროსადგური, მათ შორის მსოფლიოში მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა იუსუფელის კაშხალი და ჰესი, ილისუს კაშხალი და ჰესი, დერინერის კაშხალი და ჰესი, ერმენეკის კაშხალი და ჰესი.

ჰიდროელექტროსადგურების წლიური წარმოების სიმძლავრე, რომელიც 22 წლის წინ 45 მილიარდი კილოვატსათი იყო, დაახლოებით 112 მილიარდ კილოვატ საათამდე გაიზარდა.

თურქეთის მთლიანი ელექტროენერგიის მესამედს ჰიდროელექტროენერგია  შეადგენს 32 ათას 400 მეგავატით. ამრიგად, თურქეთში ყოველი სამი ნათურიდან ერთი ჰესების ენერგიას იყენებს. მიზანი აქ არის ის, რომ იყოს რესურსების ყველაზე ეფექტური გამოყენება და მომავალ თაობებს გადაეცეს „ენერგეტიკაში სრულიად დამოუკიდებელი თურქეთი“.

იუსუფელის კაშხალი და ჰესი სიმაღლით 275 მეტრი, არის ყველაზე მაღალი კაშხალი თურქეთში და მეხუთე ყველაზე მაღალი კაშხალი თავის კატეგორიაში მსოფლიოში. ეს პროექტი ელექტროენერგიის საშუალო წლიური წარმოების სიმძლავრით 1,9 მილიარდ კილოვატ/საათში, შეძლებს დააკმაყოფილოს 2,5 მილიონი ადამიანის ელექტროენერგიის საჭიროება, რაც უტოლდება ანტალიის ზომის ქალაქის მოსახლეობას.

ილისუს კაშხალი და ჰესი არის თურქეთის სიდიდით მეოთხე ელექტროსადგური ათათურქის, ქარაქაიასა და ქებანის კაშხლების შემდეგ დამონტაჟებული სიმძლავრის მიხედვით და სიდიდით მეორე კაშხალი შევსების მოცულობით.

ილისუს კაშხლის, რომლის სიმაღლე საძირკვლიდან 135 მეტრია, შევსების მოცულობა 24 მილიონი კუბური მეტრი და წვერის სიგრძე 2 ათას 327 მეტრია. “წინა სახის ბეტონით დაფარული კლდის შემავსებელი კაშხალის” ტიპის კაშხლებს შორის პირველ ადგილზეა მსოფლიოში შევსების მოცულობით, სხეულის სიგრძით და ბეტონის ზედაპირის ფართობით.

ობიექტმა, რომელმაც პირველი ელექტროენერგია 2020 წლის 19 მაისს გამოიმუშავა და სრული სიმძლავრით 2020 წლის 23 დეკემბერს დაიწყო ფუნქციონირება, ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით 23 მილიარდი ლირა შეიტანა დღემდე 8 მილიარდი კილოვატი ელექტროენერგიის წარმოებით.

დერინერის კაშხალი და ჰესი კი არის თურქეთის მე-2 ყველაზე მაღალი კაშხალი იუსუფელის შემდეგ 249 მეტრი სიმაღლით და 670 მეგავატი დამონტაჟებული სიმძლავრით შეუძლია ყოველწლიურად აწარმოოს საშუალოდ 2 მილიარდ 118 მილიონი კილოვატ/საათ ელექტროენერგია.

ჰიდროელექტროენერგიის დამონტაჟებული სიმძლავრის გლობალურ რეიტინგში თურქეთი მე-9 ადგილზეა მსოფლიოში და მე-2 ევროპაში 32 GW-ით, ხოლო ჩინეთი პირველ ადგილზეა 415 ათასი MW-ით, მეორეზე ბრაზილია 110 ათასი მეგავატით, ხოლო აშშ – 102 ათასი მეგავატით მესამეზე.

თურქეთის კაშხლის ინვესტიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს ელექტროენერგიის წარმოების თვალსაზრისით, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კაშხლის მშენებლობას მნიშვნელობა ენიჭება.

