Home Blog Page 4

ხვალიდან 10-ზე მეტ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეწყდება

ხვალიდან 10-ზე მეტ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეწყდება იქამდე, ვიდრე ხელისუფლება ე.წ  ,,რუსულ კანონს” უკან არ გაიტანს. თსუ-ს, ილიაუნის, ჯიპას, საქართველოს უნივერსტეტის, ალტეს, ჯის, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, თავისუფალი და აგრარული უნივერისტეტების სტუდენტები ხვალიდან აღარ აპირებენ ლექციებზე შესვლას.

ახალგაზრდების პროტესტს ცოტა ხნის წინ შეუერთდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდნეტებიც. საპროტესტო მანიფესტს სამედიცინოს 600-ზე მეტმა სტუდენტმა მოაწერა ხელი, რომლებიც დღევანდელ აქციაზე სიმბოლურად თეთრი ხალათებით მივლენ. სტუდენტების პროტესტს რამდენიმე უნივერსიტეტში ლექტორებიც შეუერთდნენ.

პარლამენტთან, სადაც აქცია ლოზუნგით – “გავათენოთ საქართველოსთვის” იწყება,  საავტომობილო გზა გადაიკეტა

პარლამენტთან, სადაც რამდენიმე წუთში დაიწყება აქცია ლოზუნგით – “გავათენოთ საქართველოსთვის”, გზა გადაიკეტა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან, 13 მაისს, დილას, ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოსმენა აქვს დაგეგმილი.

მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიტანილი აქვთ ყველა ის ნივთი, რაც მათივე შეფასებით დაეხმარებათ „უსაფრთხოდ ყოფნაში“. აღნიშნული ნივთებია – საძილე ტომრები, აირწინაღები და დამცავი სათვალეები.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

„რუსული კანონი“ უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული”- არასამთავრობო ორგანიზაციები

ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი საკუთარი მიზნებითა და შინაარსით არის რუსული, მიმართულია ქართველი ხალხის დასავლური კურსის წინააღმდეგ და ის უპირობოდ უნდა იქნას უკან გაწვეული, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ვერანაირი შესწორება ვერ შეცვლის იმ დამანგრეველ შედეგებს, რასაც ამ კანონის ამოქმედება ჩვენს საზოგადოებას მოუტანს.

“თვეზე მეტია, ქართველი ხალხი რუსული კანონით პუტინის წესების დამკვიდრებას ეწინააღმდეგება. 11 მაისის უპრეცედენტოდ მრავალრიცხოვანმა აქციამ ნათლად აჩვენა, რომ ქართველი ხალხი იაზრებს ამ კანონის მზაკვრულ მიზნებს, არ ეპუება ხელისუფლების მცდელობას, დააშინოს მოსახლეობა და ურყევად იცავს ქვეყნის დასავლურ კურსს. შეისმინეთ ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოების ხმა. ხელისუფლებამ ეს კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 104 ორგანიაზაცია აწერს ხელს:

ა(ა)იპ “ტოლერანტობის სამყარო”;

ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”;

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);

ასოციაცია მერკური;

ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი;

განათლების და განვითარების ცენტრი თოლისკური;

გერგარტი;

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი;

გურიის სამოქალაქო ცენტრი;

დემოკრატიის ინსტიტუტი;

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

დემოკრატიის მცველები

ევროპის ფონდი;

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი;

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);

ვი2თექ ჯორჯია;

ზ/სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი;

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი;

თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN);

თბილისი პრაიდი;

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი;

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);

ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა;

კავკასიის ეკომეწარმეთა ასოციაცია;

კავკასუს პრინციპიუმი;

კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისათვის;

კომლი;

ლომეკი;

მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში;

მედია აპრილი;

მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი);

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი;

მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”;

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD);

მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი;

მშობლები განათლებისთვის;

მწვანე ალტერნატივა;

მწვანე სექტორი;

მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი;

ნეო ტვ;

ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ;

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);

პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის;

პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის პსკ;

პლატფორმა სალამ;

პრევენცია პროგრესისთვის;

რაჭის სათემო ორგანიზაცია;

რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG);

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია;

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო;

საზოგადოებრივი მოძრაობა “მწვანეები”;

საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა;

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);

სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი;

სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა;

სამოქალაქო იდეა;

სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის;

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი;

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი;

სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC);

საორსა;

საფარი;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

საქართველოს გაეროს ასოციაცია;

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია;

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);

საქართველოს ევროპული ორბიტა;

საქართველოს მედია-კლუბი;

საქართველოს პენცენტრი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);

საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch);

საქართველოს სასოფლო დარბაზი;

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი;

საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი;

სახეობათა კონსერვციის ცენტრი “ნაკრესი”;

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი;

სოციალური სამართლიანობის ცენტრი;

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);

უფლებები საქართველო;

ფემეა;

ფემინა;

ფონდი აურეს;

ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი;

ფორსეტი;

ფსიქოლოგიური მხარდაჭერა საქართველოში Psychological Assistance Georgia;

ქალები საქართველოდან;

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;

ქალთა ორგანიზაცია-კავშირი “პაროს”

ქართული მედია ჯგუფი;

ქვემო ქართლის მედია;

ქვიარ ასოციაცია – თემიდა;

ღია სივრცე კავკასია;

ყვარლის ევროკლუბი;

შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი ,,ლამპარი”;

ჩემი იმერეთი;

ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის;

ცოდნის კაფე;

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT;

CENN;

GABP – საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია;

GrlzWave;

Gundelik;

Promote Georgia.

თსუ-ის საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებისგან განსაკუთრებული ბულინგი, აგრესია და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდის მათზე, ვინც ღიად არ აფიქსირებს თავის პოზიციას, ასეთი სტუდენტები კი აბსოლუტური უმრავლესობაა – პავლე კახიძე

“ხალხის ძალის” წევრი, სტუდენტი პავლე კახიძე, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სასწავლებლებში, კერძოდ კი, თსუ-ში არსებულ სიტუაციაზე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თსუ-ს საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებისგან განსაკუთრებული ბულინგი, აგრესია და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდის მათზე, ვინც ღიად არ აფიქსირებს თავის პოზიციას, ასეთი სტუდენტები კი აბსოლუტური უმრავლესობაა.

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებისგან ხორციელდება სერიოზული სიტყვიერი შეურაცხყოფა მათზე, ვინც ვემხრობით ამ კანონს და არ ვმალავთ ჩვენს პოზიციას. ხოლო განსაკუთრებული ბულინგი, აგრესია და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდის მათზე, ვინც ღიად არ აფიქსირებს თავის პოზიციას. ასეთი სტუდენტები კი აბსოლუტური უმრავლესობაა. მათ დაჟინებით მოუწოდებენ, რომ ხმა ამოიღონ და დადგნენ პროტესტანტების გვერდით, სტუდენტურ გაფიცვაზე.

ერთადერთი კითხვა მაქვს ამ მოძალადე სტუდენტებთან: ეს არის თქვენი ევროპული და დემოკრატიული საქართველო?! ასეთი ქვეყნისთვის აწყობთ აქციებს?

ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას გვაქვს შეკრებისა და მანიფესტაციის, ასევე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. სახელმწიფო კი ვალდებულია დაიცვას ჩვენი უფლებები. ამაზე, იმედია, ყველა ვთანხმდებით, მაგრამ, ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ არც ერთი მათგანი აბსოლუტური უფლება არაა და ორივეს შეზღუდვა შეიძლება ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაში. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება, შტურმი და კონსტიტუციურ ორგანოებზე იერიშის მიტანა, არ არის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა.

ყველა ადამიანი დაბადებით არის თავისუფალი და სხვა ჩვენი კურსელების ბულინგი, შეურაცხყოფა და დამცირება განსხვავებული აზრისთვის, არ არის ევროპული ღირებულება. ვისაც სურვილი აქვს იაროს ლექციებზე, ვინც პროტესტის ფორმად გაფიცვას იყენებს, ეს მისი უფლებაა და არც მათი დაბულინგებაა სწორი. არჩევანის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია.

ამ პოზიციაზე მე მარტო არ ვარ! უამრავი ახალგაზრდა ფიქრობს ჩემსავით, უბრალოდ, ამ სტუდენტების აგრესიულობითა და განსხვავებული აზრის მიუღებლობით, ბევრი იკავებს თავს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან და დროა ეს მიდგომა შეიცვალოს.

დიახ, მე მინდა ევროკავშირის წევრი საქართველო. მე მინდა გაერთიანებული საქართველო!!! მე მინდა სუვერენული საქართველო და ამას აუცილებლად მივაღწევთ იმ მშვიდობიანი გზით, რა გზაზეც მე და ჩემი თანამოაზრეები ვართ.

რევოლუცია, სახელმწიფოს გადატრიალება და პოლიტიკური მიზნებისთვის კონკრეტული სენსიტიური თემების და ახალგაზრდობის გამოყენება, არ არის ევროპული სტანდარტი. ევროპული სტანდარტია სწორედ გამჭვირვალობა და განსხვავებული აზრისადმი პატივისცემა.

