Home Blog Page 1564

,,გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, მადლიერებას და ნდობას”- პრეზიდენტი თავდაცვის ძალებს

ეს ის დღეა, როცა ვიაზრებთ, თუ რა არის თავდაცვის ძალების დანიშნულება ქვეყანაში, მათი შეუფასებელი სამსახური ქვეყნის წინაშე და არა მხოლოდ ომის დროს, არამედ სწორედ მშვიდობის ჟამს და ყოველდღიურად, თუ ყოველწუთიერად. თქვენ ქვეყნის სადარაჯოზე დგახართ!, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

„დღეს, როგორც ყოველ წელს, თქვენთან ერთად შევიკრიბეთ და სიამაყით აღვნიშნავთ თავდაცვის ძალების დღეს, თუმცა ეს დღე არაა და არც უნდა იყოს მხოლოდ ფორმალური, ცერემონიალური, თუ ათეტიკით აღსავსე სიტყვების წარმოთქმის დღე.

ეს დღე, ქვეყნისთვის, რომელსაც საქართველოსნაირი ისტორია უდგას სათავეში, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სრულიად ვიაზრებთ და ვაფასებთ საუკუნეების მანძილზე, თავდაცვის ძალების უდიდეს მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში, შენარჩუნებაში და დღეს უკვე მის გამყარებაში.

ეს ის დღეა, როცა ვიაზრებთ, თუ რა არის თავდაცვის ძალების დანიშნულება ქვეყანაში, მათი შეუფასებელი სამსახური ქვეყნის წინაშე და არა მხოლოდ ომის დროს, არამედ სწორედ მშვიდობის ჟამს და ყოველდღიურად, თუ ყოველწუთიერად. თქვენ ქვეყნის სადარაჯოზე დგახართ!

პირველ რიგში თავდაცვა, კლასიკურად, ნიშნავს, ჩვენი საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენობის დაცვას. ეს არაა მარტივი მოვალეობა: ჩვენ ვიცით, და გვახსოვს 1921, 1992-93 და 2008 წლების რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი ჯარისკაცების თავდადებული ბრძოლა. არ ვივიწყებთ, და არ დავივიწყებთ რამდენი მათგანი შეეწირა ამ უმაღლეს და უმნიშვნელოვანეს მიზანს – საქართველოს დამოუკიდებლობას!

დღეს მათთვის პატივის მიგების დღეა, მათი ოჯახების მიმართ მადლობის გამოცხადების დღეა. ასევე განსაკუთრებული მადლიერება ეკუთვნის ჩვენს ვეტერანებს.

მე როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, მადლიერებას და ნდობას.

თავდაცვის ძალების როლი, მხოლოდ წარსულზე არ გვაფიქრებს, არამედ მომავალზე. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც საფრთხეები ძალიან გახშირდა. ძველ ფორმებთან ერთად გაჩნდა მთელი რიგი ახალი საფრთხეები. ამდენად, თავდაცვის ძალების როლი კიდევ უფრო იზრდება და მოითხოვს კიდევ მეტ პროფესიონალიზმს, მეტ მოქნილობას და მეტ ცოდნას.

დღესაც, ოცდამეერთე საუკუნეში, აგრესიული იმპერიალიზმი, რაც არ უნდა ანაქრონიულად ჟღერდეს – ახალი სისასტიკით და დაუნდობლობით იჩენს თავს. უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ 14 თვის წინ გაჩაღებულმა ომმა მსოფლიო შეძრა, რამეთუ აბუჩად იქნა აგდებული ყველა საერთაშორისო სამართლის და ჰუმანიტარული პრინციპი. თუმცა სისასტიკის და ძალთა შეფარდების მიუხედავად ვხედავთ, რომ უცხო შემოჭრილი ძალა, ქვეყნის დაცვისთვის და გადარჩენისთვის თავდადებულ ძალას ვერ ჯობნის და ვერ ამარცხებს. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენს ისტორიაში, საქართველოს მიერ მრავალჯერ იქნა ნაჩვენები. ამდენად, უფრო მეტად გვესმის და ვგულშემატკივრობთ უკრაინას და მის ღირსეულ სამხედრო და სამოქალაქო მებრძოლებს. მათი გამარჯვება განაპირობებს ხვალინდელი მსოფლიოს ბედს, მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას.

ამ დაუნდობელმა აგრესიამ რუსეთის იმპერიალიზმის ხასიათი ყველასთვის გამოაშკარავა. მსოფლიოში და მით უმეტეს ევროპულ კონტინენტზე გამოიწვია საფრთხის ახალი აღქმა, რასაც უკრაინის მიმართ არნახული დახმარების გაწევა, სამხედრო ბიუჯეტების ზრდა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის მნიშვნელობის განმტკიცება მოჰყვა – შვედეთისა და ფინეთის გაცხადებული კანდიდატურები სწორედ ამას ამტკიცებს.

ჩვენთვისაც, ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის გზის განმტკიცებისთვის. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ვილნიუსის სამიტი ამ კუთხით საეტაპო აღმოჩნდება.

რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებაზე და ორიენტაციაზე.

და ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის. რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ერთგვაროვანი.

ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ვაფასებთ წლების მანძილზე პარტნიორების მიერ გაწეულ უდიდეს დახმარებას, მათი ძალისხმევით, სწავლებებით და თანამედროვე აღჭურვილობით, ამაღლდა ჩვენი ძალების პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობა. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩვენმა აქტიურმა მონაწილეობამ დიდი როლი ითამაშა ჯარის მოდერნიზაციის და განვითარების გზაზე. სწორედ იქ შევძელით, რომ მაგალითი მიგვეცა საქართველოს ჯარის მზადყოფნის, საერთაშორისო გამოწვევებთან გამკლავების და ამით საქართველო დამკვიდრდა, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორი. თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ურთულეს პირობებში ღირსეული ადგილის დაკავება შეგიძლიათ.

ქართველებს კარგად გვესმის, რომ პარტნიორობა ორმხრივი გზაა და თქვენ ესეც დაამტკიცეთ.

თავდაცვის ძალებს, დღევანდელი გლობალური საფრთხეების წინაშე, ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად უფრო და უფრო განსხვავებული მისიები და ვალდებულებები ეკისრებათ: ამის არც თუ ისე შორი მაგალითი კოვიდ პანდემიაა, სადაც კარგად გამოჩნდა ჩვენი თავდაცვის ძალების დიდი წვლილი, მზადყოფნა და პროფესიონალიზმი. კლიმატური ცვლილებები და მისგან გამოწვეული საფრთხეები ჩვენი ძალებისთვის მოითხოვს ახალ აღჭურვილობას და მზადყოფნას, საზოგადოების ყველა საჭიროებისა და უსაფრთხოების დასაცავად. კიბერუსაფრთხოება ახალი მსოფლიოს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევაა, რომელსაც ასევე უნდა გავუმკლავდეთ.

მჯერა და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ, იქნებით ყველგან და ყოველთვის იქ სადაც დაგიძახებთ თქვენი მოვალეობა და ამ ქვეყნის სამსახური.

ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი და ჩვენი საზოგადოების მადლიერება.

გილოცავთ ფიცის დადებას! ამ ფიცის ერთგულნი იყავით მუდამ, ამ ფიცის და თქვენი სამშობლოს ღირსნი იყავით მუდამ, ამაყად ატარეთ ჩვენი ქვეყნის დროშა!

თქვენ საქართველოს ჯარისკაცებო გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს!

თქვენ ემსახურებით საქართველოს და ამაზე დიდი, საპატიო და საამაყო სამსახური არ არსებობს.

გილოცავთ და ვულოცავ ამ დღეს სრულიად საქართველოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

,,მე მჯერა, რომ ჩვენი ჯარი კიდევ უფრო ძლიერი გახდება”- ღარიბაშვილი

პატივცემულო სამხედროებო, მინდა ყველა თქვენგანს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავდადებისთვის და ჩვენი სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმასაქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზემო ღონისძიებაზე განაცხადა.

 პრემიერის თქმით, ქართული ჯარი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს.

 „ჩვენი ვალია მაქსიმალურად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი და თქვენი ღირსეული სამსახური. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ჯარი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული თითოეული თქვენგანის სამსახური

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუტები და პირველ რიგში ქართული ჯარი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის

„დღეს ძალიან რთული დროა მთელს მსოფლიოში, რუსეთის აგრესია უკრაინაში, ომი, რომელიც არ ჩერდება – ისედაც რთულად პროგნოზირებად ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებული გონიერება მართებს. ამავდროულად, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუტები და პირველ რიგში ქართული ჯარი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის. იცით, რომ ჩვენ ვაგრძელებთ გრძელვადიანი გეგმის მიხედვით ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს და მე მჯერა, რომ ჩვენი ჯარი კიდევ უფრო ძლიერი გახდება“, – განაცხადა პრემიერმა.

მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, ყველას ვინც ეხმარება ქართული ჯარის გაძლიერებას.

