კვირა, ივნისი 4, 2023
spot_img
HomeT0P სიახლეებიაშშ-ში პანდემიის გამო გამოცხადებული სამწლიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაუქმდა

აშშ-ში პანდემიის გამო გამოცხადებული სამწლიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაუქმდა

spot_img

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააუქმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის გამო სამი წლის წინ გამოცხადდა, – შესაბამის ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„10 აპრილს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც წყვეტს „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული ეროვნული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის მოქმედებას“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

კორონავირუსის გავრცელების გამო, აშშ-ის მთელი მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების განკარგულება მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2020 წლის მარტში გასცა.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები