Home Blog Page 1667

“ომში წაგება და მოგება ხშირად ხდება. ვალერი ზალუჟნისაც ჰქონდა “ვარსკვლავური საათი”, როცა რუსეთის არმიას კუდით ქვა ასროლინა 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში”-სიმონ კილაძე

 

📌”ბიბისის” ანალიტიკური მიმოხილვა წავიკითხე – რას ამბობენ ვალერი ზალუჟნის პოსტიდან გათავისუფლებაზე დასავლეთში, უკრაინაში და რუსეთში- ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკური მიმომხილვევლი სიმონ კილაძე წერს.

📌”რუსეთში რასაც იტყვიან, გასაგებია – ეს ისეთი შემთხვევაა, როცა ყველაფერი წინასწარ არის ცნობილი, ამიტომ მიმოხილვის ამ ნაწილზე არაფერს ვამბობ.

📌დასავლელი პოლიტიკოსები და ოფიციოზი, მედია და სამხედრო ექსპერტები გარკვეულ ნეიტრალურობას ინარჩუნებენ – ეს უკრაინის საშინაო საქმეა, ვინც გინდათ, სარდლად ის დანიშნეთ, მთავარია საქმეში გამოდგესო.
რაც შეეხება უკრაინის პოლიტელიტას, მასმედიას და საექსპერტო საზოგადოებას…

📌თუმცა ჯერ ჩემს თვალსაზრისს ვიტყვი.

მე პირადად გენერალი ვალერი ზალუჟნი მაღალი დონის პროფესიონალად მიმაჩნია – ზოგიერთების მსგავსად კი არა, რომლებმაც უკანალი (პარდონ!) შტაბში ჯდომით მოითბეს, არამედ “ბოევოი” გენერლად, ქვეყნის პატრიოტად.

📌ომში წაგება და მოგება ხშირად ხდება. ვალერი ზალუჟნისაც ჰქონდა “ვარსკვლავური საათი”, როცა რუსეთის არმიას კუდით ქვა ასროლინა 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში და ელვისებურად გაათავისუფლა რიგი ქალაქები.
📌 მოგვიანებით, 2023 წლის მაის-ივნისში მას გენერალური და გადამწყვეტი კონტრშეტევის განხორციელება დაავალეს (უფრო სწორად, უბრძანეს – ვინ? უმაღლესმა მთავარსარდალმა ზელენსკიმ).

📌საყოველთაოდ ცნობილია, რომ როცა კონტრშეტევა სათანადო დონეზე არ არის მომზადებული სამხედრო თვალსაზრისით (მაგრამ პოლიტიკურად ნაბრძანებია!), წარუმატებლობის რისკი მეტია. მართლაც ასე მოხდა, კონტრშეტევა ჩაიშალა, პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის იმედები გაქარწყლდა (არადა, რეკლამა მაგარი მიდიოდა – აი, ახლა გაჩვენებთ სეირს!).

📌 მთელი მსოფლიო უკრაინის არმიის კონტრშეტევის დროს დაშვებულ შეცდომაზე ალაპარაკდა. ვალერი ზალუჟნი, რომელიც თავდაპირველად ჩუმად იყო, იძულებული გახდა სიმართლე ეთქვა, რაც ზემოთ არ მოეწონათ (ანუ იმას, ვინც შეტევის დაწყება უბრძანა).
ჰოდა, ჯოხი ვიღაცაზე ხომ უნდა გადამტვრეულიყო?

📌ვოლოდიმირ ზელენსკი ხომ საკუთარ თავს და ერთგულ გარემოცვას არ დაადანაშაულებდა… როგორც იტყვიან ხოლმე, “განტევების ვაცად” ვალერი ზალუჟნი გამოვიდა – შენ იყავი სარდალი, ესე იგი, ყველაფერი შენი ბრალიაო.
ჰოდა, ახლა უკრაინის პროსამთავრობო მასმედიამ (პრინციპში, იქ ახლა ყველაფერი პროსამთავრობოა) კაცს, რომელსაც ცოტა ხნის წინ აქებდა და ადიდებდა, “რკინის გენერალს’ უწოდებდა, თითქოსდა ჯადოსნური ჯოხის მოქნევით, უკვე ყოფილ სარდალს, ძაგება და კრიტიკა დაუწყეს.

