Home Blog Page 1429

ჩვენ ახლო აღმოსავლეთს გარდავქმნით-ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის სამხრეთ რეგიონის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს შეხვედრაზე განუცხადა, რომ ომი “ახლო აღმოსავლეთის რეგიონს გარდაქმნის“. ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

„ვიცი, რომ თქვენ მძიმე და საშინელი რამ გადაიტანეთ. ის, რასაც „ჰამასი” გამოცდის, იქნება მკაცრი და საშინელი – ჩვენ უკვე იმ ბრძოლის შუა ეტაპზე ვართ, რომელიც ახლა დავიწყეთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა: “ჩვენ ვაპირებთ გარდავქმნათ ახლო აღმოსავლეთი”.

ნეთანიაჰუმ პოლიტიკოსები სიმტკიცისთვის შეაქო და აღნიშნა, რომ მომავალ ბრძოლას დრო დასჭირდება.

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

ბიზნესის დაწყება და მისი სწორად მართვა ის საქმეა, რომელზეც ბევრი ფიქრობს და მარტივიც ჰგონია, თუმცა სტარტაპის შექმნა და მისი განვითარება უამრავი მნიშვნელოვანი დეტალის განსაზღვრასა და თითოეული ნაბიჯის დაფიქრებულადა და წინდახედულად გადადგმას მოითხოვს.

ეს იმდენად დიდი და რთული საკითხია, რომ ბიზნესის წარმოებაში ნაკლებად ჩახედული ადამიანისათვის საუკეთესო გამოსავალია პროფესიონალების დახმარება, რათა საქმე სწორად განვითარდეს.

ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ მომხმარებლებისათვის სწორი პროდუქტისა თუ საჭირო მომსახურების შეთავაზება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა ბიზნესის წარმოება უამრავი ადმინისტრაციული საკითხის სწორად დაგეგმვას საჭიროებს.

ასეთი მნიშვნელოვანი საკითხია სწორი სამეწარმეო სტრუქტურის შერჩევა, ისეთის რომელიც ახალ კომპანიას საშუალებას მისცემს მაქსიმალურად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალსწინებული საგადასახადო შეღავათები და სახელმწიფო პროგრამები.

დამწყები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ბიზნესმენებისთვის ასეთ ინფორმაციასთან წვდომა ხშირად საკმაოდ რთულია, და ბევრ დეტალში გარკვევას მოითხოვს. განსაკუთრებით კი ეს ეხება ისეთ ბიზნესებს, რომლის მომხმარებლებიც უცხოელები იქნებიან.

საკუთარი დროის ოპტიმალურად გამოყენებისთვისა და პოტენციური რისკის შესამცირებლად შესაბამისი გამოცდილების მქონე საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა ერთადერთი სწორი გამოსავალია.

სწორედ ასეთი კომპანიაა ჯორჯაფაი, რომელიც დაგეხმარებათ როგორც ინდმეწარმის, ასევე მცირე მეწარმის რეგისტრაციაში. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ სრული ინფორმაცია მცირე და ინდ მეწარმის უპირატესობებზე – რუსულ ენაზე (Открыть ИП в Грузии) ან ინგლისურ ენაზე (Register an individual entrepreneur in Georgia)

გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზაციის სერვისები დისტანციურადაც ხელმისაწვდომია, რაც დროის, ფინანსებისა და ხარჯების ეკონომიისათვის ბევრს ნიშნავს.

ჯორჯიაფაი დაგეხმარებათ შეარჩიოთ და დაარეგისტრიროთ თქვენი ბიზნესისთვის სასურველი ბიზნეს სტრუქტურა და ისარგებლოთ ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმებით, რაც მეტ დროს მოგცემთ ბიზნესის მართვასა და განვითარებაზე კონცენტრირებისთვის.

კომპანიის ისტორია ჯერ კიდევ 2016 წლიდან იწყება, მას ნელ-ნელა შემოუერთდნენ პროფესიონალები და შეიქმნა მეგობრული გუნდი, რომელმაც უამრავ წარმატებულ სტარტაპ კომპანიას გაუკვლია გზა წარმატებისკენ.

ჯორჯიაფაი გთავაზობთ რაც შეიძლება მარტივად, ზედმეტი დროის დანახარჯის გარეშე შეძლოთ თქვენი ბიზნესის დარეგისტრირება და ეტაპობრივად გადადგათ წარმატების მომტანი ნაბიჯები.

