Home Blog Page 1668

„უკიდურესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა“ – სალომე სამადაშვილი ხაბეიშვილის და წითლიძის მიერ ქვეყნის დატოვებაზე

როდესაც ვიღაცამ იცოდა, რომ ხვალ კენჭისყრა უნდა გამართულიყო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, წასულიყო ქალაქიდან, ეს არის უკიდურესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, – ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანი, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტისადმი ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართვას, რომ 11 აპრილს რიგგარეშე სესია აღარ მოიწვიოს, რადგან პარლამენტის ორმა დეპუტატმა – ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ „მოულოდნელად დატოვეს საქართველო“.

„როდესაც ვიღაცამ იცოდა, რომ ხვალ კენჭისყრა უნდა გამართულიყო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, რომ წასულიყო ქალაქიდან, ეს არის უკიდურესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა.

თუ მიგაჩნია, რომ პარლამენტში უნდა იყო და მანდატი უნდა გქონდეს, უფრო მნიშვნელოვანი რა საკითხი შეიძლება არსებობდეს მანდატის გამოსაყენებლად.

დღეებია ვაწარმოებთ კამპანიას და ვაფრთხილებთ მთელ ოპოზიციას, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პროცესში თითო ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარ ხმასთან და მანდატთან არის ის, რაც საზოგადოებას უჩენს განცდას, რომ არ შეიძლება ენდო ოპოზიციურ პოლიტიკოსებს და მსგავსი საქციელი აზიანებს მთლიანად ოპოზიციას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, რიგგარეშე სხდომა, რომელიც მათ მოითხოვეს, 11 აპრილს არ მოიწვიოს.

დეპუტატ თამარ კორძაიას განმარტებით, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ დაუგეგმავად დატოვეს საქართველო. მისი თქმით, ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები მორიგი გაცვალეს, რის შედეგადაც სახლში 100 უკრაინელი და 106 რუსი სამხედრო დაბრუნდა.

“ვაბრუნებთ სახლში ჩვენს ხალხს – სამხედროებს, მეზღვაურებს, მესაზღვრეებს, ეროვნულ გვარდიელებს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა თავის ტელეგრამის არხში.

მისივე თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებულ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის არიან ისინიც, ვინც „აზოვსტალს“, მარიუპოლს, ჰოსტომელს, ბახმუტს, ზაპორჟიესა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ.

რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნებული 100 უკრაინელი სამხედროდან 20 ქალია.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ტყვეობიდან 106 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება.

რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების წინა გაცვლა მარტის დასაწყისში შედგა, მაშინ უკრაინამ 130 სამხედრო დაიბრუნა, ხოლო 90 რუსი ჯარისკაცი სახლში დაბრუნდა.

მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით ოდესმე შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია!!!!- პრეზიდენტი

სად, როდის და რა სიტყვებით ​შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია, ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„არცერთ ჭორსა და ცილისწამებას, როგორც წესი, არ ვპასუხობ, რასაც ალბათ ამ ოთხი წლის განმავლობაში თქვენც შეამჩნევდით… მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს! და მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით ​შემიდარებია ოდესმე როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია!!!! ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო?

ვინც ამას ავრცელებს, ის შეურაცხყოფს სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და… საკუთარ თავს.

საერთოდ ტვინში, სულში და გულში რა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი რამ მოიფიქროს და ჭორად ჩამოაყალიბოს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს მიმართეს, 11 აპრილს რიგგარეშე სხდომა აღარ დანიშნოს

დღეს მეორედ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მიერ გაგზავნილი მიმართვის შემდეგ, რომელიც ეხებოდა, ხვალ, 11 აპრილს რიგგარეშე სესიის მოწვევას, მოულოდნელად ორმა დეპუტატმა დაუგეგმავად დატოვა საქართველო. ამიტომ ხვალ ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, სხდომა მაშინ უნდა გაიმართოს, როდესაც ოპოზიცია სრულად იქნება პარლამენტში.

როგორც კორძაიამ დააზუსტა, საუბარია ლევან ხაბეიშვილსა და ანა წითლიძეზე.

„იმისთვის, რომ აღმოვფხვრათ ზედმეტი ინტერპრეტაციები, ამ თხოვნის მიზანი პრეზიდენტისადმი არის ის, რომ საქართველოს პარლამენტში მყოფი ოპოზიცია შეთანხმებულია საგამოძიებო კომისიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ამიტომ, გვსურს, რომ კენჭისყრა ჩატარდეს სწორედ მაშინ, როცა ოპოზიცია სრულად იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. ბოდიშს ვუხდით პრეზიდენტს, რომ ეს დაუგეგმავი ვითარება შეიქმნა. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ხვალინდელი სხდომა არ მოიწვიოს“, – განაცხადა კორძაიამ.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ მათთვის მთავარია, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებული საკითხი არ ჩავარდეს და მომავალ კვირას გაიტანონ კენჭისყრაზე.

სამნიძის განცხადებით, წინასწარ შეთანხმებული იყო მთელი ოპოზიცია, რომ იქნებოდნენ მობილიზებული და იმედი აქვს, ასეთი ტიპის პრობლემები არ შეიქმნება მომავალ კვირას.

„ოპოზიციაში საკმარისი ხმები არის, ოპოზიცია შეთანხმებულია, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ოპოზიციაში გააზრებულია, რომ ამ საკითხის ბოლომდე მიყვანა, კომისიის შექმნა არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა თითოეული ოპოზიციონერი დეპუტატის, ვინც იქნება დარბაზში ამ საკითხის კენჭისყრის დროს. ჩვენ შეგვეძლო, კენჭისყრაზე გაგვეტანა ეს საკითხი. ამიტომ მივმართეთ დილით პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, მაგრამ, ბოდიშს ვიხდით ამისთვის, ახლა, საღამოს გვიწევს მიმართვა, რომ არ ჩაინიშნოს რიგგარეშე სხდომა. აქვე, ხაზი უნდა გავუსვა, რომ ეს საკითხი დარეგისტრირებულია, საკითხს სჭირდება მხოლოდ კენჭისყრა და ჩვენ შეგვიძლია, კენჭი ვუყაროთ კომისიის შექმნას მომავალ კვირას მორიგ სხდომაზე. ანუ, საკითხი დღესაც დგას დღის წესრიგში და ჩვენი ამ ბრიფინგის მიზანია, ეს საკითხი გადაწყდეს და მორიგ სხდომაზე გავიტანოთ კენჭისყრაზე. თუ ამას არ გავაკეთებდით, შეიძლება, საკითხი ჩავარდნილიყო და ამ საკითხის მნიშვნელობას იაზრებს თითოეული ოპოზიციონერი. ამიტომ მობილიზება იქნება მომავალ კვირას, მორიგ სხდომაზე, სადაც აუცილებლად იქნება დღის წესრიგში კომისიის შექმნის საკითხი. ჩვენ წინასწარ არ ვიცოდით, 52 ოპოზიციონერი დეპუტატი და მანდატი არსებობს პარლამენტში, ვიცოდით, რომ საკმარისი ხმები გვქონდა, სწორედ ამიტომ მივმართეთ პრეზიდენტს, მაგრამ არ ვიცოდით, რომ მოგვიანებით, როცა უკვე გაიგზავნა თხოვნა პრეზიდენტთან, ქალბატონმა წითლიძემ და ბატონმა ხაბეიშვილმა დატოვეს ქვეყანა, როგორც ვიცი, დაუგეგმავად. იმედი მაქვს, ასეთი ტიპის პრობლემები არ შეიქმნება მომავალ კვირას, სხვა ინფორმაცია არ მაქვს. წინასწარ შეთანხმებულ იყო მთელი ოპოზიცია, რომ ვიქნებოდით მობილიზებულად ყველანი აქ, დავთვალეთ ხმები, შევუთანხმდით ერთმანეთს, 50 ხმა იყო საკმარისი, რათა შექმნილიყო და კენჭი გვეყარა ხვალ, მაგრამ რადგან ასეთი ვითარება აღარ არის ამ საღამოსთვის, ვთხოვეთ პრეზიდენტს, არ ჩაინიშნოს რიგგარეშე სხდომა და ამ საკითხს გავიტანთ მომავალ კვირას, მორიგ სხდომაზე“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ოპოზიციამ პრეზიდენტს  11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით დღეს, დღის პირველ ნახევარში მიმართა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო პოლონეთიდან, რომელზეც მასთან ერთად არიან ანა წითლიძე, გიული ალასანია, გიორგი ჩალაძე და ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან ანა ფოტიგა.