📌ჭეშმარიტად – სიყვარულსა და სიძულვილს შორის ერთი ნაბიჯია, მაგრამ უკრაინაში ზალუჟნისადმი გამოხატულ “სიძულვილს” თავისი სუბიექტური მიზეზი აქვს – კრიტიკა ზემოდან არის მართვადი.
რატომ? იმიტომ, რომ ზალუჟნის რეიტინგი სტაბილურად მაღალია (82%), ზელენსკის პოპულარობა კი იკლებს (62%). დამისახელეთ რომელიმე პრეზიდენტი, რომელსაც საომარი მდგომარეობის დროს მასზე უფრო მეტად პოპულარული გენერალი მოსწონდეს….

📌 ბუნებრივია, არც ზელენსკის არ მოეწონა გენერლის პოპულარობა…
კიდევ ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ მგონი საკმარისია.

📌რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ სარდალს ალექსანდრე სირსკის (მის მეტსახელზე არაფერს ვიტყვი!), მან ჯერ უარი თქვა ახალ შეთავაზებულ თანამდებობაზე (ვითომდა ზალუჟნისთან სოლიდარობის ნიშნად), მაგრამ საბოლოოდ მაინც დათანხმდა, ვერაფერს ვიტყვი – გენერალმა სამხედრო დისციპლინისადმი ერთგულება გამოხატა, ასეც უნდა იყოს არმიაში, თუმცა… მასში მაინც “პრეზიდენტის კაცმა” გაიმარჯვა.
———-
📌P.S. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ზელენსკიმ ზალუჟნის “უკრაინის გმირის” წოდება მიანიჭა – შეიძლება ერთგვარი კომპენსაციის სახით (თუმცა იგი ამ წოდებას მართლაც იმსახურებს). ამბობენ, სადმე ელჩად გაუშვებს, მაგალითად, ნისლიან ალბიონზეო”-წერს სიმონ კილაძე.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid033663VHC4aZj9LzpJH6VCQ3DKrZQEdn4svZ8ihqoByCvPGkpkp3XPnLN1RBwXAAWpl&id=100005791115784

 

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ამინდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: METEO.GOV.GE.

ბავშვი უპირობოდ უყვართ, მაგრამ მას უნდა ასწავლონ, როგორ დაიმსახუროს ეს სიყვარული -გია მურღულია

ასწავლეთ ბავშვს:

საბოლოო ანგარიშით, ის იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ საკუთარ განუმეორებელ სულში მთავარ სიტყვებს (სიკეთე, სიყვარული, ღირსება, სათნოება, პასუხისმგებლობა…) სხვებზე ამაღლებულ მნიშვნელობას მიანიჭებს. არსებითია, პიროვნული “მე” რით არის სავსე – მხოლოდ საკუთარი თავით, თუ სამყაროთი და მოყვასითაც. – ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

” ნარცისული “სისავსე” სიცარიელისკენ ისწრაფვის. თუ პიროვნულ შეგრძნებასა და შეცნობას არაფერი ახლავს ეგოს გარდა, საკუთარი უფლებების, “სარგებლისა” და “დასაკუთრების” მიღმა სხვა ინტერესი და კულტურა თუ არ არსებობს, ადამიანი ემსგავსება საკვებითა და ოქროთი სავსე ორმოში მყოფ კაცს, რომელიც იქიდან ვერასდროს ამოვა, სიყვარულისა და სიკეთის მზე რომ დაინახოს.

ბავშვი უპირობოდ უყვართ, მაგრამ მას უნდა ასწავლონ, როგორ დაიმსახუროს ეს სიყვარული.” – წერს გია მურღულია.

https://www.facebook.com/murgulia.gia/posts/pfbid037MzeTLSTygwx9LrMH3RYiqacUutQTosRwVWLiZjMTHFtvr1J5biGmMJ3ggxkJexYl

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმე ეხება სამინისტროს მიერ გასული წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1 000%, 2 000% და 3 000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ.

კონკურენციის სააგენტო დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტს რვა ფარმაცევტული კომპანიის მიმართ სწავლობს.

