Home Blog Page 1681

“ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას”- ირაკლი კობახიძე

ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ხელისუფლება მომავალშიც დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის დაფუძნებიდან 11 წელიწადი რამდენიმე ძირითადი მიღწევით შეიძლება დახასიათდეს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან, უწყვეტი მშვიდობა „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა რეგიონში არსებული ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული იყო გასული წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის უშუალო საფრთხე შეექმნა, თუმცა, უმძიმესი წნეხის მიუხედავად, ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება;

2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტი დემოკრატიული წინსვლის 11-მა წელიწადმა ჩაანაცვლა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წელს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი;

2012 წლიდან დღემდე, საქართველოს ჰქონდა ყველაზე ხელშესახები წინსვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. შარშან ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, წელს კი, სამართლიანი გადაწყვეტილების პირობებში, ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსაც მიიღებს;

2012 წელს საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა. გასული 11 წლის განმავლობაში, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. პირველი, ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი, ხოლო მეორე – კოვიდიდან გამომდინარე ეკონომიკური კრიზისი 2020 წელს. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია. ზედიზედ ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ლარის კურსი 3,45-დან 2,50-მდე შემცირდა, 60-დან 38 პროცენტამდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან დღემდე, ქვეყანაში ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე – 1,150,000-დან 650,000-მდე შემცირდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა. უკვე წელს, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8 ათასი დოლარი გახდება, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის 15 ათას დოლარს მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნების ტოლფასი ეკონომიკა ექნება;

ფუნდამენტურად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა სოციალური პოლიტიკისადმი. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, არსებითად გაფართოვდა სოციალური დახმარების პაკეტები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, აღიკვეთა სოციალური დახმარების პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განაწილების პრაქტიკა;

საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს.

ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასოდეს დაუშვებს, მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს; მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი ღირებულებების და მის მიერ დამკვიდრებული და გუნდისთვის დატოვებული პრინციპების შედეგია ყველა ის ფუნდამენტური მიღწევა, რომელიც გასული 11 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ამ ღირებულებებითა და პრინციპებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და, მისი მმართველობით, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს შეუქცევად და თანმიმდევრულ წინსვლას დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამშტაინში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე კიდევ ერთხელ შეკრიბა დაახლოებით 50 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები.

შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე ქვეყანამ დაადასტურა უკრაინისთვის დაპირებული სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ.

რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

“ნატოს ყველა წევრი შეთანხმდა, რომ უკრაინა იქნება ალიანსის წევრი”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ახლა მთავარი ფოკუსია, როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება, –  ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში რამშტაინის ფორმატის შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა.

„გუშინ კიევში განვაცხადე, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია და ნატო-ს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ახლა მთავარი ფოკუსია, როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მედიასთან საუბრისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ კიევს უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ფაქტორები, რათა თავიდან აიცილოს ახალი თავდასხმა. მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ საჭირო იქნება უკრაინის მხარდაჭერა იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინას აქვს სამხედრო შესაძლებლობები, რათა თავიდან აიცილოს ახალი თავდასხმა.

„ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება ეს ომი, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ისტორია არ განმეორდეს, რუსეთმა ვერ შეძლოს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმის კვლავ გაგრძელება და ომის წარმოება, ევროპული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება დისკუსია უსაფრთხოების მექანიზმზე. ასევე იქნება დისკუსია წევრობის შესახებ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ომი არ დაწყებულა გასული წლის თებერვალში, არამედ ის დაიწყო 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა და შეიჭრა აღმოსავლეთ დონბასში.

“ფაშისტის იდეალი წარსულშია, ხოლო ნორმალური ადამიანისა – მომავალში” – ლევან შენგელია

ფაშისტის იდეალი წარსულშია, ხოლო ნორმალური ადამიანისა – მომავალში! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან შენგელია წერს.

მისი თქმით, გადაჭარბებული ისტორიზმი, საკუთარი ისტორიის იდეალიზაცია უინტელექტო ადამიანისგან – აქედან იწყება ფაშიზმი.

“მაინც რა არის ფაშიზმი, რით განსხვავდება ფაშისტი ნორმალური ადამიანისგან, რა განსხვავებული იდეალები აქვს ფაშისტს, რით საზრდოობს მისი გული და გონება?

ინტელექტი! უმთავრესი განმასხვავებელი არის ინტელექტი! დაბალი ინტელექტი ფაშისტის აუცილებელი თვისებაა!

მაგრამ მხოლოდ დაბალი ინტელექტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი ფაშისტად ჩავთვალოთ, აუცილებელია კიდევ ერთი ნიშანი – ეს არის წარსულის ფეტიშიზაცია!

ფაშისტის იდეალი წარსულშია, ხოლო ნორმალური ადამიანისა – მომავალში!

გადაჭარბებული ისტორიზმი, საკუთარი ისტორიის იდეალიზაცია უინტელექტო ადამიანისგან – აქედან იწყება ფაშიზმი!
გენიალური ადამიანები მაშინ ხედავენ საშიშროებას, სანამ ჩვენ – ჩვეულებრივი მოკვდავები რამეს ვიგრძნობთ!
“მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი…

ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს” რომ დავუფიქრდეთ, რატომ გვითხრა ილიამ მაინცდამაინც ასე?

იმიტომ, რომ ვერანაირად ვერ დასახავ ახალ, სამომავლო მიზნებს და იდეალებს, თუ წარსულზე დარდი არ მოიკალი! ოღონდ, წარსულზე დარდი და არა თავად წარსული!

ბევრმა გავიგეთ ესა? არა მგონია.

წარსული არის მხოლოდ გამოცდილება და კიდევ მასალა უკეთესი მომავლის ასაშენებლად. თუ წარსული გააკერპე და გააიდეალე, შენც ზუსტად ისე მოიქცევი როგორც რუსი იქცევა უკრაინაში (წარსული დიდების დასაბრუნებლად) და თუ ეს ფაშიზმი არაა, მაშინ სულ ტყუილად მილაპარაკია ამდენი!”– წერს ლევან შენგელია.

“დეგნანი შემსრულებელია ოდენ შემკვეთი ქათქათა სახლში ბრძანდება!”- გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს:

“რა დეგრადაცია უნდა განიცადოს ქვეყნის პოლიტიკურმა კლასმა

რომ სააკაშვილის რეჟიმი “დემოკრატიის შუქურა”-დ აღიაროს “ქართული ოცნების” მმართველობა კი დემოკრატიის უკუსვლად.
კარგია რომ გავიაზრეთ და საჯაროდ თქმას არ ვერიდებით. დეგნანი შემსრულებელია ოდენ შემკვეთი ქათქათა სახლში ბრძანდება!”- წერს გოგა ხაინდრავა

“სამ დღეში მოხდა ჩვენება იმ დანაშაულებრივი კავშირების, რაც მმართველ გუნდსა და კლანს შორის არსებობს”

„ქართული ოცნება“ კომისიის შექმნას პროცედურებით აჭიანურებს, მაგრამ ამ კომისიამ შედეგი უკვე დადო. სულ რაღაც სამ დღეში, ასე მოკლე დროში მოხდა ცხადად, ლაკონიურად ჩვენება იმ დანაშაულებრივი კავშირების, რაც მმართველ გუნდსა და კლანს შორის არსებობს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“  დანაშაულზე ხელის დამფარებლად გაფორმდა.

„ოპოზიციამ აიძულა ხელისუფლება, პოლიტიკურად და სამართლებრივად სრულიად ნათლად დაესვა ტოლობის ნიშანი „ქართულ ოცნებასა“ და უსამართლო სისტემას შორის. ამ პროცესმა შედეგი უკვე მოიტანა. „ქართული ოცნება“ როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად გაფორმდა კლანის თანამონაწილე და დანაშაულზე ხელის დამფარებლად“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

“ვულოცავ დღევანდელ დღეს „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს” – კახა კალაძე

2012 წლის 21 აპრილს ოფიციალურად დაფუძნდა პარტია „ქართული ოცნება“, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 11 წლის წინ, როდესაც „ქართული ოცნება“ დაარსდა, ბევრს ვერც კი წარმოედგინა, რომ წარსულს ჩაბარდებოდა პოლიტიკური დევნა, ძალადობა, მედიაზე ზეწოლა, საკუთრების ხელყოფა, გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა, პატიმართა არაადამიანური წამება.

„დღეს საქართველო ვითარდება როგორც დემოკრატიული, ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა. ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის დამსახურება და ბიძინა ივანიშვილის უდიდესი ძალისხმევა, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გამო, სიცოცხლის რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი ოჯახი და გააერთიანა საზოგადოება ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის დასასრულებლად.

„ქართული ოცნების“ პრინციპები უცვლელია – ღირსება, თავისუფლება, სამართლიანობა, მშვიდობა, განვითარება, ჩვენი მდიდარი კულტურისა და ტრადიციების დაცვა. სწორედ ამ ღირებულებებით მივისწრაფით და ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროინტეგრაციის გზაზე.

ვულოცავ დღევანდელ დღეს „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ერთგულია ჩვენი პარტიის პრინციპების“, – წერს კახა კალაძე.

“საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს” – „ქართული ოცნება“

ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ხელისუფლება მომავალშიც დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პარტიის დაფუძნებიდან 11 წელიწადი რამდენიმე ძირითადი მიღწევით შეიძლება დახასიათდეს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან, უწყვეტი მშვიდობა „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა რეგიონში არსებული ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული იყო გასული წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის უშუალო საფრთხე შეექმნა, თუმცა, უმძიმესი წნეხის მიუხედავად, ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება;

2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტი დემოკრატიული წინსვლის 11-მა წელიწადმა ჩაანაცვლა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წელს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი;

2012 წლიდან დღემდე, საქართველოს ჰქონდა ყველაზე ხელშესახები წინსვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. შარშან ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, წელს კი, სამართლიანი გადაწყვეტილების პირობებში, ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსაც მიიღებს;

2012 წელს საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა. გასული 11 წლის განმავლობაში, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. პირველი, ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი, ხოლო მეორე – კოვიდიდან გამომდინარე ეკონომიკური კრიზისი 2020 წელს. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია. ზედიზედ ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ლარის კურსი 3,45-დან 2,50-მდე შემცირდა, 60-დან 38 პროცენტამდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან დღემდე, ქვეყანაში ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე – 1,150,000-დან 650,000-მდე შემცირდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა. უკვე წელს, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8 ათასი დოლარი გახდება, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის 15 ათას დოლარს მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნების ტოლფასი ეკონომიკა ექნება;

ფუნდამენტურად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა სოციალური პოლიტიკისადმი. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, არსებითად გაფართოვდა სოციალური დახმარების პაკეტები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, აღიკვეთა სოციალური დახმარების პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განაწილების პრაქტიკა;

საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს.

ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასოდეს დაუშვებს, მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს; მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი ღირებულებების და მის მიერ დამკვიდრებული და გუნდისთვის დატოვებული პრინციპების შედეგია ყველა ის ფუნდამენტური მიღწევა, რომელიც გასული 11 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ამ ღირებულებებითა და პრინციპებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და, მისი მმართველობით, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს შეუქცევად და თანმიმდევრულ წინსვლას დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

“მოდით, გავშალოთ ფრონტი და ვთქვათ – არა კლანს სასამართლოში, არა რუსულ რეჟიმს”- გიორგი ვაშაძე

მოდით, გავშალოთ ფრონტი, ვთქვათ – არა კლანს სასამართლოში, დავდგეთ ყველა ერთად, რათა უკან დავახევინოთ „ქართულ ოცნებას“, ისევე როგორც ეს მოხდა რუსულ კანონთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების პროტესტის გარეშე „ქართული ოცნება“ უკან არ იხევს.

„ქართული ოცნება“ გაშიშვლებულია. აღიარებითი ჩვენება სამგზის მისცეს, რომ ისინი არიან კლანი, მათი დავალებით მოქმედებდნენ სასამართლო სისტემაში, რომ სწორედ ისინი სჩადიან დანაშაულს და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოსამართლეებს გადაწყვეტილებებს აღებინებენ. მეორე, მთავარი პრობლემა, ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომ, გვაქვს დრო და მოდით, გავშალოთ ფრონტი. ვისაუბროთ ღიად ამ საკითხებზე და ვთქვათ – არა კლანს სასამართლოში, არა რუსულ რეჟიმს და დავდგეთ ყველა ერთად, რათა უკან დავახევინოთ „ქართულ ოცნებას“, ისევე როგორც ეს მოხდა რუსულ კანონთან დაკავშირებით. საზოგადოებას მივმართავ, რადგან ვფიქრობ, ყველამ უნდა გამოხატოს საკუთარი აზრი ამასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, აქციები საჭიროა. ეს არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია, რადგან ოპოზიციის ერთიანობამ გააშიშვლა „ქართული ოცნება“. ახლა მათ რომ უკან დაიხიონ, წნეხია შესაძლებელი. ჩვენ ხომ დავინახეთ რუსულ კანონთან მიმართებით, საზოგადოების პროტესტის გარეშე ისინი უკან არ იხევენ. დღეს პარლამენტი გაჭედილია, მაგრამ პროცედურულად, ჩვენ რას შეიძლება, ველოდოთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელ წამში, არ ვიცით. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის პროტესტი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ნატოს მოკავშირეები უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას განიხილავენ”

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინისთვის სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავების მიწოდებაზე მსჯელობენ.

„ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის ამ დროისთვის უკრაინისთვის სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავებით უზრუნველყოფისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პოლონეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა [თვითმფრინავები], გრძელდება მოლაპარაკება სხვა ქვეყნებთანაც“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით, GREDA-მ, თიბისის მხარდაჭერით, კონფერენცია გამართა

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, კონფერენცია – „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვა განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის“ ჩატარდა.

„თიბისის“ ინფორმაციით, კონფერენცია მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგიის დარგის კერძო კომპანიების ინფორმირებას საერთაშორისი ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ, დარგში დაფინანსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობასა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას.

კომპანიის ცნობით, ღონისძიებას, ენერგეტიკის დარგში დასაქმებული კერძო და საჯარო სექტორის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა, როგორებიცაა: საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).

„ჩვენი პარტნიორის – „თიბისის“ მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაში ენერგეტიკის დარგში მოღვაწე ყველა ძირითადი მოთამაშისა და წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების აქტიური ჩართულობა ამ დარგის მნიშვნელოვნად გააქტიურებაზე მეტყველებს. ეს, რა საკვირველია, ხელშეწყობის ახალი მექანიზმის ამოქმედების, პირველად წელს გამართული სიმძლავრის აუქციონისა და ბაზრის გახსნის მოლოდინის ეფექტია. ვთვლით, რომ ჩვენი ღონისძიება მეტად დროულია, რადგან ახლა ენერგეტიკის დარგში მოღვაწე კერძო ბიზნესისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია კაპიტალის ხელმისაწვდომობა. GREDA, რომელიც განახლებადი ენერგიის დარგში მოღვაწე 40-ზე მეტ კომპანიას წარმოადგენს, მომავალშიც გააგრძელებს ბიზნესის მსგავსი ინიციატივებით მხარდაჭერას“, – განაცხადა GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილმა.

„თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი თხელიძის განცხადებით კი, „თიბისის“ მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 10 წელში, ჯამში 37 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში ენერგო რესურსის პოტენციალის მხოლოდ 30%-ია ათვისებული და ქვეყანა აღნიშნული რესურსის იმპორტიორია მაშინ, როდესაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ ისეთ ღონისძიებას ვუჭერთ მხარს, რომელიც დარგში დაფინანსების ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს, კომპანიებს კი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს აცნობს. „თიბისის“ მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 10 წელში, ჯამში 37 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული – ჯამური დადგმული სიმძლავრით 514 მგვტ, საიდანაც 31 უკვე ოპერირებს, 6 კი მშენებლობის პროცესშია. აღნიშნულ სექტორში „თიბისის“ ჯამური პორტფელი – 800 მლნ ლარამდე, ბაზრის წილი კი 70%-ს შეადგენს და შედეგად, ბაზრის ლიდერები ვართ. აქვე მინდა აღვნიშნო ენერგიის ალტერნატიული წყაროების ათვისების სულ უფრო მზარდი და მნიშვნელოვანი ტენდენცია. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ვაფინანსებთ რამდენიმე პროექტს და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში დარგის განვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ“, – განაცხადა „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძემ.

ღონისძიება კომპანიებთან – Andritz Hydro და Voith Hydro ოფიციალური პარტნიორობით ჩატარდა.

“ევროკავშირის წევრი ქვეყანა თუ აიღებს პასუხისმგებლობას და ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახალ მედიკამენტს, საქართველო იქნება პირველი, ვინც შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს”

ვიძლევით უპირობო გარანტიას, თუ სექტემბრის მონაცემებით, რამდენიმე, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე მშობლების საჭიროებები მოისმინა და მათ პრეპარატ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოპოვებული ინფორმაცია გააცნო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება. შესაბამისად, ამ ეტაპზე მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული წამლით მკურნალობა არ ფინანსდება. მედიკამენტის აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოსა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზაცია ეხება ქვეყნებში შეტანის და გაყიდვის უფლებას და არ გულისხმობს ავტომატურად ბიუჯეტიდან მედიკამენტის დაფინანსებას.

აღნიშნა, რომ მედიკამენტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ ხდება და საკითხს დარგის სპეციალისტები, ექიმები და ექსპერტები ერთობლივი შეჯერების საფუძველზე განიხილავენ.

ზურაბ აზარაშვილმა პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დააფიქსირა უწყების მზადყოფნა, რომ ბავშვებს, რომლებსაც სხვა თანმდევი დაავადებები აქვთ, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სახელმწიფო დაუფინანსებს.

აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ადამიანის სიმაღლეში ზრდის შეფერხებით და ამ დაავადებით ადამიანებს აქვთ ჩვეულებრივი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივი ინტელექტი, მიუხედავად ზრდაში შეფერხებისა.