“რატომღაც, მამუკა ახვლედიანთან დაკავშირებით დუმან”- დიმიტრი გვრიტიშვილი ” აშშ-ის საელჩოზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ფარულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, რომელიც ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბარს ასახავს.

“როგორც ვხედავ, მამუკა ახვლედიანთან მიმართებით ასეთი მიდგომაა – ცუდი კაცია, მაგრამ ჩვენი კაცია. მიუხედავად იმისა, რომ პასუხგაუცემელი, სერიოზული მტკიცებულებები დევს ამ კაცის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისი თანამდებობის პირები, ამ შემთხვევაში ბლინკენზეა საუბარი და აშშ-ის საელჩოზე, რომელთაც ჩემი მოქმედი კოლეგები და ასევე ვალერი ცერცვაძე დაასანქცირეს, რატომღაც, მამუკა ახვლედიანთან დაკავშირებით დუმან. ალბათ, მათი ტელევიზორი არ უჩვენებს მამუკა ახვლედიანის ამბავს, თუ რა ხდება, ვერ ვხვდები. ანუ, პრინციპში, არის ასეთი მიდგომა, ჩვენი კაცია, თუნდაც ცუდი იყოს, უნდა დავიფაროთ“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

“კელი დეგნანთან მქონდა დახურული შეხვედრა”- ნინო ქადაგიძე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის განცხადებით, მასსა და აშშ-ს ელჩ, კელი დეგნანს შორის შეხვედრა გაიმართა.

ნინო ქადაგიძის თქმით, მოსამართლეები მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვენ.

“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ არავის არავისგან არ ვიცავთ, მათ შორის, არც აშშ-სგან. ჩვენ ვითხოვთ მტკიცებულებებს. თქვენ იცით, რომ მე ძალიან ხშირად არ ვსაუბრობ იმ კულუარულ ვითარებებზე, რაც ხდება სასამართლოს შიგნით. აქედან გამომდინარე, მე ცალსახად განგიმარტავთ, რომ ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება ბრალად დასდო მოსამართლეს, ეს არის კორუფციული დანაშაულის ჩადენა და ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება იყოს სასამართლოს დისკრედიტაციის თვალსაზრისით, ეს არის ის, რომ სასამართლო არის კორუმპირებული. აქედან გამომდინარე, ხაზგასმით აღვნიშნავ, მე პირადად, მქონდა შეხვედრები და მქონდა თხოვნა, წარმოდგენილიყო არათუ პირდაპირი მტკიცებულებები, არამედ მინიშნება, რას ედავებიან და რაში სდებენ ბრალს ჩვენ სამ მოსამართლეს. პასუხი ამაზე არის ასეთი – ეს არის ღია, საჯარო ინფორმაციები. თუ თქვენ მიმითითებთ, რომელია ეს ღია, საჯარო ინფორმაციები, მაშინ მე დაგეთანხმებით, რომ ჩვენ ვინმესგან თავის გვაქვს დასაცავი. ჩვენ არავისგან თავი დასაცავი არ გვაქვს. არცერთ ეტაპზე და არცერთ მოცემულობაში”, – განაცხადა ქადაგიძემ.

ნინო ქადაგიძემ  ასევე, უპასუხა კითხვას, რომ დღეს მოსამართლეებს პრემიერ-მინისტრი შეხვდა და მაშინ, რა საჭირო იყო ეს ფორმატი, თუკი სასამართლოს არაფერი აქვს დასაცავი.

“ჩვენ შეგვწევს იმის ძალები, რომ ჩვენ თვითონ დავიცვათ ჩვენი თავი, მაგრამ სახელმწიფო მოწყობის თვალსაზრისით თქვენ იცით, თანამდებობრივად, რა უწყებები და ორგანოები ემორჩილება პრემიერს. აქედან გამომდინარე, ყველა ის ინფორმაცია, რომელიც არის სასამართლოსთვის შიდაკულუარულად ცნობილი, მნიშვნელოვანია, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია ჰქონდეს პრემიერს და დანარჩენის, შესაბამისად გადაწყვეტილება სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვისა, ეს უკვე არის პრემიერის პრეროგატივა”, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შესაძლო შექმნას, ნინო ქადაგიძის თქმით, მოსამართლეებს არავის დახმარება არ სჭირდებათ, მათ შორის არც კომისიის.