სააგენტო დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი კომპანიების მხრიდან არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების ფიქსირებას.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი უკვე გაავრცელა, რის შემდეგადაც წამლების ფასი შემცირდა.

ცნობისთვის, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე კიდევ ერთი საქმის მოკვლევა დეკემბრის ბოლოს დაასრულა. მოკვლევის შედეგად დაადასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ ქმედებასა და კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევას. კერძოდ, „პსპ ფარმამ“, „ავერსმა“ „ფარმადეპომ“ „ჯიპისიმ“ და „მერმისმა“ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები განსაზღვრეს. კონკურენციის სააგენტომ სამართალდამრღვევი ფარმაცევტული კომპანიები 52 797 934 ლარით დააჯარიმა.

ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა შეცვალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა შეცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გენერალ-ლეიტენანტი სერგეი შაპტალა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული თანამდებობა დაიკავა ანატოლი ბარგილევიჩმა.

“დღეს გავმართე შეხვედრები უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების სარდლობასთან და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან. შეხვედრების შედეგებიდან გამომდინარე: შევცვალე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. მადლობას ვუხდი გენერალ-ლეიტენანტ სერგეი შაპტალას ომის ამ ორი წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელმაც რუსთავში 4 ადამიანი მოკლა და 1 დაჭრა

რუსთავში სროლა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაჭრილია 1 ადამიანი, სავარაუდოდ, პირად შურისძიებას უკავშირდება. ამის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ. დაკავებული კაცი ამავე ბაზრობაზე აგრო-სექციაში მუშაობდა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული 36 წლის გიორგი ორველაშვილია.

როგორც ირკვევა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა არამხოლოდ სამიზნეს, რომელიც ბრალდებულის ბიძაა, არამედ ახლოს მყოფ დანარჩენ ადამიანებსაც. დაღუპულია ასევე ტაქსის მძღოლი, რომელიც ადგილზე შემთხვევით იმყოფებოდა. დაჭრილია 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც დაკავებულის ბიძაშვილია.

დაჭრილი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა გიორგი ორველაშვილი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

მამა შალვა კეკელია კლუბ „ბასიანთან“ ღვთისმშობლის პარაკლისს ატარებს

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია მრევლთან ერთად, 19 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კლუბ „ბასიანთან“ ღვთისმშობლის პარაკლისს ატარებს. ამ წუთებში „ბასიანთან“ შეკრებილები არიან სასულიერო პირები და მოქალაქეები.

მამა შალვა მიიჩნევს, რომ 19 წლის გოგო კლუბურმა ნარკოტიკმა იმსხვერპლა და დაუშვებელია ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება. სასულიერო პირი ფიქრობს, რომ სამომავლოდ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა რომ არ განმეორდეს, აუცილებელია საზოგადოება გონს მოეგოს და კლუბებში ნარკოტიკული ნივთიერებები აიკრძალოს. მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემაზე საჭიროა დისკუსიები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

შა­ბა­თი, მთვა­რის პირ­ვე­ლი დღე და­ი­წყე­ბა 02:59-ზე; მთვა­რის მე­ო­რე დღე და­ი­წყე­ბა 09:53-ზე, მთვა­რე მერ­წყულ­შია

კარ­გი დღეა ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მის და­სა­წყე­ბად; ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად; ვაჭ­რო­ბის­თვის. არ იკა­მა­თოთ, გა­და­დეთ სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ე­ბი. კარგ დღეა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მე­ე­ბის­თვის. სწავ­ლის­თვის. უფ­როს­თან შეხ­ვედ­რა სი­კე­თეს არ მო­გი­ტანთ. კარ­გი დღეა საქ­მი­ა­ნო­ბის, სამ­სა­ხუ­რის შე­საც­ვლე­ლად. თა­მა­მად გა­ემ­გზავ­რეთ სა­მოგ­ზა­უ­როდ, მივ­ლი­ნე­ბა­ში. სხვა დღის­თვის გა­და­დეთ ნიშ­ნო­ბა და ქორ­წი­ნე­ბა. შე­ამ­ცი­რეთ ალ­კოჰო­ლი­სა და სასმლის დოზა. არ და­ძა­ბოთ და გა­და­ღა­ლოთ თვა­ლე­ბი.

ვერ­ძი

ჯო­ბია დღის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი მო­დუ­ნე­ბუ­ლად გა­ა­ტა­როთ, ცოტა იზარ­მა­ცოთ, და­ის­ვე­ნოს მძი­მე სა­მუ­შაო კვი­რის­გან. სა­დი­ლო­ბის შემ­დეგ შე­ას­რუ­ლეთ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი. სუფ­თა ჰა­ერ­ზე აღ­გიდ­გენთ კარგ გან­წყო­ბას.

კურო

და­უთ­მეთ თქვე­ნი დღე აქ­ტი­ვო­ბებს, რომ­ლე­ბიც მოგ­წონთ და და­გეხ­მა­რე­ბათ გო­ნებ­რი­ვად და­ის­ვე­ნოთ და გა­ნიტ­ვირ­თოთ. დი­ლით შე­გიძ­ლი­ათ უფრო დიდ­ხანს დარ­ჩეთ სა­წოლ­ში. სწო­რი კვე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ მსუ­ბუ­ქად იგ­რძნოთ თავი და გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ჯან­მრთე­ლო­ბა. აი­მაღ­ლეთ იმუ­ნი­ტე­ტი.

ტყუ­პი

ასევე დაგაინტერესებთ

 

დღე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნა­ყო­ფი­ე­რია, თუ მას აქ­ტი­უ­რად გა­ა­ტა­რებთ. 10 თე­ბერ­ვალს შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ ისე­თი რამ, რა­საც დიდი ხა­ნია ელო­დით. ეცა­დეთ, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან უფრო თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი იყოთ, რომ ჩხუ­ბი არ და­ი­წყოთ.

კირჩხი­ბი

ისარ­გებ­ლეთ იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც დღეს გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ. დღეს ყვე­ლა­ფერ­ში გა­გი­მარ­თლებთ. დი­ლი­დან­ვე და­ი­წყეთ რთუ­ლი ან უსი­ა­მოვ­ნო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. სთხო­ვეთ დახ­მა­რე­ბა ოჯა­ხის წევ­რებს ან მე­გობ­რებს. ამ­გვა­რად სა­მუ­შაო უფრო სწრა­ფად დას­რულ­დე­ბა.

ლომი

და­უთ­მეთ დღე საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, წა­დით სად­მე ერ­თად, მო­უ­წყვეთ რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ე­მა­ნი ან სი­ურპრი­ზი. კარ­გი დღეა შო­პინ­გის­თვის. მო­ე­პყა­რით სა­კუ­თარ მეტი პა­ტი­ვის­ცე­მით.

ქალ­წუ­ლი

ეცა­დეთ, დღეს კარ­გად და­ი­ძი­ნოთ და ემო­ცი­უ­რად გა­ნიტ­ვირ­თოთ. დღეს უნდა აღად­გი­ნოთ ძალა. იფიქ­რეთ, რისი შეც­ვლა გსურთ თქვენს გა­რეგ­ნო­ბა­ში ან სტილ­ში, წა­დით სა­ყიდ­ლებ­ზე.

სას­წო­რი

დღეს უნდა გა­ა­კე­თოთ ის, რაც სი­ხა­რულს მო­გი­ტანთ და აგი­მაღ­ლებთ გან­წყო­ბას. გა­ა­ტა­რეთ დღე დი­ვან­ზე, უყუ­რეთ საყ­ვა­რელ სე­რი­ალს. სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რაც.

მო­რი­ე­ლი

დღეს უნდა და­ის­ვე­ნოთ, მეტი დრო და­უთ­მეთ სა­კუ­თარ თავს და თქვენს პი­რად სა­ჭი­რო­ე­ბებს. ეწ­ვი­ეთ კოს­მე­ტო­ლოგს, ფიტ­ნეს ცენ­ტრს ან სა­ცუ­რაო აუზს, იყი­დეთ თქვენ­თვის პა­ტა­რა სა­ჩუ­ქა­რი.

მშვილ­დო­სა­ნი

კარ­გი დღეა ახა­ლი მიზ­ნე­ბის და­სა­სა­ხად და მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი იდე­ე­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად. ნუ გა­კი­ცხავთ სა­კუ­თარ თავს, თუ შეც­დო­მა და­უშ­ვით. 10 თე­ბერ­ვალს ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ იფიქ­რონ იმა­ზე, თუ რო­გორ გა­ხა­დოთ თა­ვი­ან­თი სა­მუ­შაო უფრო ეფექ­ტუ­რი.

თხის რქა

მეტი დრო და­უთ­მეთ თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას. გა­ი­სე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. ეს აგი­მაღ­ლებთ გან­წყო­ბას და იმუ­ნი­ტეტს. წინ აქ­ტი­უ­რი სა­მუ­შაო გაქვთ, ამი­ტომ დღეს უნდა აღიდ­გი­ნოთ ძალა.

მერ­წყუ­ლი

თუ დღის­თვის ბევ­რი რამ გაქვთ და­გეგ­მი­ლი, ადე­ქით ადრე და და­ი­წყეთ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა, რაც და­გეგ­მეთ. და­უთ­მეთ დრო თქვენს გა­რეგ­ნო­ბას, იმი­ჯის შეც­ვლა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას გა­გიძ­ლი­ე­რებთ.

თევ­ზე­ბი

ვარ­სკვლა­ვე­ბი ყვე­ლა სირ­თუ­ლეს­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში და დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ში და­გეხ­მა­რე­ბი­ან. და­უ­კავ­შირ­დეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც შთა­გა­გო­ნე­ბენ, მოგ­ცემთ სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვებს ან იდე­ებს. შო­პინ­გი სი­ა­მოვ­ნე­ბა იქ­ნე­ბა.

თბილისში შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

საბურთალოს და დიდუბის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 00:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, “ჩალისპირების” დასახლების,  ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის, პეტრიწის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გოძიაშვილის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, ახმეტელის, ნოდარ ბოხუას, ციალა გაბაშვილის, მიხეილ ბერძენიშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის და გიორგი ტერევერკოს ქუჩების მოსახლეობას.

“ამაღამ, დრაკონის წელი შემოდის…” – მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დრაკონის წელთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.

„დრაკონის წელი შემოდის 10 თებერვლისთვის, ვინც მოემზადება, არ დაეზარება, მათ ექნებათ საუკეთესო წელიწადი, უძლიერესი წელი მოდის, მეგობრებო…“, – ამ ინფორმაციას ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ავრცელებს.

“10 თებერვალს ღამის 3 საათზე შემობრძანდება ხის სტიქიის მწვანე დრაკონი, რომელსაც უყვარს ოჯახი, სიყვარული, ბავშვები, მშრომელი და მოწესრიგებული ადამიანი. დრაკონი ლიდერია და საქმის ბოლომდე მიმყვანი და შრომის სამართლიანი დამფასებელი. ამ წელი უამრავი ქორწილი იქნება დაოჯახდებიან და პატარებიც შეძინებათ უამრავ ოჯახს! იმრავლოს ქართველმა ერმა!!!” – წერს ცაგარელი.

“ღმერთმა ინებოს, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და შემდგომი წარმატებების მომტანი საქართველოსთვის” – ილია მეორე ირაკლი კობახიძეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშნავს ულოცავს.

„მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, ბატონო ირაკლი, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. კარგად მოგეხსენებათ, ეს მეტად საპატიო თანამდებობაა და, ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც, მით უმეტეს ჩვენს რთულ დროს. ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და შემდგომი წარმატებების მომტანი საქართველოსთვის.

გისურვებთ ღვთის მფარველობასა და შეწევნას ჩვენი ერისა და ქვეყნის სამსახურად“, – აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.

“მინდა გულწრფელად მივულოცო თქვენს აღმატებულებას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა” – ერდოღანი კობახიძეს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რწმენას გამოთქვამს, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ყველა სფეროში.

„თურქი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა გულწრფელად მივულოცო თქვენს აღმატებულებას ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იმედისმომცემი მოვლენები ვითარდება ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ თქვენი ძალისხმევის შედეგად თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ყველა სფეროში.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს – კეთილდღეობა და ბედნიერება“,-აღნიშნულია ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში.