“გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები, რათა საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა” – ირაკლი კობახიძე

11
spot_img

გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები, რათა ამ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში, ამის ყველანაირი რესურსი არსებობს.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში. აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა. მიდის პატარა თამაშები. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანა არის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, რაც შეიძლება, ნაკლები მანდატი მიიღოს შემდეგ პარლამენტში. ჩვენი სურვილია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ბოლო კვლევების მიხედვით, 60 პროცენტთან ახლოს არის ჩვენი რეიტინგი, შესაბამისად, ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს, შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები, რათა ამ საპარლამენტო არჩევნებში მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. საკონსტიტუციო უმრავლესობაში ვგულისხმობ 113 მანდატს და არა 100 მანდატს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.