ერთ სულ მოსახლეზე არსებული წყლის რაოდენობის გათვალისწინებით, თურქეთი ითვლება წყლის სტრესის მქონე ქვეყნად. პროგნოზების მიხედვით, თურქეთში წყლის რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც დღეს 1519 კუბური მეტრია, 2030 წელს 1100 კუბური მეტრამდე შემცირდება, როცა მოსახლეობა 100 მილიონს მიაღწევს. ეს თურქეთს წყლით ღარიბ ქვეყნებს შორის აყენებს.

ამ მიზეზით ქვეყანა ახორციელებს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს წყლის ეფექტური გამოყენებისთვის.

სახელმწიფო წყლის ორგანიზაცი DSİ ასევე აჩქარებს შენახვის ობიექტების დასრულებას, როგორიცაა კაშხლები და აუზები, რათა გააუმჯობესოს გამოსაყენებელი წყლის პოტენციალი. ამჟამად ობიექტების ტევადობა 186 მილიარდი კუბური მეტრია. მიზნად ისახავენ 2025 წლისთვის ამას კიდევ 8 მილიარდი კუბური მეტრი დაემატოს.

წყლის მართვის გენერალური დირექტორატი ასევე აქტიურ როლს ასრულებს წყლის სტრესის წინააღმდეგ ბრძოლაში. სასმელი წყლის აუზის დაცვის გეგმების გარდა მზადდება დარგობრივი წყლის განაწილების გეგმები წყლის რესურსების სწორად გამოყენების დასაგეგმად, წყლის სამართლიანი და დაბალანსებული განაწილების უზრუნველსაყოფად წყლის გამომყენებელ სექტორებს შორის და წყლის გამოყენებისგან მაქსიმალური სარგებელის მისაღებად.

თურქეთის მასშტაბით 246 მიწისქვეშა კაშხალი შენდება. ამ კაშხლებს უწოდებენ “მიწისქვეშა წყლების შევსების ობიექტებს”.

ცნობილია, რომ დასრულებული კაშხლების რაოდენობამ 150-ს მიაღწია. დასრულებული მიწისქვეშა კაშხლებიდან უზრუნველყოფილი იყო სარწყავი წყალი 36 ათასი დეკარი ფართობისთვის და 21 მილიონი კუბური ჰექტომეტრი სასმელი წყალი.

მიწისქვეშა კაშხლებში დაგროვილი წყალი შეიძლება ზედაპირზე იქნას ამოღებული და საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული. ის ხელს უშლის მტკნარი წყლის უშედეგოდ გადინებას მიწისქვეშიდან ზღვაში. მტკნარი წყალი და მარილიანი წყალი არ ერევა და, რა თქმა უნდა, ხელი ეშლება აორთქლებას.

წყარო

რომ არ ინერვიულოთ, მინდა, გავიმეორო, დაგიდასტუროთ, საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას -სალომე ზურაბიშვილი

საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენების წარდგენის შემდეგ დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ევროპაში გაწევრიანება არის ქვეყნის ერთადერთი მომავალი.

„იმისთვის, რომ არ ინერვიულოთ, მინდა, გავიმეორო, დაგიდასტუროთ, რასაც ვაკეთებ შიგნით და გარეთ, რომ საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას, ეს არის მისი ერთადერთი მომავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: „სალომე ზურაბიშვილს კანდიდატის სტატუსის მიღების დღის ჩათვლით, ერთხელ ვერ ვათქმევინეთ, რომ საქართველოს იმსახურებდა სტატუსს“.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კი, პრეზიდენტს მიმართა: „ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, დასკვნით სიტყვაში რომ გამოხვალთ, თქვათ, იმსახურებდა თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს“.

“სალომე ზურაბიშვილს აქვს სურვილი, სათავეში ჩაუდგეს რაღაც ოპოზიციურ მოძრაობას” – მამუკა მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა იყო რიგითი ოპოზიციონერის გამოსვლა, რომელსაც აქვს სურვილი, სათავეში ჩაუდგეს რაღაც ოპოზიციურ მოძრაობას და აქვს შეთავაზება, რომ შალვას ფანჩატური გარემონტდეს და გადაიქცეს სალომეს ფანჩატურად – ის არის უკიდურესად ტენდენციური და ჩამოყალიბებულია როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა “მის ფორმალურ სტატუსთან მიმართებით ანტიკონსტიტუციურია და არ შეესატყვისება პრეზიდენტის სტატუსს”.

“სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა იყო რიგითი რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა. არცერთი სიტყვა ქვეყნის რაიმე წარმატებაზე მის ამ ვრცელ სიტყვაში არ თქმულა. შიდა შეფასებას რომ თავი დავანებოთ, რადგან ჩვენ შეიძლება სუბიექტურებიც ვიყოთ, მაგალითად მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები ყოველ კვირაში გამოსცემენ კვლევის შედეგებს, სადაც არ არსებობს სფერო, სადაც პროგრესი არ გვაქვს, ამის მიუხედავად, არცერთი სიტყვა პოზიტივთან დაკავშირებით საქართველოს ფორმალურ პრეზიდენტს არ უთქვამს.

ეს იყო რიგითი ოპოზიციონერის გამოსვლა, რომელსაც აქვს სურვილი, სათავეში ჩაუდგეს რაღაც ოპოზიციურ მოძრაობას და აქვს შეთავაზება, რომ შალვას ფანჩატური გარემონტდეს და გადაიქცეს სალომეს ფანჩატურად. ვერცერთ განსხვავებას ვერ იპოვით მის დღევანდელ გამოსვლასა და ყველაზე რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლას შორის. როდესაც ოდნავ მაინც გაქვს სურვილი, ოდნავ მაინც იყო ობიექტური ერთი სიტყვა მაინც უნდა დაგცდეს, რომ შენს ქვეყანაში რაღაც ხდება კარგი”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძე ასახელებს სამ ვერსიას, რა როლი შეიძლება მოირგოს სალომე ზურაბიშვილმა.

“როგორც ჩანს მას აქვს გარკვეული როლი, რომელიც შეიძლება რამდენიმე ვერსიად დაკონვერტირდეს: ან უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და თავისი პოლიტიკური აქტუალიზაცია საერთოდ გააქროს; მეორე – არ შეიწყალოს სააკაშვილი და თავისთან შექმნას რაღაც პოლიტიკური ცენტრი და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და

მესამე ვერსია, რაც მის გამოსვლაში იკვეთება: არ გადადგეს, შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოზიცია და განახორციელოს დარტყმა რადიკალური ოპიზიციის წარმოდგენებიდან და მათი გეგმებიდან გამომდინარე. ეს სამი ვერსია შეიძლება იყოს, ვნახოთ, რომელ ვერსიას მიჰყვება და რომელ დავალებას შეასრულებს”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ „ლელო“ უერთდება პრეზიდენტის ინიციატივას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნაზე

„ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, მომავლის ქარტია „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნასთან დაკავშირებით.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „ლელო“ იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკური სუბიექტი და მონაწილე ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

„მინდა, გამოვეხმაურო პრეზიდენტის ინიციატივას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დასაჩქარებლად გარკვეული ფორმატის პლატფორმის შექმნის თაობაზე. ყველას მინდა, შევახსენო, რომ „ლელო“ იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკური სუბიექტი და მონაწილე ევროპული ინტეგრაციის პროცესის, შარლ მიშელის დოკუმენტის შემუშავების პროცესიდან მთელი შემდგომი ეპოპეა. „ლელო“ იყო აქტიურად ჩართული ყველგან, სადაც ევროპული საქმე კეთდებოდა. „ლელო“ არ მონაწილეობდა იქ, სადაც ევროპული საქმის იმიტაცია იყო და არც ხვალ მიიღებს მონაწილეობას ამაში, რადგან ეს არის სახელმწიფოებრივი საქმე. პრეზიდენტის შემოთავაზებას მიველსამებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, „ლელოს“ შემუშავებული აქვს და საზოგადოებას უკვე გააცნო ცხრაპუნქტიანი გეგმა, რომელიც აუცილებელია ქვეყნის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად.

