ხუთშაბათი, ივნისი 1, 2023
spot_img
Homeსიახლეებიმსოფლიოუკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

spot_img

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები მორიგი გაცვალეს, რის შედეგადაც სახლში 100 უკრაინელი და 106 რუსი სამხედრო დაბრუნდა.

“ვაბრუნებთ სახლში ჩვენს ხალხს – სამხედროებს, მეზღვაურებს, მესაზღვრეებს, ეროვნულ გვარდიელებს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა თავის ტელეგრამის არხში.

მისივე თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებულ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის არიან ისინიც, ვინც „აზოვსტალს“, მარიუპოლს, ჰოსტომელს, ბახმუტს, ზაპორჟიესა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ.

რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნებული 100 უკრაინელი სამხედროდან 20 ქალია.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ტყვეობიდან 106 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება.

რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების წინა გაცვლა მარტის დასაწყისში შედგა, მაშინ უკრაინამ 130 სამხედრო დაიბრუნა, ხოლო 90 რუსი ჯარისკაცი სახლში დაბრუნდა.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები