აღარ გვიკვირს უკვე, რომ მსოფლიო ბანკის, თუ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით და ინდიკატორებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ქვეყნების გარკვეულ რაოდენობას და ნატო-ს წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან რაოდენობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„აღარ გვიკვირს უკვე, რომ მსოფლიო ბანკის, თუ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით და ინდიკატორებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ქვეყნების გარკვეულ რაოდენობას და ნატო-ს წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან რაოდენობას. როცა საუბარია კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე, მართლმსაჯულებაზე და მართვის სისტემაზე, გამჭვირვალეობაზე, განვითარებაზე. უშველებელი ტრაგიკული პროცესების მიღმა, რომელიც ვითარდება, სწორად უნდა შევაფასოთ ის მაჩვენებელი, რომლითაც საქართველო ხასიათდება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მსოფლიო ბანკმა 30 სექტემბერს გამოაქვეყნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები. კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 25 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ 5 სახელმწიფოს.