მამა შალვა კეკელია კლუბ „ბასიანთან“ ღვთისმშობლის პარაკლისს ატარებს

110
spot_img

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია მრევლთან ერთად, 19 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კლუბ „ბასიანთან“ ღვთისმშობლის პარაკლისს ატარებს. ამ წუთებში „ბასიანთან“ შეკრებილები არიან სასულიერო პირები და მოქალაქეები.

მამა შალვა მიიჩნევს, რომ 19 წლის გოგო კლუბურმა ნარკოტიკმა იმსხვერპლა და დაუშვებელია ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება. სასულიერო პირი ფიქრობს, რომ სამომავლოდ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა რომ არ განმეორდეს, აუცილებელია საზოგადოება გონს მოეგოს და კლუბებში ნარკოტიკული ნივთიერებები აიკრძალოს. მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემაზე საჭიროა დისკუსიები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.