„მზად ვართ, ამ პლატფორმის ფარგლებში ჩვენი გეგმაც წარვადგინოთ და სხვებისაც მოვისმინოთ. ეს არის აუცილებელი, რადგან ვიზიარებთ პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ მომავალი არჩევნები არ იქნება უბრალოდ ხელისუფლების შესაცვლელი არჩევნები. „ლელოს“ მომავალი არჩევნები წარმოუდგენია ფუნდამენტური ცვლილებების არჩევნებად. მე და „ლელო“ მოგმართავთ. პერსონალურად თქვენ უნდა უზრუნველყოთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სწორედ იმ ბერკეტებით, რაზეც თქვენ თავად საუბრობდით. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, სადაც მოქალაქეებს ექნებათ ნება, რომ აიღონ ხელში ძალაუფლება, რწმენა იმისა, რომ მათი ხმა იქნება დაცული და შემგუებლობა იმისა, რომ სხვანაირი ხალხიც არსებობს ამ ქვეყანაში და მათი მოწინააღმდეგეც იქნება ამ პარლამენტში, რათა ეს ბრძოლა არ იყოს, ეს არ იყოს შერკინება გლადიატორებს შორის, ეს იყოს თავისუფლების ზეიმი. ამისი ბერკეტები გაქვთ, ამას სწორედ მორალური ლიდერობა სჭირდება. მე მახსოვს თქვენ, წმინდა ნინოს გზა გამოიარეთ ჯვრით ხელში, მოგიწოდებთ, გავალებთ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ახლა უკვე საქართველოს კონსტიტუციით შემოიარეთ, ილია მართლის გზაზე შემოიარეთ საქართველო, ყველა სოფელსა და ქალაქში, რათა ადამიანებში არ იყოს ის ნიჰილიზმი, რასაც ხელისუფლება აღვივებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი გამოგიტანათ-ფრიდონ ინჯია სალომე ზურაბიშვილს

საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი გამოგიტანათ, თქვენს კომპეტენციაში არ შედის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, რა გქონდათ გასაყოფი „ოცნებასთან“, რა ვერ გაიყავით?, – ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც წლიური ანგარიშით პარლამენტში იმყოფება.

ფრიდონ ინჯიას თქმით, ყველაზე ცუდი არის უმადურობა.

„ქალბატონო სალომე, ჩემთვის და საერთოდ, ყველაზე ცუდი არის უმადურობა.ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ, არ მოგწონთ? გადადექით. დაიწყეთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. რა არის ამაში მიუღებელი? ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე და თქვენს საუბარში გაიჟღერა, კონსტიტუცია, კონსტიტუცია. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვენ განაჩენი გამოგიტანათ, თქვენს კომპეტენციაში არ შედის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, რა გქონდათ გასაყოფი „ოცნებასთან“, რა ვერ გაიყავით? რა იყო გაუგებრობა. ხელისუფლება, „ოცნება“ და თქვენ არჩეული ჰყავხართ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, რათა ქვეყნის მოსახლეობამ უკეთ იცხოვროს, იყოს უფრო შეძლებურად, უფრო თავისუფალი, გამრავლდეს. ამისთვის ხართ თქვენ მოწოდებული და ეს უნდა გააკეთოთ. ეს მარტო თქვენ კიარ გეხებათ, ეხება ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არ არის უმრავლესობაში. იმისთვის, რომ მოხვიდე ხელისუფლებაში, შენ მოსახლეობამ ხმა უნდა მოგცეს, თუ არ მოგცა ხმა, შენ ხელისფლებაში არ მოდიხარ. ზოგს არჩეული აქვს სულ სხვანაირად. ყველაფერს აკეთებს, მიიღოს დავალება უცხოეთიდან, იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც არ აინტერესებთ საქართველო, აინტერესებთ საქართველოს ტერიტორია, ადგილმდებარეობა და იმ დავალებებს ასრულებენ, მაგრამ ეს არ არის ხალხის ინტერესებში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მზად ვართ, თუნდაც ერთპარტიულად შევასრულოთ 9 მოთხოვნა, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა -ირაკლი კობახიძე

პრაქტიკულად, თითქმის ერთპარტიულად მოვახერხეთ ჩვენ თავის დროზე 12 პუნქტის შესრულება, რის საფუძველზეც კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა – ახლაც მზად ვართ, რომ თუნდაც ერთპარტიულად შევასრულოთ 9 მოთხოვნა, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, 9 დათქმის შესრულებაში სხვა პარტიებიც თუ ჩაერთვებიან, „კარგი იქნება“.

„თუ იქნება სხვა პარტიების ჩართულობა უზრუნველყოფილი, ეს კარგი იქნება, თუმცა „ლელოს“ და სხვა რადიკალური პარტიების იმედი ჩვენ არც წარსულში გვქონდა და ვერც მომავალში გვექნება. მათ აირჩიეს საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი და ალბათ, ამ რადიკალურ დღის წესრიგს გაჰყვებიან.

9-პუნქტიანი გეგმა თავის დროზე ერთობლივად შევადგინეთ – მთავრობა, პარლამენტი ერთად ვიყავით ჩართული ამ გეგმის მომზადებაში და იმ სამოქმედო გეგმას გავყვებით, რომელიც მთავრობის მიერ არის ოფიციალურად დამტკიცებული. რაც შეეხება ვადებში მცირე აცდენებს, ამ აცდენებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა სამუშაო ფორმატში, მათ შორის ოპოზიციასთან საუბარი – თუ რაღაც საკითხები საჭიროებს მეტ კონსულტაციებს, მზად ვართ, რომ მეტი დრო დავუთმოთ ანუ ფორმალურად ამ ვადებს არ გავყვებით, თუმცა მეტი კონსულტაციების საჭიროება თუ იქნება, ამ შემთხვევაში გაგრძელდება კონსულტაციები. მთავარია, რომ ხარისხიანი შედეგი მივიღოთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ერთადერთი „ნაცმოძრაობაა“, ვინც მარტივად ლახავს 5%-იან საარჩევნო ბარიერს, დანარჩენი ყველა პარტიას ბარიერის გადალახვა უჭირს“.

„დღევანდელი რეიტინგები ყველამ იცის, ერთადერთი „ნაცმოძრაობაა“, ვინც მარტივად ლახავს 5%-იან საარჩევნო ბარიერს, დანარჩენი ყველა პარტიას ბარიერის გადალახვა უჭირს. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას თავად შეუძლია გამოიტანოს საკუთარი დასკვნები, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ითხოვდნენ და ითხოვენ აქტიურად ბარიერის დაბლა დაწევას.

დღეს მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს ასეთი შანსი, სამწუხაროდ, ვერც ერთი არარადიკალური ოპოზიციური პარტია ვერ ლახავს ბარიერს. ვერც რადიკალურები, მაგრამ სამწუხაროდ, ვერც არარადიკალურები გადალახავენ ბარიერს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც ძალიან ცუდია.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ ვითარებაში შედეგად მივიღებთ პარლამენტში ისევ ორ პარტიას. ეს იქნება „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, წარმოდგენილი არ იქნება არცერთი არარადიკალური ოპოზიციური პარტია პარლამენტში, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა იმ პირობებში, როცა ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ, ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს, მომდევნო წლებში შეიძლება რადიკალურად შევცვალოთ პოლიტიკურ სპექტრში ვითარება, რა თქმა უნდა, სასიკეთო მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.

“დიდი ერთობისთვის, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა იფიქროს სააკაშვილის გათავისუფლებაზე” -გიორგი ვაშაძე

ყველა განსხვავება, რაც ოპოზიციურ ფლანგზეა, უნდა დავივიწყოთ – დიდი ერთობისთვის, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ერთიანობის პლატფორმის შექმნის თაობაზე პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა.

მისი თქმით, “გამარჯვების კოალიცია” კონსულტაციებში მონაწილეობისთვის მზადაა.