“ზოგადად მე არ ვიცი, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ კომისიის შექმნის ფორმატი, კონსტიტუციის მოწყობიდან გამომდინარე, ჩემთვის ცოტა, როგორც იურისტისთვის ძნელია, ამაზე განმარტების გაკეთება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვჭირდება არავის დახმარება, მათ შორის არც კომისიის. წარმოდგენილი იქნას ფაქტები, წარმოდგენილი იქნეს მტკიცებულებები და სასამართლოს აქვს თავისი რესურსი, იუსტიციის საბჭოს აქვს რესურსი, დეტალურად აქვს გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს მოსამართლის მიმართ დევნის დაწყება. იმ პირობებში, როდესაც მოსამართლის მიმართ დანაშაულის ნიშნები იკვეთება, ესეც კანონმდებლობაში პუნქტობრივად არის გაწერილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს რესურსი გაგვაჩნია. თუ რაიმე მტკიცებულება აქვთ სიამოვნებით, პირადად მე ვიქნები გარანტორი, როგორც საზოგადოების ისე ნებისმიერი ჩემი მოსამართლის და მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, მექნება მყისიერი რეაგირება და პირველი ამას თქვენ გაიგებთ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ნინო ქადაგიძემ.

ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ მან NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ვაპირებ კენჭისყრას, მაგრამ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ ამის გამოცხადებისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მედიის ცნობით, ის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად აპირებს კენჭისყრას.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ბაიდენის მეორე ვადით კენჭისყრისთვის საარჩევნო კამპანიის დასაწყებად.

Rcheuli.ge მუდმივად გთავაზობთ აქციებსა და სხვადასხვა სახის შეთავაზებებს უამრავ პროდუქციაზე

რჩეული ტექნიკის მაღაზია

დღესდღეობით ონლაინ შოპინგი პოპულარულია ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ონლაინ მაღაზიები მუდმივად ცდილობენ მოიპოვონ მომხმარებლის ნდობა, შესთავაზონ მაღალი ხარისხი და საუკეთესო ფასები. Rcheuli.ge არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც მუდმივად გთავაზობთ აქციებს და სხვადასხვა სახის შეთავაზებებს უამრავ პროდუქციაზე. არ გაუშვა შანსი ხელიდან, შეიძინო ნივთი ყველაზე დაბალ ფასად.

Franko- ფრანკოს პროდუქცია

სამზარეულოს აქსესუარები საშუალებას გაძლევთ უფრო ეფექტურად მოაწყოთ თქვენი სივრცე და გახადოთ ის ბევრად მოსახერხებელი. Franko- სამზარეულოს ტექნიკის და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია, ყოველთვის გთავაზობთ ისეთ საჭირო ნივთებს, რომლებიც გიადვილებენ ყოველდღიურ საქმიანობას, ზოგავენ თქვენს დროსა და ენერგიას. თუ ჯერ კიდევ არ იცით სად შეიძინოთ თქვენთვის სასურველი სამზარეულოს ტექნიკა თუ აქსესუარები, მაშინ Rcheuli.ge სწორედ თქვენთვისაა. ეწვიეთ რჩეული ტექნიკის ონლაინ მაღაზიას, შეიძინეთ ნივთი ონლაინ და ისარგებლეთ საკურიერო მომსახურებით უმოკლეს დროში.

სამსუნგის ტელევიზორები

Samsung-ს აქვს საოცარი მოხრილი ეკრანის მქონე ტელევიზორები, რომლებიც გთავაზობენ ფართო კუთხით ხედს. ეს ტელევიზორები შექმნილია იმისთვის, რომ  ნახვის გამოცდილება იყოს  უფრო ბუნებრივი და მარტივად აღსაქმელი თქვენი თვალისთვის. სამსუნგის ტელევიზორები გამორჩევიან განსაკუთრებული დიზაინით, გამოსახულების სიმკვეთრით და უამრავი საჭირო ფუნქციონალით.