კომპანიასთან დაკავშირება ძალიან მარტივია – ეწვიეთ საიტს და შეძლებთ, უმარტივესად გაეცნოთ მომსახურებათა ნუსხას, რომელსაც ჯორჯიაფაი გთავაზობთ;

საიტზე ასევე წარმოდგენილია საქართველოში ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო სრული ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი შეგიძლიათ იხილოთ ელექტრონული ფოსტის მისამართი და უშუალოდ მიმართოთ კომპანიას.

გისურვებთ წარმატებას!

 

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში სტრატეგიულ სამიზნეებზე შეტევას ახორციელებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში სამხედრო ოპერაციას ახორციელებს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში სტრატეგიულ სამიზნეებზე ვერტმფრენების გამოყენებით შეტევები მიმდინარეობს.

სოციალურ ქსელებში ლიბანში ჰეზბოლას სადამკვირველო პოსტის დაბომბვის კადრები ვრცელდება.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელრბული ინფორმაციით, დღეს მათ სულ მცირე ორი შეიარაღებული პირი მოკლეს, რომლებიც ლიბანიდან ისრაელში შესვლას ცდილობდნენ.

როგორ დაგეხმარებათ თანამედროვე ტექნოლოგიები მოსავლის დაბინავებაში

როგორ დაგეხმარებათ თანამედროვე ტექნოლოგიები მოსავლის დაბინავებაში

შემოდგომა სოფლის მეურნეობაში ყველაზე დატვირთული და შრომატევადი პერიოდია. ამ დროს თითოეულ დღეს მნიშვნელობა აქვს, რადგან მოსავლის აღება და დაბინავება ზამთრის დადგომამდე უნდა მოესწროს.

ბოლო წლებში სოფლის მეურნეობას ბევრი ქალაქში მაცხოვრებელიც შეუერთდა და მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი. საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განვითარებაში, ამიტომ ამ დარგის ხელშეწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებაზე.

არსებობს ონლაინ პლატფორმები, სადაც შესაძლებელია სასურველი ტექნიკის შეკვეთა და ნებისმიერ სოფელში მიღება. მაგალითად ონლაინ მაღაზია „ისურვე“, რომელიც ზრუნავს საკუთარ მომხმარებლებზე და სთავაზობს პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად და უფასო საკურიერო მომსახურებით თავად უზრუნველყოფს შეკვეთების ტრანსპორტირებას. ისურვეში შესაძლებელია ისეთი ნივთების შეძენა როგორიცაა ყურძნის საწური, მცენარეების შესაწამლი აპარატი, ელექტრო წისქვილი, რძის სეფერატორი და უამრავი სხვა საჭირო ტექნიკა და წვრილმანი ნივთი, რომელიც გლეხს მძიმე სამუშაოს შემსუბუქებაში დაეხმარება.

ტექნოლოგიური პროგრესი ფეხს უწყობს ყველა პროფესიის უახლეს მოთხოვნებს და სოფლის მეურნეობაც არ არის გამონაკლისი. პროგრესის კვალდაკვალ ონლაინ მაღაზიები სწრაფი ტემპით აგრძელებენ განვითარებას.

ონლაინ კომერცია და გლეხისთვის სხვადასხვა ტექნიკის შეძენა ახლა იმაზე მარტივია, ვიდრე სულ რამდენიმე წლის წინ იყო. ტექნოლოგიურმა პროგრესმა დახვეწა მომსახურების სფერო და ახლა სხვადასხვა საჭიროების მომხმარებლებისთვის სასურველი პროდუქციის შეძენა ისეთი მარტივია, როგორც არასდროს.

იერუსალიმში და ქალაქის სიახლოვეს სარაკეტო თავდასხმის მანიშნებელი სირენის ხმა იმის

იერუსალიმში და ქალაქის სიახლოვეს სარაკეტო თავდასხმის მანიშნებელი სირენის ხმა იმის. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიბისი“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრებლები იუწყებიან, რომ აფეთქებების ხმა ესმით.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ჰამასმა“ იერუსალიმის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

როგორც „ჰამასის“ წევრები აცხადებენ, ეს არის პასუხი ისრაელის არმიის მიერ პალესტინელების საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებულ იერიშებზე.

ევროკავშირი პალესტინას დახმარებას უწყვეტს

ევროპულმა კომისიამ პალესტინისთვის 691 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

„ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ტერორიზმისა და სისასტიკის მასშტაბები გარდამტეხი მომენტია“, – წერს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ტვიტერის“ გვერდზე.

მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პალესტინის დახმარებისთვის მომავალი გადახდები დაუყოვნებლივ შეჩერებულია, ხოლო ახალი ბიუჯეტის შესახებ განხილვები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ცნობისთვის, ევროკავშირი პალესტინის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მხარდამჭერია და 2021-2024 წლებში 1.18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პროგრამა იყო გათვალისწინებული.

“პალესტინის სახელმწიფოს შექმნა მშვიდობის დამყარების ყველაზე სანდო გზაა” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, “პალესტინის სახელმწიფოს” შექმნა ისრაელში მშვიდობის დამყარების ყველაზე სანდო გზაა.

ლავროვმა ამის შესახებ არაბული ქვეყნების ლიგის გენერალურ მდივან, აჰმედ აბულ გეითთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ისრაელის გვერდით იქნება, არის კონფლიქტის მოგვარების ყველაზე სანდო გზა. ჩვენ ვერ დავეთანხმებით მათ, ვინც ამბობს, რომ უსაფრთხოების დამყარება მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლით არის შესაძლებელი”. – ამბობს ლავროვი.

ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ.

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი – ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი “ძლევამოსილი შურისგებისთვის” უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

“საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის შეიარაღების გადაცემა არის მიდგომა, რომელიც ახალ დაპირისპირებას ემსახურება” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთთან ნებისმიერ ახალ კონფლიქტზე პასუხისმგებლობა საფრანგეთს დაეკისრება. ეს განცხადება ილჰამ ალიევმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პარიზი ერევანს სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას დაჰპირდა.

„საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის შეიარაღების გადაცემა არის მიდგომა, რომელიც არა მშვიდობას, არამედ ახალ დაპირისპირებას ემსახურება, და თუ რეგიონში რაიმე ახალი დაპირისპირება მოხდება, მაშინ დამნაშავე ამაში იქნება საფრანგეთი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნდა.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ილჰამ ალიევი გრანადაში საფრანგეთის პოზიციის გამო არ ჩავიდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა სამი რეზოლუცია, რომლებშიც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზეა საუბარი

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ კოპენჰაგენში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე რეზოლუცია დაამტკიცა.

რეზოლუციებში საუბარია მათ შორის საქართველოზე, სადაც გამოხატულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა.

რეზოლუციაში 485 „სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ“ ვკითხულობთ ჩანაწერებს საქართველოსთან დაკავშირებით.

„ძლიერად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ, უკანონო და სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, რომელიც არის რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე ყოველდღიური, ცხადი და ღია მუქარა ალიანსის უსაფრთხოების და ევროატლანტიკური სივრცის მშვიდობისა და სტაბილურობისადმი. ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის ქმედებები ხაზს უსვამს შავი ზღვის რეგიონის გაზრდილ სტრატეგიული მნიშვნელობას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, როგორც ეს 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფციაშია აღნიშნული და საჭიროებს ყოვლისმომცველი შავი ზღვის სტრატეგიის განვითარებას. ვგმობთ რუსეთის გაცხადებულ მისწრაფებას, რომ ააშენოს ფლოტისთვის ბაზა ოჩამჩირეში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, რაც საფრთხეს წარმოადგენს შავი ზღვის რეგიონში მომავალი დესტაბილიზაციისთვის. მხარს ვუჭერთ ალიანსის მცდელობა, რომ საჭიროებებზე მორგებული პაკეტი დანერგოს ნატო-ს პარტნიორებში, რომლებიც გარე გავლენების მიმართ ყველაზე მოწყვლადნი არიან, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და კვლავ დადასტურდეს 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით, როგორც გაწევრიანების პროცესის განუყოფელი ნაწილი. საჭიროებებზე მორგებული პაკეტის სწრაფი იმპლემენტაცია მოხდეს საქართველოსა და მოლდოვისთვის მაშინ, როდესაც გრძელდება აქტიური მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა, ისევე როგორც მხარდაჭერილ იქნას ნატო-ს წევრობისკენ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები რეფორმების დღის წესრიგის განგრძობითობის, მათ შორის საკვანძო დემოკრატიული რეფორმების და ეროვნული წლიური პროგრამის გამოყენებით“, – ნათქვამია ერთ-ერთ რეზოლუციაში.

ასევე, რეზოლუციაში 487 „ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებების აღსრულება“ ნათქვამია, რომ რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს უცვლელ მხარდაჭერას საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის,  სუვერენიტეტის და საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

„რეზოლუცია მიუთითებს ნატო-ს წევრებს, რომ რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორების ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისადმი სრულად გამოიყენონ ნატო-ს მხარდამჭერის ინსტრუმენტები, რომ გააძლიერონ მათი მედეგობა, გაზარდონ უსაფრთხოება და გაგრძელდეს რეფორმები და განაგრძონ საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა საჭირო რეფორმებზე შემდგომი პროგრესის მოწოდებით“, – აღნიშნულია ერთ-ერთ რეზოლუციაში.

ამასთან, რეზოლუცია 484 მოუწოდებს ნატო-ს წევრ მთავრობებსა და ალიანსის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, გააგრძელონ ასპირანტ საქართველოსთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან არსებული თანამშრომლობის გაძლიერება და განვითარება.

„იმუშაოს მათთან ინტეგრაციისა და მედეგობის მშენებლობისთვის, განავითაროს მათი თავდაცვითი შესაძლებლობები, მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის და ნატო-ს მადრიდის 2022 წლის სამიტის გადაწყვეტილებების შესაბამისად, საჭიროებებზე მორგებული პაკეტის მხარდაჭერით“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

“საქართველო მოლაპარაკებების მაგიდას სთავაზობს აზერბაიჯანსა და სომხეთს” – არჩილ თალაკვაძე

საქართველო მოლაპარაკებების მაგიდას სთავაზობს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანს და სომხეთს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი ნდობაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვან სამუშაო ვიზიტს უმასპინძლა. პირდაპირი განცხადებები გაკეთდა, სადაც ჩანს, რომ საქართველო აზერბაიჯანისთვის ისევე, როგორც რეგიონისთვის არის საიმედო პარტნიორი. საქართველო მოლაპარაკებების მაგიდას სთავაზობს მეზობელ ქვეყნებს აზერბაიჯანს და სომხეთს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი ნდობაა და საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში. რეგიონში ჩვენი მიზანი და როლია სწორედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველყოფა და საქართველო ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გუშინ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები, ჩვენი შემდგომი განვითარება, ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური“. ამასთან, ერთობლივი განცხადებების დროს, ილჰამ ალიევმა აღნიშნა: „დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე. იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ და შევქმნით პოლიტიკურ გარემოს სამხრეთ კავკასიაში, სადაც წარიმართება სამმხრივი თანამშრომლობა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით“. ალიევმა ასევე განაცხადა: „მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გვთავაზობს ფასილიტატორის როლს, თუ სომხეთის თანხმობა იქნება, მყისიერად დავიწყებთ შეხვედრებს აქ, საქართველოში“.

„აღარ გვიკვირს უკვე, რომ მსოფლიო ბანკის, თუ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით და ინდიკატორებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ქვეყნების გარკვეულ რაოდენობას და ნატო-ს წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან რაოდენობას”

ჩინეთისა და აშშ-ს ურთიერთობები კაცობრიობის მომავალზე ახდენს გავლენას, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დღეს პეკინში ამერიკელი სენატორების დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ის თუ როგორი ურთიერთობები ექნებათ ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ცვლილებებისა და არეულობის პირობებში, კაცობრიობის მომავალსა და ბედს განსაზღვრავს.

მე ბევრჯერ მითქვამს, მათ შორის აშშ-ის რამდენიმე პრეზიდენტისთვის, რომ ჩვენ ათასი მიზეზი გვაქვს ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, მაგრამ არცერთი მათ დასაზიანებლად“, – განუცხადა სი ძინპინმა აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერ ჩაკ შუმერს შეხვედრისას და დაამატა, რომ ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობა არის „ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობა სამყაროში“.

ჩაკ შუმერმა ჩინეთის პრეზიდენტს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „აშშ და ჩინეთი ერთად ქმნიან მიმდინარე საუკუნეს“.

“აღარ გვიკვირს უკვე, რომ მსოფლიო ბანკის, თუ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ქვეყნებს”

აღარ გვიკვირს უკვე, რომ მსოფლიო ბანკის, თუ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით და ინდიკატორებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ქვეყნების გარკვეულ რაოდენობას და ნატო-ს წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან რაოდენობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„აღარ გვიკვირს უკვე, რომ მსოფლიო ბანკის, თუ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით და ინდიკატორებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ქვეყნების გარკვეულ რაოდენობას და ნატო-ს წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან რაოდენობას. როცა საუბარია კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე, მართლმსაჯულებაზე და მართვის სისტემაზე, გამჭვირვალეობაზე, განვითარებაზე. უშველებელი ტრაგიკული პროცესების მიღმა, რომელიც ვითარდება, სწორად უნდა შევაფასოთ ის მაჩვენებელი, რომლითაც საქართველო ხასიათდება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მსოფლიო ბანკმა 30 სექტემბერს გამოაქვეყნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები. კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 25 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ 5 სახელმწიფოს.