“ვწუხვარ გამოგონილი ისტერიკის გამო” – ხაბეიშვილი ოპოზიციის განცხადებას პასუხობს

74
spot_img

ჩვენი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, პოლონეთის მიერ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი ჯერ კიდევ ათი დღის წინ, ჩვენი ვარშავაში ვიზიტი უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გადასაცემ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს. მიხეილ სააკაშვილის გარდა, ამ ჯილდოს მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ამის პარალელურად, ცხადია, გვაქვს შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და პერსპექტივას. ვწუხვარ გამოგონილი ისტერიკის გამო, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. არაანაზღაურებადი, ოფიციალური მივლინებით ვიმყოფებით პოლონეთში და, შესაბამისად, უმარტივესად შეეძლოთ ენახათ იმ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ საკითხზე მუშაობდნენ. ნორვეგიაში მიღებული ჯილდო უმწვავესად და მტკივნეულად მიიღო რუსულმა ოცნებამ და იქიდან რამდენიმე დღეში, მაქვს პატივი, პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის ცერემონიას დავესწრო“, – წერს ხაბეიშვილი Facebook-ზე.

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, რიგგარეშე სხდომა, რომელიც მათ მოითხოვეს, 11 აპრილს არ მოიწვიოს. დეპუტატ თამარ კორძაიას განმარტებით, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ დაუგეგმავად დატოვეს საქართველო. მისი თქმით, ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.