  • ტექნოლოგიებთან ერთად Samsung-ს აქვს VA პანელები, რომლებიც გვთავაზობენ შესაფერის ფერებს და ფართო ხედვის კუთხეს. VA პანელს აქვს მაღალი კონტრასტის კოეფიციენტი. ის კარგი არჩევანია ბნელ ოთახში თამაშებისთვის და ასევე კარგად მუშაობს ნათელ გარემოშიც.
  • სამსუნგის ტელევიზორებს აქვთ უწყვეტი დიზაინი, უსასრულო დისპლეით, რომელიც საშუალებას გაძლევთ ფოკუსირება მოახდინოთ ეკრანზე არსებულ გამოსახულებაზე.
  • მათ აქვთ დაბალი შეყვანის ჩამორჩენა მაშინაც კი, თუ ის არის HDR. დაბალი შეყვანის შეფერხება ძირითადად ნიშნავს ტელევიზორისა და მონიტორის მიღების სიგნალებს შორის ნაკლებ დაგვიანებას ან ნაკლებ შეფერხებას.
  • Samsung-ის დიდი ეკრანიანი ტელევიზორები გამოირჩევიან ხმის უზარმაზარი ხარისხით.
  • ტელევიზორებს აქვთ ჭკვიანი პულტი, რათა უზრუნველყოს თქვენი მოთხოვნა კომფორტული დაჭერით. დისტანციური მართვის პულტი მარტივი სამართავია და ადვილად უკავშირდება სხვა მოწყობილობებს.
  • ერთი საკაბელო კავშირი საშუალებას გაძლევთ დააკავშიროთ მოწყობილობები ერთი კაბელით, რათა თქვენი გარემო უფრო მოწესრიგებული გამოიყურებოდეს და ასევე შეამციროთ ხილული გაყვანილობა. კაბელი ატარებს A/V და ელექტროენერგიას თქვენი ტელევიზორიდან Samsung One Connect ყუთში.
  • იხილოთ ნებისმიერი კონტენტი დიდ ეკრანზე, მათ შორის ვიდეო, ფოტო და მუსიკა თქვენი ტელეფონიდან ან კომპიუტერიდან.

მობილური ტელეფონები განვადებით

ბაზარზე არსებული უამრავი ვარიანტიდან, საუკეთესო ტელეფონის პოვნა შესაძლოა რთული აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ მოგიმზადეთ მცირე გზამკვლევი, იმის შესახებ თუ რომელი მობილური რა მახასიათებლებით გამოირჩევა, რათა მარტივად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი.

Apple

მიეკუთვნება იმ კომპანიების კატეგორიას, რომლებიც უაღრესად ხელსაყრელი და სასურველია ტექნოლოგიებით და გაჯეტებით მთელ ბაზარზე. ამ პროდუქტებით სარგებლობა ათასობით მომხმარებლის უპირველესი არჩევანია. Apple ლიდერობს მსოფლიოს რამდენიმე ტექნოლოგიურ ასპექტში.

Apple ყოველთვის ცნობილია იმით, რომ თავის მომხმარებლებს აწვდის  დიდი რაოდენობით საიმედო პროდუქტებს და ყველა მისი პროდუქტის მომხმარებლის ინტერფეისი მსგავსია, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს და აძლიერებს მომხმარებლის გამოცდილებას.

iPhone-ის ყველა თაობა იყენებს IOS-ს, რაც ნიშნავს iPhone ოპერაციულ სისტემას, რომელიც არის Apple-ის მიერ შექმნილი ოპერაციული სისტემა ექსკლუზიურად მისი მოწყობილობებისთვის. ახალ iPhone-ებს გააჩნიათ ისეთი ფუნქციები, როგორიცაა კამერის უკეთესი ხარისხი, ხმის კონტროლი, ოთხი ზოლი, ხმოვანი ასისტენტი Siri, უკეთესი დინამიკები, თითის ანაბეჭდის სკანერები, IPS LCD, სახის ამოცნობა, უფრო თხელი ჩარჩოები, დიდი ეკრანები და ა.შ.

