Home Blog Page 1673

მიხეილ სააკაშვილს პოლონეთი თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს გადასცემს

14 აპრილს მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – „პრომეთეს ჯილდო” თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ვარშავაში დაჯილდოებაზე მოწვეულია დელეგაციები უკრაინიდან, საქართველოდან და საფრანგეთიდან. ასევე, პოლონეთის ხელისუფლება იქნება წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე“, – აღნიშნულია სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

 

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/760400915455508

 

 

 

მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თეარტის ადმინისტრაცია ავრცელებს:

გარდაიცვალა, ჩვენი თეატრის , ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი, მეგობარი, ყველასათვის საყვარელი ბესო მეგრელიშვილი. ვუსამძიმრებთ თეატრის ყველა თანამშრომელს და ოჯახს.

ბესო მეგრელიშვილი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა : ახმეტელის, რუსთავის, რუსთაველის სარდაფის, თავისუფალი , მეტეხის, მარჯანიშვილის , სამეფო უბნის თეატრტებთან.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე არაერთი საინტერესო სახე შექმნა. ესენია: ლუკა – მამუკა სალუქვაძე “სიმარტოვე” რეჟ: დიმიტრი ხვთისიაშვილი

მწერალი – ნოდარ დუმბაძე “მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები” რეჟ: გიორგი თავაძე
ბარნი – ნილ საიმონი “მგზნებარე შეყვარებული” რეჟ: დიმიტრი ხვთისიაშვილი
აკელა – რედიარდ კიპლინგი “მაუგლი” რეჟ: ნიკოლოზ საბაშვილი
ზაალ ერისთავი – აკაკი წერეთელი “ბაში-აჩუკი” რეჟ: დიმიტრი ხვთისიაშვილი
მამა – ოთარ ბაღათურია “მეფე ლირი თავშესაფარში” რეჟ:ოთარ ბაღათურია
ლუკაია – ნოდარ დუმბაძე, გიგა ლორთქიფანიძე “მე ვხედავ მზეს” რეჟ: დიმიტრი ხვთისიაშვილი
ჰერცოგი – უილიამ შექსპირი “რომეო და ჯულიეტა” რეჟ:ლევან წულაძე
ვასილ კეჟერაძე – გურამ დოჩანაშვილი “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” რეჟ.ზურაბ კანდელაკი
ლეონჰარდტი – ამადეუს ჰოფმანი “პატარძლის ამორჩევა” რეჟ.მედეა კუჭუხიძე
მიუნჰაუზენი – გრიგორი გორინი “ბარონი მიუნჰაუზენი” რეჟ.ელენე მაცხონაშვილი
შაქრო – ნოდარ კეკელიძე “იღბლიანი მკითხავი“ რეჟ:ეკატერინე შარიქაძე
ნიკა – ალექსანდრე ჩხაიძე ‘”თავისუფალი თემა” რეჟ.შალვა გაწერელია
ბესო – ალექსანდრე ჩხაიძე “სკოლა 88” რეჟ.ანდრო ენუქიძე
გია – ირაკლი სამსონაძე “ბედნიერი ბილეთი” პრემია წლის საუკეთესო როლი რეჟ.შალვა გაწერელია
მგელი – დავით კვიჟინაძე „ფიცი მწამს“ რეჟ.მანანა კვირკველია
ნოე – თამაზ ჭილაძე „ნოეს კიდობანი“ რეჟ.თამაზ მესხი
ოლილე – არჩილ სულაკაური „ცისფერი ირემი“ რეჟ.თამაზ მესხი
ბილი – ო‘ჰენრი „ტრამალების რისხვა“ რეჟ.ირაკლი ჯაოშვილი, ინესა ბერძული
მეფე – ჩეხური ზღაპრების მიხედვით „ოქროსთმიანი პრინცესა“ რეჟ.ანატოლი ლობოვი
იოხიო – ძიუნძი კინოშიტა „წეროს ფრთები“ რეჟ.გიორგი ოსეფაშვილი
ლოთი – ანტუან დე სენტ–ეგზიუპერი „პატარა უფლისწული“ რეჟ.ქეთევან ხარშილაძე.
სახელმწიფო პრემიის ლაუერატი.
თეატრის გარდა , აქტიურად თამაშობდა კინოშიც. მის მიერ განსახიერებული კინო როლებია: ფილმები
ნუგზარი – მხ. ფილმი „მეტიჩარა“ რეჟისორები:ნელი ნენოვა, გენო წულაია
მოქეიფე – მხ. ფილმი „უძინართა მზე“ რეჟისორი.თემურ ბაბლუანი
წითელარმიელი – მხ. ფილმი „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ რეჟ:ნანა ჯორჯაძე
ჭუტალა – „ყავა და ლუდი“ რეჟისორი:ზაზა ბუაძე
ბიზნესმენი – სერიალი „ჩვენი ოფისი“ რეჟისორი:გიორგი ლიფონავა
ვიტალი – სერიალი „ჩიფსების თაობა“ რეჟისორი: გიორგი ლიფონავა
არჩილი – სერიალი „კლინიკა“ რეჟისორი:გიორგი ლიფონავა
მეგარმონე – მხ. ფილმი „თბილისი-თბილისი“ რეჟისორი: ლევან ზაქარეიშვილი
ავთო – სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ რეჟისორი:გიორგი ლიფონავა

“საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვამ აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობებში კრიზისი გამოიწვია”

საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვამ აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობებში კრიზისი გამოიწვია, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.

მედიასაშუალების ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსნები ცდილობენ, დაამშვიდონ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და კიევში იმედგაცრუებული და დაბნეული მოკავშირეები უკრაინაში ომისა და სხვა გლობალური საკითხების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ.

როგორც „პოლიტიკო“ ოთხ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ცნობილი გახდა საიდუმლო მასალების გაჟონვის შესახებ, ამერიკული დაზვერვის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ თავიანთ უცხოელ კოლეგებს, რათა დოკუმენტების გასაჯაროების გამო მათი შეშფოთება გაექარწყლებინათ.

როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სადაზვერვო კავშირის წევრებმა მიმართეს ვაშინგტონს ბრიფინგების მოთხოვნით, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიუღიათ.

ამავე დროს, ლონდონში, ბრიუსელში, ბერლინში, დუბაისა და კიევში ოფიციალური პირები ვაშინგტონს სთხოვენ ახსნას, თუ როგორ აღმოჩნდა საიდუმლო ინფორმაცია ინტერნეტში, ვინ აგებს პასუხს დოკუმენტების გაჟონვაზე და რას აკეთებს აშშ სოციალური ქსელებიდან ინფორმაციის წასაშლელად. გარდა ამისა, ისინი სვამენ კითხვას, მიმართავს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია ზომებს, რომ მომავალში სადაზვერვო მონაცემების გაჟონვა არ მოხდეს.

ამერიკული მხარის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოძიებას აწარმოებს და ცდილობს, დაადგინოს გაჟონვის მასშტაბი.

„პოლიტიკოს“ ცნობით, უკრაინა უკვე დიდი ხანია, შეშფოთებულია იმის გამო, რომ ინფორმაცია, რომელსაც ის აშშ-ს უზიარებს, საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდება.

„ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ უკრაინელები ამაში აბსოლუტურად მართალი იყვნენ“, – აღნიშნავს „პოლიტოკოსთან“ საუბარში ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსანი.

გამოცემის ცნობით, ჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ გამოასწორებს ვაშინგტონი იმას, რასაც მთელ მსოფლიოში ოფიციალური პირები ამერიკული დაზვერვის ერთ-ერთ უდიდეს საჯარო დარღვევად მიიჩნევენ „ვიკილიქსის“ მიერ დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ.

ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 412 -ე დღე

უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 179 320-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 500 – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 644 ტანკს, 7 038 ჯავშანტექნიკას, 2 765 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 620 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 298 უპილოტო საფრენ აპარატს, 316 ერთეულ სპეცტექნიკას და 911 ფრთოსან რაკეტას.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 50-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე. ჩვენმა დამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აღნიშნული მიმართულებებით, მტრის 52 შეტევა მოიგერიეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 39 საჰაერო და 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის ოთხი S-300 ტიპის ზაპლური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან მშვიდობიან ქალაქ კრამატორსკზე. ამასთან, რუსებმა უკრაინის ჯარების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 47-ჯერ გახსნეს.

გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას და ცდილობს ქალაქ ბახმუტზე კონტროლის მოპოვებას, ბრძოლა გრძელდება. სასტიკი ბრძოლებო გრძელდება ქალაქებისთვის, ავდიივკასა და მარინკასთვისაც.

გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსული ძალების ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ გასული დღის განმავლობაში ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს 8 დარტყმა მიაყენა. ამასთან, უკრაინელებმა რუსების კუთვნილი „მი-24“ ტიპის ვერტმფრენი, ასევე 9 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

„თავის მხრივ, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიას და მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი იმ უცხოელ მფრინავებს, რომლებსაც F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მართვა შეუძლიათ, უკრაინის დასაცავად იწვევს.

კერძოდ, თავდაცვის მინისტრი უცხოელ სპეციალისტებს, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ უცხოური ტექნიკის გამოყენება, აქვთ შესაბამისი ნებართვები და დოკუმენტებზე წვდომა, უკრაინაში სამუშაოდ ჩასვლას სთავაზობს.

„ეს ასევე ეხება პილოტებს. თუ არსებობენ მფრინავები, რომლებმაც F-16-ის მართვა იციან და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ (ომში), უცხოური ლეგიონი მზადაა, კარის გააღოს“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლა მოხდა, რის შედეგადაც 100 უკრაინელი დაბრუნდა სახლში. 80 მათგანი კაცია, ხოლო 20 ქალი.

ერმაკის თქმით, მათ შორის იყვნენ სამხედროები, მეზღვაურები, მესაზღვრეები და ეროვნული გვარდიის სამხედროები.

გარდა ამისა, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, გათავისუფლებულთა შორის არიან “მარიუპოლის, აზოვსტალისა და ჰოსტომელის დამცველები”.

უკრაინული მხარის ცნობითვე, გათავისუფლებული პატიმრების თითქმის ნახევარს სერიოზული დაზიანებები, დაავადებები ან წამების კვალი აქვთ. ამასთან, გათავისუფლებული დამცველებიდან ყველაზე ახალგაზრდა 19 წლისაა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, დღეს კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 106 რუსი სამხედროს ტყვე დააბრუნეს.

შოიგუს უწყების ცნობით, ისინი მოსკოვში გადაფრინდებიან და სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ.

უკრაინა აგრძელებს მუშაობას რუსეთის ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დასაბრუნებლად, – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„კარგი ამბავი ტყვეების გაცვლაზე მომუშავე ჩვენი გუნდისგან. შევძელით უკრაინის დამცველი კიდევ 100 ქალისა და მამაკაცის სახლში დაბრუნება. 80 მამაკაცისა და 20 ქალის. ისინი არიან სამხედრო მოსამსახურეები, მესაზღვრეები, სამხედრო-საზღვაო ძალების მეომრები, ეროვნული გვარდიის წევრები. მათ შორის არიან „აზოვსტალის“ დამცველები. ეს არის ასი ოჯახი, რომლებმაც აღდგომის წინ ნამდვილი სიხარული მიიღეს. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ყველა ჩვენიანი დავაბრუნოთ რუსული ტყვეობიდან. გვახსოვს თითოეული და დავაბრუნებთ!“ – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართულია უკრაინელების ტყვეობიდან დაბრუნების სამუშაოში. ასევე, მადლობა გადაუხადა მათ, ვინც ზრუნავს ტყვეობიდან გათავისუფლებულთა მკურნალობასა და ადაპტაციაზე.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას გამარჯვების მოახლოებაში.

„ყველაფერი, რაც აძლიერებს უკრაინის რუსული ტერორისგან დაცვას, ყველაფერი, რაც ჩვენს მეომრებს მეტ შესაძლებლობას აძლევს აქტიური მოძრაობისთვის, ყველაფერი ეს იცავს თითოეულ ადამიანს პარტნიორ ქვეყანაშიც, ევროპაში, თითოეულს მსოფლიოში. ტერმინი „მარცხი“ უნდა გახდეს ტერმინ „აგრესორის“ თანამგზავრი. ამას უზრუნველყოფს მხოლოდ უკრაინის გამარჯვება… უკრაინისთვის ბრძოლის მოგება ნიშნავს საკუთარი თავისთვის ბრძოლის მოგებას. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის. განსაკუთრებით მათ, ვინც ცდილობს მხოლოდ საკუთარი თავისთვის მოგებას და სულაც არა მოწინავე ხაზზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

“როდესაც პარტნიორი ქვეყანა სანქციების ენით გესაუბრება, თანაც – მტკიცებულებების გარეშე, მიუღებელია”- გურამ მაჭარაშვილი

მოსამართლეებს მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულები უწოდეს და სანქციები დაუწესეს, ეს პირდაპირი მინიშნება იყო, რომ თუ კონტროლის უფლებას არ გადმოგვცემთ ქართულ მართლმსაჯულებაზე, ასეთი ტიპის სანქციებს დავაწესებთო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრისას განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ან უნდა დაამტკიცოს, რომ მოსამართლეები კორუმპირებულები არიან, ან გამოვა, რომ მათ სასამართლოზე კონტროლის მოპოვებით ხელისუფლების კონტროლი სურთ, რაც მიუღებელია.

„ის, რომ აშშ-ის ელჩი იუსტიციის საბჭოს იგნორირებით დადიოდა მოსამართლეებთან და ოფისი ჰქონდა სასამართლოში, არის წარმოუდგენელი და ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ეს ყველაფერი დაგვირგვინდა იმით, რომ მოსამართლეებს მტკიცებულებების გარეშე, ვითომ რაღაც ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციების გამო, კორუმპირებულები უწოდეს და ასე დაუწესეს სანქციები. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირი მინიშნება იყო იმისკენ, რომ თუ კონტროლის უფლებას არ გადმოგვცემთ ქართულ მართლმსაჯულებაზე, ასეთი ტიპის სანქციებს დავაწესებთო. თუმცა, შესაბამისი რეაქცია მიიღეს ხელისუფლებისგან, რის შემდეგაც თავის მართლების მსგავსი კომენტარები მოვისმინეთ მათგან, რომ ეს არ არის ფინანსური სანქცია, მხოლოდ სავიზოაო.

ამას არსებითი მნიშვნელობა შეიძლება, შინაარსის მხრივ ჰქონდეს, მაგრამ ფორმალურად არ აქვს, რადგან, როდესაც პარტნიორი ქვეყანა სანქციების ენით გესაუბრება, თანაც, რაც ყველაზე მთავარია, მტკიცებულებების გარეშე, ეს მიუღებელია. თან, ამას არც უარყოფს, რადგან არ გეუბნება ამ მტკიცებულებების შესახებ. შესაბამისად, ასეთი მტკიცებულებები არც აქვს. როგორ წარმოგიდგენიათ „ენჯეოების“ გაჩუმება, „საჯარო ინფორმაციაში“ კორუფციის ფაქტი რომ არსებობდეს?

ამ თემას, რა თქმა უნდა, არ მოვეშვებით და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ბოლომდე მოუწევს პასუხის გაცემა – ან მტკიცებულებებით, ან ამ თემის უკან გაწვევით. სხვა შემთხვევაში, გამოვა ის, რაც პირდაპირაც გვითხრეს, რომ ქართული მართლმსაჯულების კონტროლის სურვილი აქვთ. ეს კი პირდაპირი გაგებით იმას ნიშნავს, რომ ხალხის ნების გვერდის ავლით ხელისუფლებაზე კონტროლის დამყარება სურთ, რაც მიუღებელია და ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

11 აპრილის ამინდის პროგნოზი

11 აპრილს ქუთაისში +25 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმს. დღისით +15 გრადუსია, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმს, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +18 ღამის ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +8 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. თოვლია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +7, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +18 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

“ვწუხვარ გამოგონილი ისტერიკის გამო” – ხაბეიშვილი ოპოზიციის განცხადებას პასუხობს

ჩვენი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, პოლონეთის მიერ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი ჯერ კიდევ ათი დღის წინ, ჩვენი ვარშავაში ვიზიტი უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გადასაცემ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს. მიხეილ სააკაშვილის გარდა, ამ ჯილდოს მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ამის პარალელურად, ცხადია, გვაქვს შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და პერსპექტივას. ვწუხვარ გამოგონილი ისტერიკის გამო, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. არაანაზღაურებადი, ოფიციალური მივლინებით ვიმყოფებით პოლონეთში და, შესაბამისად, უმარტივესად შეეძლოთ ენახათ იმ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ საკითხზე მუშაობდნენ. ნორვეგიაში მიღებული ჯილდო უმწვავესად და მტკივნეულად მიიღო რუსულმა ოცნებამ და იქიდან რამდენიმე დღეში, მაქვს პატივი, პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის ცერემონიას დავესწრო“, – წერს ხაბეიშვილი Facebook-ზე.

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, რიგგარეშე სხდომა, რომელიც მათ მოითხოვეს, 11 აპრილს არ მოიწვიოს. დეპუტატ თამარ კორძაიას განმარტებით, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ დაუგეგმავად დატოვეს საქართველო. მისი თქმით, ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.

აშშ-ში პანდემიის გამო გამოცხადებული სამწლიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაუქმდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააუქმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის გამო სამი წლის წინ გამოცხადდა, – შესაბამის ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„10 აპრილს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც წყვეტს „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული ეროვნული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის მოქმედებას“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

კორონავირუსის გავრცელების გამო, აშშ-ის მთელი მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების განკარგულება მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2020 წლის მარტში გასცა.

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოვლენებით დატვირთული, დაძაბული დღე გელით. მცირე პრობლემების მოგვარება დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. გაუთვალისწინებელი შემთხვევა გეგმების შეცვლას გაიძულებთ, ამიტომ ამ დღისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ.

კურო

ბოლო დღეები ძალიან რთული და დატვირთული იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად საკმარისი ძალა და მოტივაცია შეგრჩათ. სიმშვიდე და განმარტოება დასვენებასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. ნუ დაივიწყებთ ადამიანს, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ.

ტყუპები

რთული და ნაყოფიერი დღისთვის უნდა მოემზადოთ. ამ დღეს ბევრი მუშაობა, მნიშვნელოვანი შეხვედრა და გადაუდებელი საქმე გელით, რომელსაც წარმატებით გაუმკლავდებით. ეცადეთ დრო უქმად არ დაკარგოთ და მთელი ყურადღება გეგმების შესრულებაზე გადაიტანეთ. სხვა ადამიანები რჩევებს და კომენტარებს ყურადღება არ მიაქციოთ – ამ დღეს მხოლოდ საკუთარი ინტუიცია დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ამ დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. სიტუაციის შეფასებას და მასთან გამკლავებას ადვილად ახერხებთ. ხელსაყრელი გარემოებების კომბინაცია სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ მარტოხელა ხართ, ეს დღე ცხოვრების სიყვარულს გაპოვნინებთ, მთავარია, გაცნობის შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ლომი

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. გირჩევთ, ვარსკვლავების კეთილგანწყობა მნიშვნელოვან საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენოთ. ნუ მიიღებთ საქმიან შეთავაზებას, როგორი ხელსაყრელი და საინტერესოც არ უნდა – ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს და შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ.

ქალწული

დღის პირველი ნახევარი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო სამუშაოსთვის ხელსაყრელი დროა, ამიტომ რთული შეხვედრები ამ დროისთვის უნდა დაგეგმოთ. გირჩევთ, მეგობრებთან და ნათესავებთან შეხვედრა საღამოს გადაიტანოთ, რათა ამ ურთიერთობამ სამუშაო განწყობაზე გავლენა არ მოახდინოს. გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგი გაითვალისწინოთ.

სასწორი

კარგი განწყობა ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. თუ პრობლემასთან გამკლავება გიჭირთ, ეცადეთ მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. ეს საკუთარი შეცდომების აღმოჩენასა და საუკეთესო გადაწყვეტილების პოვნაში დაგეხმარებათ. ეცადეთ საღამოს ოჯახის წევრები სასიამოვნო სიურპრიზით გაახაროთ.

მორიელი

დაძაბული დღეა. თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ უსიამოვნო საკითხების მოგვარება და რთულ დისკუსიაში ჩართვა მოგიწევთ. ეცადეთ, მეტი სიმშვიდე და მოთმინება გამოიჩინოთ და მცირე გაუგებრობის გამო საყვარელ ადამიანებს გული არ ატკინოთ. ნუ დათანხმდებით სარისკო გარიგებს ან შეთავაზებას – შეიძლება მეტი დაკარგოთ, ვიდრე მოიპოვოთ.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, ამ დღეს საინტერესო და მოგებიან შეთავაზებას მიიღებთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, ეცადეთ მოსალოდნელი რისკები შეაფასოთ და რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვოთ. პირველ რიგში, იმ საქმით უნდა დაკავდეთ, რომელიც ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ. საღამოს ეცადეთ, მეტი დაისვენოთ და საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ.

თხის რქა

ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელშიც ვერ ერკვევით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ახლობელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდება და იმედი არ უნდა გაუცრუოთ. საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება სიმშვიდეს დაგიბრუნებთ და განწყობის გაგიუმჯობესებთ.

მერწყული

პლანეტების განლაგება დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეების დასრულებას და შეცდომების გამოსწორებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, საკუთარი წარმატებებით ნაკლები იტრაბახოთ, განსაკუთრებით თუ გარშემო შურიანი და არაკეთილსინდისიერი ადამიანები გყავთ. ეცადეთ, უსამართლო კრიტიკა ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

თევზები

ამ დღეს თქვენს სიმშვიდეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ ეცადეთ, ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ და განმარტოვდეთ. ნუ დახარჯავთ ფულს უსარგებლო ნივთებზე, რადგან მალე დიდი თანხა დაგჭირდებათ. მოემზადეთ ცხოვრების მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რაც თქვენს მომავალზე დიდ გავლენას მოახდენს.

 

„უკიდურესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა“ – სალომე სამადაშვილი ხაბეიშვილის და წითლიძის მიერ ქვეყნის დატოვებაზე

როდესაც ვიღაცამ იცოდა, რომ ხვალ კენჭისყრა უნდა გამართულიყო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, წასულიყო ქალაქიდან, ეს არის უკიდურესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, – ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანი, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტისადმი ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართვას, რომ 11 აპრილს რიგგარეშე სესია აღარ მოიწვიოს, რადგან პარლამენტის ორმა დეპუტატმა – ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ „მოულოდნელად დატოვეს საქართველო“.

„როდესაც ვიღაცამ იცოდა, რომ ხვალ კენჭისყრა უნდა გამართულიყო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, რომ წასულიყო ქალაქიდან, ეს არის უკიდურესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა.

თუ მიგაჩნია, რომ პარლამენტში უნდა იყო და მანდატი უნდა გქონდეს, უფრო მნიშვნელოვანი რა საკითხი შეიძლება არსებობდეს მანდატის გამოსაყენებლად.

დღეებია ვაწარმოებთ კამპანიას და ვაფრთხილებთ მთელ ოპოზიციას, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პროცესში თითო ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარ ხმასთან და მანდატთან არის ის, რაც საზოგადოებას უჩენს განცდას, რომ არ შეიძლება ენდო ოპოზიციურ პოლიტიკოსებს და მსგავსი საქციელი აზიანებს მთლიანად ოპოზიციას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, რიგგარეშე სხდომა, რომელიც მათ მოითხოვეს, 11 აპრილს არ მოიწვიოს.

დეპუტატ თამარ კორძაიას განმარტებით, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ დაუგეგმავად დატოვეს საქართველო. მისი თქმით, ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები მორიგი გაცვალეს, რის შედეგადაც სახლში 100 უკრაინელი და 106 რუსი სამხედრო დაბრუნდა.

“ვაბრუნებთ სახლში ჩვენს ხალხს – სამხედროებს, მეზღვაურებს, მესაზღვრეებს, ეროვნულ გვარდიელებს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა თავის ტელეგრამის არხში.

მისივე თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებულ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის არიან ისინიც, ვინც „აზოვსტალს“, მარიუპოლს, ჰოსტომელს, ბახმუტს, ზაპორჟიესა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ.

რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნებული 100 უკრაინელი სამხედროდან 20 ქალია.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ტყვეობიდან 106 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება.

რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების წინა გაცვლა მარტის დასაწყისში შედგა, მაშინ უკრაინამ 130 სამხედრო დაიბრუნა, ხოლო 90 რუსი ჯარისკაცი სახლში დაბრუნდა.

მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით ოდესმე შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია!!!!- პრეზიდენტი

სად, როდის და რა სიტყვებით ​შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია, ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„არცერთ ჭორსა და ცილისწამებას, როგორც წესი, არ ვპასუხობ, რასაც ალბათ ამ ოთხი წლის განმავლობაში თქვენც შეამჩნევდით… მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს! და მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით ​შემიდარებია ოდესმე როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია!!!! ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო?

ვინც ამას ავრცელებს, ის შეურაცხყოფს სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და… საკუთარ თავს.

საერთოდ ტვინში, სულში და გულში რა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი რამ მოიფიქროს და ჭორად ჩამოაყალიბოს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.