Home Blog Page 1683

ყოვლად გაუგებარია პოლონელი ნეიროქირურგის ასეთი ქმედება – გეჯაძე

ყოვლად გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა პოლონელი ექიმების კომისიის წევრის, ნეიროქირურგის მხრიდან აღნიშნული ქმედების განხორციელება, – ამის შესახებ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის “ვექტორი” ხელმძღვანელმა ალექსანდრე გეჯაძემ პოლონელ ექიმთან დაკავშირებულ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

„თუკი ის [ნიმუში] არ არის ოფიციალურად ამოღებული, ის ყოველგვარ მტკიცებულებით ძალას კარგავს და მისი გამოყენება არაფრით შეიძლება. ეს ქმედება განახორციელა პროფესიით ნეიროქირურგმა, ბატონ მიხეილ სააკაშვილს არანაირი ნეიროქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროებოდა. წესით ამ ექსპერტთა კომისიაში უნდა ჩაერთოთ არა ნეიროქირურგი, ვინც ეს მასალის არაოფიციალურად გამოიტანა, არამედ უნდა ჩაერთოთ ნევროლოგი“, – აღნიშნა გეჯაძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა.

ამასთან, გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი.

პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

„უვიზო რეჟიმს შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება”- ვახტანგ მახარობლიშვილი

ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, ბელგიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებით, უვიზო რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება.

„უვიზო რეჟიმს შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა. უფრო მეტიც, დღეს მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა და ბუნებრივია ეს თემა აუცილებლად გაჟღერდებოდა რამე საფრთხე რომ ყოფილიყო აღნიშნული მიმართულებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ზოგადად ევროკავშირის მხრიდან საქართველო მიჩნეულია, როგორც უსაფრთხო სახელმწიფო,“ – აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

შეგახსენებთ, ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო.

აშშ და NATO უკრაინისთვის გასაგზავნი საბრძოლო მასალის დეფიციტის ზღვარზეა – CNN

ამერიკის შეერთებული შტატებსა და ევროპას უჭირთ უკრაინის იმდენად დიდი ოდენობის საბრძოლო მასალით მომარაგება, როგორც ამას რუსეთის წინააღმდეგ ხანგრძლივი კონტრშეტევა მოითხოვს. ამის შესახებ CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

სტატიის მიხედვით, სწორედ ამის გამო, დასავლელი ლიდერები საბრძოლო მასალის წარმოების გასაზრდელად შესაბამის ზომებს იღებენ, რომ თავიდან აიცილონ დეფიციტი, რასაც უკრაინის პროგრესის შეფერხება შეუძლია.

„ოფიციალური პირების თქმით, აშშ „წითელ ხაზს“ უახლოვდება იმ ფონზე, რომ აგრძელებს უკრაინისთვის 155 მილიმეტრიანი საბრძოლო მასალის მიწოდებას, რომელიც NATO-ს საარტილერიო შეიარაღების სტანდარტებში ჯდება“, – წერს CNN.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, გასულ წელს შტატებმა იარაღის წარმოების გაზრდა დაიწყო, როცა ცხადი გახდა, რომ ომი იმაზე დიდხანს გასტანდა, ვიდრე ეს ნავარაუდები იყო, თუმცა, როგორც გამოცემას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განუცხადა, აღნიშნული იარაღი გამოსაყენებლად მზა მდგომარეობაში მხოლოდ რამდენიმე წელიწადში იქნება.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სწორედ ამას უკავშირდება უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემა.

„აშშ-ში გადაწყვიტეს, უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალა გაეგზავნათ, რომ ამით, შეემსუბუქებინათ იარაღის პოტენციური დეფიციტი, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კასეტური ბომბები შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს საფრთხედ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, უკრაინისთვის მისი გადაცემა განიხილება, როგორც მხოლოდ დროებითი ზომა“, – წერს CNN.

სტატიაში ნათქვამია, რომ შემცირებულია NATO-ს საარტილერიო საბრძოლო მასალის მარაგიც.

„ეს ერთგვარ „გამოფხიზლების ზარად“ იქცა, რადგან ალიანსი, შედარებით მშვიდობიანი დეკადების განმავლობაში სათანადოდ არ მოემზადა ევროპაში დროში გაჭიანურებული სახმელეთო ომის შესაძლებლობისთვის“, – განუცხადა წყარომ გამოცემას. 

ამასთან, როგორც CNN-თან საუბარში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი ერთი კვირის წინ აღნიშნავდა, ომის დასაწყისში „სინამდვილეში არავინ უსვამდა საკუთარ თავს კითხვას – რა იქნება, თუ პირველი დღე და პირველი ღამე იქცევა მეორე, მესამე, მეოთხე კვირად? ჩვენი სრულყოფილი შესაძლებლობების რამდენი ხნის მარაგი გვაქვს სინამდვილეში?“.

ამასთან, როგორც სტატიაშია აღნიშნული, აშშ-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ბაზებზე სამხედრო მასალის გასაიდუმლოებული მარაგი გააჩნია, თუმცა, ეს საგანგებო რეზერვია, რომლის გამოყენებაც ქვეყნის ინტერესებში არ შედის.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შეხვედრა გაიმართა

უწყებაში ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამდგენი განახლებული კომისიის წევრთა შეხვედრა გაიმართა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი განახლებული კომისიის წევრთა შეხვედრა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, კომისიის განახლებულ შემადგენლობას გააცნო სამსახურის სტრუქტურა, ადმინისტრაციული მოწყობა, მუშაობის სტრატეგია, ვეტერანთა წინაშე არსებული სხვადასხვა გამოწვევების დასაძლევად სამსახურისა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ერთობლივი პროგრამები; საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები და ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან, სამსახურის სამომავლო გეგმები და ამოცანები; კობა კობალაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ნებამ, დამსახურებული პატივი მიაგოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მონაწილეებს და მათ ოჯახებს, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა და ვეტერანის სტატუსის არმქონე მეომრებს გაუჩნდა მოტივაცია, მიენიჭოთ ვეტერანის სტატუსი: ”ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად ხელისუფლების, სხვადასხვა ინსტიტუციებისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით, ბოლო წლებში შემუშავებულმა საკანონმდებლო აქტებმა, გატარებულმა ღონისძიებებმა, განხორციელებულმა პროექტებმა მოტივაცია გაუჩინა ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლების მონაწილე სხვადასხვა საბრძოლო შენაერთის წევრებს, მიენიჭოთ ვეტერანის სტატუსი. ყველა მებრძოლი, რომელმაც ღირსეულად მოიხადა ქვეყნის წინაშე ვალი და სამშობლოს იცავდა, იმსახურებს ვეტერანის სტატუსს და კომისიის ეფექტიანი მუშაობა სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი; 90-იანი წლების საბრძოლო მოქმედებებიდან 30 წელი გავიდა, თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ღირსეული მეთაურები, რომელთაც შესწევთ უნარი, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ვეტერანის სტატუსის მინიჭების საკითხს. სწორედ ამიტომ, კომისიის წევრებად, შეირჩა ღირსეული წარმომადგენლები თითქმის ყველა საბრძოლო შენაერთიდან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საბრძოლო მოქმედებებში. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელთა ძალისხმევითაც, მჯერა, ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ვეტერანთა რიგებს,”-განაცხადა კობა კობალაძემ. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს კომისიის წევრთა შეკრებისა, სხდომების ჩატარების პერიოდულობისა და იმ სამომავლო გეგმების შესახებ, რომლებიც კომისიის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის. ინფორმაციისთვის, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის განახლებული შემადგენლობა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის N342 დადგენილებით დამტკიცებული ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი” და „” ქვეპუნქტების შესაბამისად.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება ტვ პირველის ეთერში გასულ ინტერვიუს პიერ-ალექსანდრე კრევოსთან.

საზოგადოების იმ მცირე ნაწილისთვის, რომელიც მისი საუბრით დაინტერესდა, საჭიროა, რამდენიმე ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდება.

ის არასდროს იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას. იგი 2018 წლის 24 დეკემბრიდან იყო სტაჟიორი. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება იმ მიდგომის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც უცხოეთში მყოფი ქართული წარმოშობის ახალგაზრდებისთვის სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობების მიცემას ემსახურებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ იმავე პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმდნენ ბევრად უფრო წარმატებული ქართველი სტუდენტები წამყვანი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტებიდან (კოლუმბია, სიანს პო და ვესტ პოინტი).

ალექსანდრ კრევო 2019 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულებით. მისი საჯარო მოხელის პოზიციაზე დასაქმება არ მოხდა, რადგან ვერ წარმოადგინა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2023 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ გააგრძელა მასთან შრომითი ხელშეკრულება, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო მისი მხრიდან კოვიდრეგულაციების უხეში დარღვევა, რითაც საფრთხე შეუქმნა თანამშრომლების ჯანმრთელობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მას არ აქვს არც უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე. ყველაზე გასაკვირი და ნამდვილად სამწუხაროა, თუ რა სისწრაფით აღიქვა, აითვისა და გაითავისა უცხოეთში გაზრდილმა ახალგაზრდამ საქართველოს პოლიტიკური სივრცის ყველაზე მახინჯი და უღირსი თვისებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

,,ინფორმაცია, რომელსაც მალავს ხელისუფლება”- გიორხელიძე

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს

,,ვის აქვს ინფორმაცია, რომელსაც ძალიან მალავს ხელისუფლება?!

ზელენსკის ცოლი იყო თბილისში და
რამდენადაც ცნობილია, მიწის დიდ ნაკვეთებს ყიდულობს.

იგივეს აკეთებსო მილიარდერი არახამია.
ვიღაც ყოფილი ნაცი დათო საყვარელიძე და ეს ზედა
ჯამაათი ერთი ხროვაა, როგორც მითხრეს!

ძალზე კონფიდენციალურად მომაწვდინეს ხმა, –
ყველაფერი კონფიდენციალურად ხდებაო.

მე რაკი ეს გავიგე, –
კითხვა დავსვი “კონფიდენციალურად”, –
არავის გაუმხილოთ,
‘შემინახეთ” საიდუმლო.

დარწმუნებული რომ არ ვიყო, საქართველოს მთავრობა
ამაზე წამსვლელია, – არც არაფერს დავწერდი!”- წერს გიორხელიძე

,,რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა”- ვოლსკი

რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნის, ან სანქციების დაწესების, ან სანქციებისგან თავის არიდების ხელშეწყობის, ან სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა, მაგრამ მაინც უტიფრად აწვებიან თავისას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი Facebook-ზე წერს.

„იმდენად მდაბიო საქციელია ურთულესი გამოწვევების წინაშე მყოფი საკუთარი სამშობლოს დესტაბილიზაციის მცდელობები, რომ ხელისუფლებისათვის რუსეთთან, ანუ ოკუპანტთან კოლაბორაციონიზმის უტიფრად დაბრალება ერთადერთია, რითიც რევოლუციურ კომიტეტში გაერთიანებულმა პოლიტიკოსმა ან აქტივისტმა შეიძლება თავი იმართლონ ამომრჩეველთან, ოჯახის წევრებთან, თუნდაც სარკეში ყურებისას.

რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნის, ან სანქციების დაწესების, ან სანქციებისგან თავის არიდების ხელშეწყობის, ან სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა, მაგრამ მაინც უტიფრად აწვებიან თავისას – ამით ამართლებენ უსამშობლოობას“, – წერს ვოლსკი.

თბილისის ზღვაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, ვის ეკუთვნის ის.

გარდაცვლილს, სავარაუდოდ, ექსპერტიზაზე გადაასვენებენ და დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის ზღვაში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წყალში შევიდა და უკან გამოსვლა ვერ მოახერხა. სავარაუდოდ ის უცხოეთის მოქალაქეა.

“უკრაინის შეტევა რამდენიმე ფრონტზე უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ბევრი იმედოვნებდა”

Col. Gen. Oleksandr Syrskyi, top military commander in charge of the defense of the Ukrainian capital, walks in a trench at a position north of the capital Kyiv, Ukraine, Tuesday, March 29, 2022. The first face-to-face talks in two weeks between Russia and Ukraine began Tuesday in Turkey, raising flickering hopes there could be progress toward ending a war that has ground into a bloody campaign of attrition. (AP Photo/Vadim Ghirda)

BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეტევა რამდენიმე ფრონტზე უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ბევრი იმედოვნებდა.

„ჩვენ გვსურს მივიღოთ ძალიან სწრაფი შედეგები, მაგრამ სინამდვილეში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია“, – ამბობს გენერალი, რომელიც მეთვალყურეობს უკრაინის განახლებულ შეტევას აღმოსავლეთში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთში, ისევე როგორც სამხრეთში, ტერიტორია დანაღმულია და თავდაცვითი ბარიერებია აგებული.

„ამიტომ, ჩვენი წინსვლა ნამდვილად არ მიდის ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს“, – განაცხადა მან.

ოლექსანდრ სირსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის ერთიანობა და უკრაინელი ჯარისკაცების ერთმანეთისადმი ნდობა უკრაინული არმიის ძლიერი მხარეა.

“ბელგიის საგარეო უწყების ძალიან ღია პოზიციაა, რომ საქართველო უნდა იყოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში” – ვახტანგ მახარობლიშვილი

ბელგიის საგარეო უწყების ძალიან ღია რეკომენდაცია და პოზიცია არის დადებითი, რომ საქართველო უნდა იყოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში, შესაბამისად ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს და დავაზუსტებთ თუ რა კონკრეტული მიზეზი შეიძლება ყოფილიყო, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

„ეს არის ძალიან ცვალებადი, ნებისმიერი სახელმწიფო, ნებისმიერ წელს შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზით უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებული, ან დამატებული და მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კონსულტაციები, რაც გავმართეთ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მათი ძალიან ღია რეკომენდაცია და პოზიცია არის დადებითი, რომ საქართველო უნდა იყოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში, შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს და დავაზუსტებთ თუ რა კონკრეტული მიზეზი შეიძლება ყოფილიყო. ის, რომ ეს იმოქმედებს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, ამაზე ფიქრის საფუძველი არ გვაქვს. მსგავსი მინიშნება ევროკავშირის მხრიდან არ განხორციელებულა“, – აღნიშნა მახარობლიშვილმა.

ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ბელგიის მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის ვებგვერდზე განახლებულ სიაში საქართველო აღარ არის და განმარტებულია, რომ გადაწყვეტილება კომისრის მოსაზრებას ეფუძნება.

ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აჭარაში უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს აჭარაში უმასპინძლა. უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად სამუშაო სადილი გაიმართა, სადაც საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

დღესვე, აბდულა არიპოვს და საქართველოში ვიზიტად მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პორტები, საზღვაო ინფრასტრუქტურა და ამ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
დელეგაციას ბათუმსა და ფოთში ლევან დავითაშვილთან ერთად აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა უმასპინძლეს. მათ უზბეკ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ფოთის საზღვაო პორტი და აკვატორია სანაპირო დაცვის გემით, ასევე გაეცნენ ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურას და მუშაობას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტი დღეს დასრულდა. აბდულა არიპოვი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.

უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 17 ივლისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები, რის შემდეგაც
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას.

ევროპაში ძლიერი სიცხით გამოწვეულ ტყის ხანძრებს ებრძვიან

მეხანძრეები ევროპაში ძლიერი სიცხით გამოწვეულ ტყის ხანძრებს ებრძვიან, იწვის ტერიტორიები, შენობები და ხორციელდება ათასობით ადამიანის ევაკუაცია.

ხანძრებს ებრძვიან ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე, საბერძნეთსა და შვეიცარიაში.

სამხრეთ შვეიცარიაში ტყის ხანძრის გასაკონტროლებლად მიმდინარე სამუშაოებში ასზე მეტი მეხანძრეა ჩართული. ხანძარი გუშინ სოფელ ბიტჩთან ახლოს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. უსაფრთხოების მიზნით, ევაკუირებულია ახლომდებარე სოფლების 200-ზე მეტი მცხოვრები. ხანძარი ამ დროისთვის 100 ჰექტარ ტერიტორიაზე, მანქანებისთვის ძნელად მისადგომ ადგილებში მძვინვარებს.

საბერძნეთმა ტყის ხანძრებთან გამკლავებაში დახმარება ევროკავშირის ქვეყნებს სთხოვა და ბლოკმა ქვეყანაში იტალიიდან და საფრანგეთიდან ოთხი თვითმფრინავის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

ძლიერი სიცხე ფიქსირდება იტალიაშიც. კუნძულ სარდინიაზე მოსალოდნელია 46 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურა. სინოპტიკოსების ვარაუდით, უკიდურესი სიცხე იტალიის ზოგიერთ ნაწილში, შესაძლოა, კიდევ 10 დღის განმავლობაში გაგრძელდეს.

ძლიერი სიცხის ტალღაა ესპანეთშიც, სადაც, გუშინ ტემპერატურამ ქვეყნის სამხრეთით 44 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.