Samsung

არის ტელეფონების ერთ-ერთი უძველესი მწარმოებელი, რომელიც ემსახურება გლობალურ ბაზარს გაჯეტების ფართო ასორტიმენტის წარმოებით. სამსუნგი წარმოგიდგენთ უახლეს მაღალტექნოლოგიურ მახასიათებლებს, რომლებსაც შეუძლიათ ყველაფერი. ზოგიერთში მითითებულია რუქები და GPS თვალთვალი, მობილური საფულეები, მაღალი გარჩევადობის კამერები, გასწორებული ეკრანი და ვებ-გვერდების სწრაფი დათვალიერება, გახანგრძლივებული მეხსიერება და მრავალ მომხმარებლის ინტერფეისი. ისინი გთავაზობთ საუკეთესო აპარატურულ მეხსიერებას, ram პროცესორს, ეკრანს და კამერებს. აქვს თითის ანაბეჭდის სენსორი, გულისცემის სენსორი და ირისის სკანერი თავის ტელეფონზე. Samsung იყო პირველი, ვინც გაითავისა Android OS ტექნოლოგია, რომელსაც აქვს უნივერსალური პოზიცია მილიონობით აპლიკაციის ხელმისაწვდომი გახადოს Google Play-ს საშუალებით. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Samsung-ის ნებისმიერ უკაბელო პრინტერს და დაბეჭდოთ პირდაპირ თქვენი ტელეფონიდან Samsung Mobile Print აპის დახმარებით. ეს სმარტფონები საკმაოდ გამძლეა და მოგემსახურებათ მრავალი წლის განმავლობაში, თუ სათანადოდ მოუფრთხილდებით.

Xiaomi Georgia

დიზაინის თვალსაზრისით, Xiaomi მშვენივრად გამოიყურება უმაღლესი ხაზის სმარტფონის დიზაინის ყველა ატრიბუტით. ყველა ეკრანიდან და სამმაგი კამერიდან დაწყებული მრუდი დისპლეებით დამთავრებული. თავისი პროგრამული უზრუნველყოფის ყოველი გამეორებით, Xiaomi ფოკუსირებულია მათი OS უფრო სტაბილური და მარტივი გამოსაყენებლად. ტელეფონს აქვს საუკეთესო სპეციფიკაციები და ხელმისაწვდომი ფასი. ქსიაომის მობილურების ფასი ყოველთვის დაბალია მის ხარისხთან შედარებით, რაც ბრენდს ხდის მოთხოვნადს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ხორცსაკეპი მანქანა

რატომ უნდა გადაიხადოთ ზედმეტი რაღაცისთვის, რისი გაკეთება თქვენც შეგიძლიათ? ბაზარში დაფქული ხორცის ყიდვა დამატებით თანხებთანაა დაკავშირებული. მეორეს მხრივ, სახლში დაფქული ხორცი გაცილებით ჯანსაღია, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი.  დღესდღეობით, ჯანმრთელობის გაზრდილ ზრუნვასთან ერთად – უფრო მნიშვნელოვანი გახდა ხორცის დამოუკიდებლად დაფქვა. სწორედ ამიტომ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ხოცსაკეპი მანქანა რჩეულის ონლაინ ტექნიკის მაღაზიაში და მიიღოთ ბევრი სარგებელი მისგან, მისი გამოყენება დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას.

ორადგილიანი საწოლები

თქვენი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია შეარჩიოთ კომფორტული და თანამედროვე საწოლი თქვენთვის. გასათვალისწინებელია დამოუკიდებლად ცხოვრობთ თუ  როგორც წყვილი, ასევე სივრცე სადაც აპირებთ საწოლის დადგმას და რომელია საუკეთესო ლეიბი.

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სათავსოების არსებობა, მაშინ ორადგილიანი საწოლი იდეალურია თქვენთვის, რადგან მას აქვს სათავსო, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნივთების შესანახად. ასევე ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი ლეიბის შეძენისას. დაფიქრდით – გირჩევნიათ მყარი თუ რბილი ლეიბი? მნიშვნელოვანია, რომ გადახედოთ ხელმისაწვდომი ორმაგი ლეიბის სხვადასხვა ტიპს და დაადგინოთ, რომელი იქნება თქვენთვის შესაფერისი.

იმის გათვალისწინებით, რომ საწოლი, როგორც წესი, არის საძინებლის მთავარი წერტილი, ღირს გარკვეული დროის დახარჯვა სხვადასხვა ვარიანტების განსახილველად.

 

(R)

“სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, არავითარ პასუხს არ იმსახურებს” – ფრიდონ ინჯია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც, „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„დღევანდელმა ბრიფინგმა გარკვეული კითხვები გამოიწვია საზოგადოების ნაწილში და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო შემდეგი:
მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე უამრავი ტყუილით სავსე განცხადება დადო, რასაც არ შემეძლო, არ გამოვხმაურებოდი. სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, არავითარ პასუხს არ იმსახურებს.

თუმცა, ხალხს მინდა შევახსენო, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს მან და მისმა უფროსებმა ჩვენი ქვეყანა.

სააკაშვილმა განცხადებაში თქვა, თანამედროვე სახელმწიფო ავაშენეო. როგორც ჩანს, ის თანამედროვე სახელმწიფოს ეძახის ციხეებში ადამიანების წამებას, მიტინგების სასტიკ დარბევას, ბიზნესის რეკეტს და ტელევიზიების მიტაცებას. სწორედ ასეთი იყო სააკაშვილის მიერ აშენებული „თანამედროვე“ და „ამერიკულ-ევროპული“ სახელმწიფო. რეალურად თანამედროვე სახელმწიფოში სააკაშვილი, როგორც ჩანს, იმას გულისხმობს, რომ პრეზიდენტობისას მან საქართველო უცხო, მისი გადმოსახედიდან ყველაზე თანამედროვე ქვეყნის სამსახურში ჩააყენა და მის კოლონიად გადააქცია.

თავის განცხადებაში სააკაშვილმა ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნულ გმირად გამოაცხადა. მაკკეინი საქართველოს გმირი ზუსტად იგივე ლოგიკით არის, რა ლოგიკითაც სააკაშვილმა თანამედროვე სახელმწიფო ააშენა. სწორედ მაკკეინი იყო ის კაცი, რომლის კარნახითაც სააკაშვილი მოქმედებდა და ეჭვგარეშეა, რომ აგვისტოს ომის დაწყებაც სააკაშვილმა სწორედ მისი კარნახით გადაწყვიტა. ყველას გვახსოვს, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია ჯონ მაკკეინმა თავიდან ბოლომდე რუსეთ-საქართველოს ომზე ააგო.

სააკაშვილის მესამე ტყუილის თანახმად, 2008 წელს რუსული ჯარი ამერიკულ სამხედრო გემს შეუჩერებია. სინამდვილეში წყლით დატვირთული ამერიკული გემი საქართველოში 25 სექტემბერს შემოვიდა, ანუ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ცეცხლი ცალმხრივად შეწყვიტა, კაპიტულაცია გამოაცხადა, 6-პუნქტიან კაპიტულანტურ შეთახმებას ხელი მოაწერა, რის სანაცვლოდაც რუსეთმა სენაკიდან, ხაშურიდან და გორიდან ჯარი გაიყვანა.

ამერიკულ გემს რუსები რომ არ შეუშინებია, იქიდანაც ჩანს, რომ ზუსტად მეორე დღეს რუსეთის პარლამენტმა დიმიტრი მედვედევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების რეკომენდაცია მისცა, ხოლო აქედან მეორე დღესვე მედვედევმა აღიარების აქტი გამოსცა. ერთადერთი, ვისაც აგვისტოს ომში საქართველოს წინაშე დამსახურება მიუძღვის, ეს ჩვენი გმირი სამხედროები არიან, რომლებმაც რუსული ჯარის წინააღმდეგ თავგანწირულად იომეს.

ყველას კარგად გვახსოვს, რომ ვიდრე ჩვენი გმირები ჯერ კიდევ იბრძოდნენ, ხოლო გმირულად დაღუპული ჩვენი სამხედროების ნეშტები გადმოსვენებულიც კი არ იყო, სააკაშვილმა ხალხს წაგებული ომი აზეიმა. რეალურად, მაშინ რუსეთმა პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო და საერთაშორისო დონეზე იმიჯის შესანარჩუნებლად, გადაწყვიტა, თბილისში არ შემოსულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც მაკკეინი და ვერც სააკაშვილი, რომელიც გორში თვითმფრინავის ზუილზე გარბოდა და რომლის თანაპარტიელებმა ორ დღეში წითელ ხიდთან რიგი დააყენეს, უკვე კასპამდე ჩამოსულ რუსულ ჯარს ნამდვილად ვერ შეაჩერებდნენ.

ბოლოს, სააკაშვილმა თქვა, ამერიკელებმა მე და 10 ათასობით ქართველს ამერიკაში უფასოდ გვასწავლესო. 10 ათას ქართველზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილისა და მისნაირების ამერიკაში გაგზავნით ხეირი არა საქართველომ, არამედ მხოლოდ ამერიკამ ნახა.

ფაქტია, რომ სასწავლებლად წაყვანა ამერიკელებისთვის აგენტების შერჩევის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ინსტრუმენტია. ძირითადად სწორედ სააკაშვილის მსგავსი ადამიანები შეადგენენ საქართველოში აგენტურას, რომელიც უკვე ორ ათწლეულზე მეტია, უცხო ქვეყანას ემსახურება და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ყოველგვარი ქაოსი და არეულობა საქართველოში სწორედ მათი ხელით ორგანიზდება, რასაც ხელისუფლების და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება და სწორად გაანალიზება ესაჭიროება“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ისნის რაიონის გამგეობამ დოლაბაურის ხევში საგზაო სამუშაოები განახორციელა

ისნის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დოლაბაურის ხევში, სადაც აქამდე ასფალტის საფარი საერთოდ არ არსებობდა, საგზაო სამუშაოები განახორციელა.

ასფალტის ახალი საფარი 1500 კვ.მ-ზე დაიგო. საგზაო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 105 000 ლარი გამოიყო.დოლაბაურის ხევის მცხოვრებლებს ახლა უკვე გადაადგილება არც ფეხით და არც საავტომობილო გზით დისკომფორტს აღარ შეუქმნის. გასული წლიდან დღემდე, რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურა 110 მისამართზე მოწესრიგდა.

ისნის რაიონის გამგეობა აღნიშნული მიმართულებით მუშაობას განაგრძობს და პრიორიტეტების მიხედვით მისამართებზე ასფალტის საფარს აახლებს.

 

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აპრილისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5299 ლარი ეღირება, ევრო – 2.7599 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1459 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5330 ლარი ღირდა, ევრო – 2.7655 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1513 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 11 აპრილს ამოქმედდება.

მთავრობამ მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის სამედიცინო ჩარევის ხარჯების თანადაფინანსების მაქსიმალური თანხა განსაზღვრა

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, სოციალურად დაუცველები სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში, თანხას არ გადაიხდიან, პენსიონერის შემთხვევაში თანადაფინანსების წილი არა უმეტეს 500 ლარით, 18 წლამდე ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შემთხვევაში არა უმეტეს 1000 ლარით, ხოლო იმ პირებისთვის, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც 3500 ლარზე ნაკლებია, არა უმეტეს 1500 ლარით განისაზღვრა.

მინისტრის განცხადებით, რამდენად ძვირადღირებულიც არ უნდა იყოს სამედიცინო ჩარევა, პაციენტს მაქსიმუმ იმ თანხის გადახდა მოუწევს, რაც განისაზღვრა.

„დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დადგენილებაში ცვლილებები შევიტანეთ, რაც გვაჩვენა განვლილმა 5 თვიანმა პერიოდმა. ჩვენ განვსაზღვრეთ მაქსიმალური ჭერი. ანუ, სოციალურად დაუცველის შემთხვევაში ისედაც 0% იყო თანაგადახდა და ეს ასე დარჩა. პენსიონერის შემთხვევაში 10%, არა უმეტეს 500 ლარი იქნება ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში მათი თანაგადახდის წილი. 18 წლამდე ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შემთხვევაში 20%, არა უმეტეს 1000 ლარი, ხოლო სხვა დანარჩენის შემთხვევაში, ვისი შემოსავალიც არის ყოველთვიურად 3500 ლარზე ნაკლები 30%, არა უმეტეს 1500 ლარი იქნება.

ასევე სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ, რაც კონტროლს უფრო ეფექტიანს გახდის. ასევე კლინიკებს შორის DRG-ის დაგენერირებული თანხების გადანაწილება. მაგალითად, თუ ერთ კლინიკაში მიიყვანეს პაციენტი, ამ კლინიკამ დაასტაბილურა და შემდეგ რადგანაც სრული სერვისი არ აქვს, სხვა კლინიკაში გადამისამართება მოუწია, 10/90-ის პრინციპით მოხდება დაანგარიშებული თანხის გაყოფა,” – განაცხადა აზარაშვილმა.