ასწავლეთ ბავშვს:
საბოლოო ანგარიშით, ის იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ საკუთარ განუმეორებელ სულში მთავარ სიტყვებს (სიკეთე, სიყვარული, ღირსება, სათნოება, პასუხისმგებლობა…) სხვებზე ამაღლებულ მნიშვნელობას მიანიჭებს. არსებითია, პიროვნული “მე” რით არის სავსე – მხოლოდ საკუთარი თავით, თუ სამყაროთი და მოყვასითაც. – ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
” ნარცისული “სისავსე” სიცარიელისკენ ისწრაფვის. თუ პიროვნულ შეგრძნებასა და შეცნობას არაფერი ახლავს ეგოს გარდა, საკუთარი უფლებების, “სარგებლისა” და “დასაკუთრების” მიღმა სხვა ინტერესი და კულტურა თუ არ არსებობს, ადამიანი ემსგავსება საკვებითა და ოქროთი სავსე ორმოში მყოფ კაცს, რომელიც იქიდან ვერასდროს ამოვა, სიყვარულისა და სიკეთის მზე რომ დაინახოს.
ბავშვი უპირობოდ უყვართ, მაგრამ მას უნდა ასწავლონ, როგორ დაიმსახუროს ეს სიყვარული.” – წერს გია მურღულია.