“ჩვენი “გამარჯვების კოალიცია” – “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ნაციონალური მოძრაობა”, მზად ვართ ამ კონსულტაციებში მივიღოთ მონაწილეობა, რადგან ვფიქრობთ, რომ ამოცანაა იმდენად დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ყველა განსხვავება, რაც ოპოზიციურ ფლანგზეა, უნდა დავივიწყოთ. უნდა წავიდეთ იმ გზით, რასაც საზოგადოება გვთავაზობს. აქამდეც, არცერთ თავდასხმას არ ვპასუხობთ ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რადგან ახლა საზოგადოებას უნდა, ოპოზიციურ ფლანგზე იპოვოს ის გამაერთიანებელი შინაარსი, რომელიც სიღარიბეს დაამარცხებს, სამუშაო ადგილებს შექმნის და დაჩქარებული წესით შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში.

ამიტომ ამ კონსულტაციებისთვის მზად ვართ. ამასთან, დიდი ერთობისთვის ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.

როდესაც ერთიანობაზე ვსაუბრობთ, ერთიანობის პირობებში პოლიტპატიმრები არ უნდა გვყავდეს ციხეში”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შესთავაზა შეიქმნას მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“!

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებს.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება.

“საბედნიეროდ, მეფე ჩარლზ III-ის სიმსივნე ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს” – რიში სუნაკი

საბედნიეროდ, მეფე ჩარლზ III-ის სიმსივნე ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

როგორც რიში სუნაკმა აღნიშნა, მასთან კომუნიკაციას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

„ის ჩვენს ფიქრებსა და ლოცვებში იქნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრ ოჯახს, მსგავსი რამ შეხებია და მათ იციან, თუ რას ნიშნავს ეს ყველასთვის“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, ბუკინგემის სასახლემ გუშინ საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეფე ჩარლზ III-ს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ექიმების რჩევით მკურნალობის კურსის განმავლობაში საჯარო მოვალეობებს დროებით არ შეასრულებს.

ახალი პარტიით ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის მაინცდამაინც ქარიზმატული პიროვნება- ირაკლი კობახიძე

ახალი პარტიით ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის მაინცდამაინც ქარიზმატული პიროვნება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის ელოდება, რომ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე გააკეთებს აქცენტს და არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი შეწყალებაზე.

„მგონი, უფრო სხვა გეგმები აქვთ სალომე ზურაბიშვილს და მის მეგობრებს. გეგმა უფრო მეტად ორიენტირებულია, რომ სალომე ზურაბიშვილმა, როგორც შუაშისტურმა პოლიტიკოსმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ამ მიზანს ეწინააღმდეგება სააკაშვილის შეწყალება. ამიტომ, მგონია, რომ აქცენტი გაკეთდება სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და არა სააკაშვილის შეწყალებაზე“,-აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის პლატფორმა ჩამოყალიბოს, რითაც აპირებს პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებს.

პრეზიდენტის თქმით, მომავლის ქარტიის სახელწოდება იქნება – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის!“

„ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში” – ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში, აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა, მიდის პატარა თამაშები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში, ამის ყველანაირი რესურსი არსებობს.

„ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში, აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა. მიდის პატარა თამაშები. საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანაა, რადიკალურმა ოპოზიციამ რაც შეიძლება ნაკლები მანდატი მიიღოს შემდეგ პარლამენტში. ჩვენი სურვილია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბოლო კვლევების მიხედვით, ჩვენი რეიტინგი 60%-თან ახლოს არის, შესაბამისად, ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს, შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები იმისათვის, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, დავაზუსტებ, საკონსტიტუციო უმრავლესობაში ვგულისხმობ 113 და არა 100 მანდატს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები, რათა საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა” – ირაკლი კობახიძე

გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები, რათა ამ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში, ამის ყველანაირი რესურსი არსებობს.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში. აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა. მიდის პატარა თამაშები. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანა არის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, რაც შეიძლება, ნაკლები მანდატი მიიღოს შემდეგ პარლამენტში. ჩვენი სურვილია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ბოლო კვლევების მიხედვით, 60 პროცენტთან ახლოს არის ჩვენი რეიტინგი, შესაბამისად, ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს, შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები, რათა ამ საპარლამენტო არჩევნებში მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. საკონსტიტუციო უმრავლესობაში ვგულისხმობ 113 მანდატს და არა 100 მანდატს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.