ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელმაც რუსთავში 4 ადამიანი მოკლა და 1 დაჭრა

161
spot_img

რუსთავში სროლა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაჭრილია 1 ადამიანი, სავარაუდოდ, პირად შურისძიებას უკავშირდება. ამის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ. დაკავებული კაცი ამავე ბაზრობაზე აგრო-სექციაში მუშაობდა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული 36 წლის გიორგი ორველაშვილია.

როგორც ირკვევა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა არამხოლოდ სამიზნეს, რომელიც ბრალდებულის ბიძაა, არამედ ახლოს მყოფ დანარჩენ ადამიანებსაც. დაღუპულია ასევე ტაქსის მძღოლი, რომელიც ადგილზე შემთხვევით იმყოფებოდა. დაჭრილია 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც დაკავებულის ბიძაშვილია.

დაჭრილი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა გიორგი ორველაშვილი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.