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა.

„რუსებო, წადით სახლში, სანამ გვიან არ არის“ – ჩეხეთის პრეზიდენტი (ფოტო)

უკრაინაში ვიზიტის დროს ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა რუსებს სამხედრო აღჭურვილობაზე ერთგვარი მესიჯი დაუტოვა და სახლში წასვლისკენ მოუწოდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„მე ვიცი ეს რა განცდაა. თქვენი ქვედანაყოფი მიდის ფრონტის ხაზზე და თქვენ გინდათ მათთან ერთად წახვიდეთ. როგორც მეთაური, მე ყოველთვის ვიყავი ჩემი ჯარისკაცების გვერდით. რუსებო, წადით სახლში, სანამ გვიან არ არის“, – აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტი.

“და­ვუ­ჭი­როთ მხა­რი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს, ვრე­გის­ტრირ­დე­ბით და ვემ­ზა­დე­ბით კვი­რა-ორ­შა­ბა­თის­თვის! -ზალკალიანი

“და­ვუ­ჭი­როთ მხა­რი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს, ვრე­გის­ტრირ­დე­ბით და ვემ­ზა­დე­ბით კვი­რა-ორ­შა­ბა­თის­თვის!”-  წერს სოციალურ ქსელში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი და  სხვებ­საც მო­უ­წო­დებს. ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის  მხარ­და­ჭე­რის­კენ

https://idolvote.abc.com ხმის მი­ცე­მა ლაივ შოუს და­წყე­ბი­დან ბოლო სა­რეკ­ლა­მო ჭრამ­დე იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი – ნიუ იორ­კის დრო­ით 20:00ზე, ლოს ან­ჯე­ლე­სის დრო­ით 17:00ზე. სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ით დი­ლის 04:00ზე. ჯამ­ში 30 ხმის გაგ­ზავ­ნა შე­გიძ­ლი­ათ შემ­დე­გი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით:

მაქ­სი­მუმ 10 ხმა – ონ­ლა­ინ მი­სა­მარ­თზე (ერთჯე­რა­დი რე­გის­ტრა­ცი­ის გზით): AmericanIdol.com/vote

მაქ­სი­მუმ 10 ხმა – სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ით: American Idol App

მაქ­სი­მუმ 10 ხმა – ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბით.

ნუ­ცას სა­კონ­კურ­სო ნო­მე­რი შოუს და­წყე­ბამ­დე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი Text 9 to 21523″, – წერს და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი.

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე პო­პუ­ლა­რუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სის, American Idol-ის 12 სა­უ­კე­თე­სო მო­ნა­წი­ლეს შო­რის არის. წინა ტუ­რის შემ­დეგ, ის ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მოხ­ვდა ტოპ 12-ს შო­რის, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ჟი­უ­რი თა­ვის რჩე­ულს ვე­ღარ და­ა­სა­ხე­ლებს და ყვე­ლა­ფერს მა­ყუ­რე­ბელ­თა ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­და­წყვეტს.

https://www.facebook.com/DavidZalkalian/posts/pfbid02MJePNmXu32UwExiaPUtoMCQdbWvnynuHnE91gqz5xWkycRfiP26UkFMgptCPKSnTl

შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა

ცესკომ 2024 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. დათვლილია ყველა, 165-ვე საარჩევნო უბნის შედეგი.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები:

ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქებში „თავისუფალი საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ბესიკ წულეისკირმა მიიღო 1 359 ხმა, რაც მონაწილე ამომრჩეველთა 4,7 პროცენტი, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ხახუბიამ მიიღო 27 553 ხმა, რაც ამომრჩეველთა 95,33 პროცენტია.

საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემები:

გურჯაანი: #41 ზურაბ მუხულიშვილი „ქართული ოცნება“ 1 347 ხმა. თიანეთი: #41 იოსებ მათურელი „ქართული ოცნება“ 345 ხმა. ახალციხე: #41 როინ ნებაძე „ქართული ოცნება“ 463 ხმა. ტყიბული #41 გიორგი კერესელიძე „ქართული ოცნება“ 1 322 ხმა, რაც მონაწილე ამომრჩეველთა 86,63 პროცენტია, ხოლო დამოუკიდებლად მონაწილე კანდიდატმა გიორგი გაგოშიძემ 204 ხმა, რაც 13,37 პროცენტია. ქუთაისი: #41 მიხეილ გიორგაძე „ქართული ოცნება“ 5 396 ხმა.

მერების რიგგარეშე არჩევნები:

ცაგერი: #41 ლევან ზალკანიანი „ქართული ოცნება“ 4 825 ხმა. თერჯოლა: #41 მანუჩარ რობაქიძე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ 11 511 ხმა მიიღო.

მოვდივარ, რათა მთელ მსოფლიოს ვუთხრათ: საქართველო ჩვენია!”- თამარ ჩიბურდანიძე

„მოვდივარ, რათა დავიცვათ მშვიდობა მშვიდობიან ცხოვრებაში! მოვდივარ, რათა დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი თითქოსდა სუვერენულად აღიარებულ ქვეყანაში! მოვდივარ, რათა დავიცვათ ეროვნული თვითმყოფადობა თითქოსდა რეალურად თვითმყოფად გარემოში! მოვდივარ, რათა ათიათასობით ქართველთან ერთად მსოფლიოს ვუთხრათ: საქართველო ჩვენია და ამ საკუთრებას არაფრის ფასად დავთმობთ!,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, აქციაში მონაწილეობა საჭიროა ჩვენს ქვეყანაში დასადგურებული მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.

„სამშობლოს სიყვარულს არც მზე და არც წვიმა არ განსაზღვრავს. სამშობლო ერთია და თუკი გიყვარს, უნდა შეძლო მისი დაცვა არა მხოლოდ ომში, იარაღით ხელში, არამედ მშვიდობისთვის, მშვიდობიან ცხოვრებაშიც.

თქვენ წარმოიდგინეთ, მშვიდობიან გარემოში ბევრად უფრო რთულია სამშობლოს დაცვა, ვიდრე ომში. ბრძოლის ველზე პირდაპირ ხედავ მტერს და ესვრი. მშვიდობის დროს მტრის დანახვა გიჭირს, რადგან ხშირად, მეგობრად გევლინება ის, ვინც სინამდვილეში სულაც არ არის მეგობარი. პოლიტიკა რთული სფეროა და სანამ მის ლაბირინთებში კარგად გაერკვევი, შესაძლოა, ყველაზე ძვირფასი რამ დაკარგო – სამშობლო!

უსამშობლო ადამიანი უსულო და უსახლკარო კაცს ჰგავს, რომლის დროებითი საცხოვრისი მხოლოდ ცარიელი ადგილია. უსულოდ ცხოვრება უღმერთოდ ყოფაა, სადაც შესაძლოა ბევრი ახლობელი გყავდეს, მაგრამ მეგობარი – არც ერთი.

დღეს საქართველო კიდევ ერთხელ, და უკვე მერამდენედ, ბეწვის ხიდზე გადის. როგორ გაივლის ამ ძალზედ სახიფათო გზას, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული და არა ვინმე უცხოელზე, მტერსა თუ მოყვარეზე. ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გასაღები მხოლოდ ჩვენს ხელშია.

დღეს ქართული საზოგადოების აქცია რესპუბლიკის მოედანზე სწორედ იმის გამოხატულება იქნება, რომ საქართველოს გადარჩენის გასაღებს არ მივცემთ არც ერთ ქვეყანას. ეს ჩვენია და ჩვენვე უნდა ვმართოთ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ნდობის, პატივისცემისა და სუვერენიტეტის სრული აღიარებით.

სწორედ ამიტომ ვუერთდები ამ აქციას არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც რიგითი ქართველი და იმ საზოგადოების წევრი, ვისთვისაც სამშობლო მომავლის განვითარებასთან ერთად წარსულის შენარჩუნებაა. ვისთვისაც ღირებულებები ანაზღაურებით არ განისაზღვრება და ვისთვისაც მოქალაქეობა ორმხრივი ვალდებულებაა.

მოვდივარ, რათა დავიცვათ მშვიდობა მშვიდობიან ცხოვრებაში! მოვდივარ, რათა დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი თითქოსდა სუვერენულად აღიარებულ ქვეყანაში! მოვდივარ, რათა დავიცვათ ეროვნული თვითმყოფადობა თითქოსდა რეალურად თვითმყოფად გარემოში! მოვდივარ, რათა ათიათასობით ქართველთან ერთად მსოფლიოს ვუთხრათ: საქართველო ჩვენია და ამ საკუთრებას არაფრის ფასად დავთმობთ!,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სოფელ დვანთან ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

მიმდინარე წლის 30 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

“აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,თითოეული ჩვენგანის ვალია, სასამართლოსთან ვიყოთ, რადგან ის მძევლად ჰყავთ აყვანილი”- ხაბეიშვილი გრიგორიადისზე

„ნაციონალური მოძრაობა“ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად 1-ელ მაისს, საქალაქო სასამართლოსთან დაგეგმილ აქციას უერთდება.

როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ლაზარე გრიგორიადისი წინასწარ პატიმრობაში ყოველგვარი მტკიცებულებებისა და სამართლებრივი ჩარჩოების გარეშე იმყოფება და საზოგადოების მოქალაქობრივი ვალია, რომ მისი უფლებები დაიცვას.

„მინდა მოქალაქეებს ვუთხრა – ჩემო მეგობრებო, ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაშია, ევროკავშირშია, დაკავებით გემუქრებიან. ამის ნათელი გამოხატულება არის ლაზარე. არანაირი ფორმალური შესაძლებლობა არ არსებობს, რომ ეს ახალგაზრდა ციხეში იყოს. ის წინასწარ პატიმრობაში რატომ იმყოფება? – რობოკოპებს დააშინებს, მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენს? 21 წლის ახალგაზრდა წინასწარ პატიმრობაში რატომ უნდა ჰყავდეს რუსულ რეჟიმს? სადმე გაექცევათ? არ შეუძლიათ პასპორტი ჩამოართვან, ან საზღვარზე გააკონტროლონ? ამას პირობითად ვამბობ, რადგან, ხომ ვიცით, რომ ლაზარე არსად გამქცევი არაა?! მიზანმიმართულად ჰყავთ დაკავებული. სხვა არცერთი არგუმენტი, რომ ლაზარე წინასწარ პატიმრობაში უნდა იყოს, გარდა იმისა, რომ კრემლს აბარებენ ანგარიშს და „მესიჯი“ აქვთ, რომ ყველას, ვინც ანტირუსულ და პროევროპულ კამპანიაში ჩაერთვება, დასჯიან. ამ ახალგაზრდა ადამიანის სასამართლო ხვალ, 1-ელ მაისს, 17:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში გაიმართება. თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, იქ ვიყოთ და ლაზარეს უფლებები დავიცვათ, რადგან ის, ფაქტობრივად, ყოველგვარი მტკიცებულებების, სამართლებრივი ჩარჩოების გარეშე ჰყავთ წინასწარ პატიმრობაში, მძევლად აყვანილი. თუ ვინმემ კანონი დაარღვია, ეს არის „რუსული ოცნება“, რომელმაც კონსტიტუციის ფეხებზე დაკიდებით პარლამენტში შემოიტანა „რუსული კანონი“, რომელიც ქართველი ხალხის ნებით, ბრძოლით, ახალგაზრდების შემართებით და მათი გამარჯვებით დასრულდა“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

,,ბათუმის სტადიონი აშშ-ში, პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზეა წარდგენილი”- რიჟვაძე

განსაკუთრებით მახარებს ის, რომ ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია ბათუმის ახალი სტადიონი და ის გახდა ნომინანტი ეროვნულ დონეზე. ახლა უკვე წარდგენილია ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზე აშშ-ში. ეს ნომინაცია უკვე ნიშნავს წარმატებას. ჩვენ ველოდებით, თუ რას გადაწყვეტს ავტორიტეტული ჟიური. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქალაქს და ჩვენს პროექტებს, – ამის შესახებ განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმი აჭარაბეთ არენამ და სტადიონის მშენებელმა კომპანია ,,ანაგმა” უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 წელს საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გაიმარჯვა და ოსკარი მოიპოვა.

გამარჯვებულების გამოვლენა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ჟიურის მიერ განხორციელდა. ამ გამარჯვებით სტადიონი წარდგენილია მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d’Excellence Awards, რომელიც 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.

კახეთში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.

სეტყვამ, რომელიც 10 წუთის მანძილზე გრძელდებოდა ზიანი მიაყენა სოფელ ნინიგორს, გელათსა და ცოდნისკარს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სეტყვას ქარიც ახლდა.

“დაახლოებით 10 წუთი იყო სეტყვა და ქარი. ძირითადად ალუჩის ბაღებია დაზიანებული, ასევე საკარმიდამო ნაკვეთები”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

რა ხდება უკრაინაში ომის 431-ე დღეს

გასული დღე ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვითმა ძალებმა მტრის 60-მდე იერიში მოიგერიეს.

საოკუპაციო ძალებმა შეტევა გააძლიერეს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებებზე. უკრაინა დონაბასიში კონტრ შეტევისთვის ემზადება. ვრცელდება ცნობები, რომ ბახმუტთან ახლოს დისლოცირებული სამხედროები საბრძოლო მოქმედებებისთვის უკვე მზად არიან.

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებ, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.