მე ასეთი ევროპული საქართველოსთვის ვიბრძვი.“ – წერს პავლე კახიძე.

,,ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი”- ვახტანგ გომელაური

xr:d:DAFa9IDn-mo:9,j:4071829105,t:23022117

როგორც პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, ისე ოპერატიული ინფორმაციით, ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის, შეკრების მონაწილეებმა სცადონ პარლამენტის ბლოკირება და ხელი შეუშალონ შენობაში საქართველოს პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს შესვლა, რასთან დაკავშირებითაც გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე.

„გასულ წლებში ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია. შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ“, – განაცხადა მინისტრმა.

,,აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო`ბრაიენთან შეხვედრისას სახელისუფლებო გუნდს ერთადერთი გზავნილი აქვს – გვინდა ევროპაში მშვიდობიანად, სუვერენიტეტითა და ღირსებით შესვლა”- გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო`ბრაიენის ვიზიტის შესახებ ისაუბრა, რომელიც სახელისუფლებო გუნდთან შეხვედრას 14 მაისს გამართავს.

მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდს ერთადერთი გზავნილი აქვს – საქართველო ევროპაში მშვიდობიანად, სუვერენიტეტითა და ღირსებით შევიდეს.

„ვერ გეტყვით [სახელისუფლებო გუნდთან შეხვედრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო`ბრაიენს] რა გზავნილები ექნება. ჩვენ ერთადერთი გზავნილი გვაქვს: გვინდა ევროპაში მშვიდობიანად, სუვერენიტეტით, ღირსებით შესვლა. რაც მთავარია, საქართველოში მშვიდობიანად ცხოვრება, ეკონომიკური წინსვლით და დიდ სახელმწიფოებთან სტრატეგიული ურთიერთობებით. ამ ფორმატში ყველას ვეთანამშრომლებით. დანარჩენი, შიშებში და მოლოდინებში ცხოვრება საქართველოში უკვე დასრულებულია.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.გურამ მაჭარაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო`ბრაიენთან შეხვედრისას სახელისუფლებო გუნდს ერთადერთი გზავნილი აქვს: გვინდა ევროპაში მშვიდობიანად, სუვერენიტეტითა და ღირსებით შესვლა

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო`ბრაიენის ვიზიტის შესახებ ისაუბრა, რომელიც სახელისუფლებო გუნდთან შეხვედრას 14 მაისს, სამშაბათს გამართავს.

მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდს ერთადერთი გზავნილი აქვს: საქართველო ევროპაში მშვიდობიანად, სუვერენიტეტითა და ღირსებით შევიდეს.

„ვერ გეტყვით [სახელისუფლებო გუნდთან შეხვედრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო`ბრაიენს] რა გზავნილები ექნება. ჩვენ ერთადერთი გზავნილი გვაქვს: გვინდა ევროპაში მშვიდობიანად, სუვერენიტეტით, ღირსებით შესვლა. რაც მთავარია, საქართველოში მშვიდობიანად ცხოვრება, ეკონომიკური წინსვლით და დიდ სახელმწიფოებთან სტრატეგიული ურთიერთობებით. ამ ფორმატში ყველას ვეთანამშრომლებით. დანარჩენი, შიშებში და მოლოდინებში ცხოვრება საქართველოში უკვე დასრულებულია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

,,ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში”- შალვა პაპუაშვილი

„ჩვენი დაკვირვებაა, რომ ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ცვლის ტრადიციულ ურთიერთობას, ქცევის წესებს,

გარკვეულწილად ცვლის დამოკიდებულებებს, აღქმებს, უწესებს ისეთ ვალდებულებებს საზოგადოების სხვადასხვა წევრებს, როგორიც ტრადიციულად, როგორც წესი, საზოგადოებაში არ იყო  ხოლმე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გორში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

როგორც მან აღნიშნა, სხვადასხვა სახის კვლევები აჩვენებს თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს არასრულწლოვანებზე ამგვარი პროპაგანდის შეტანას საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

„ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც რაღაც ტენდენციები სხვა ქვეყნებში ფეხს იკიდებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ის ინაცვლებს საქართველოში სხვადასხვა გზებით, მათ შორის, დაფინანსების მეშვეობით, ზოგჯერ  წახალისებულია რაღაც იდეები.
დღეს არსებული კომუნიკაციების საშუალებებიდან გამომდინარე საზღვრები  პირობითია,  ფაქტობრივად,  ჩვენი მთლიანი სამყარო ერთ სივრცეშია მოქცეული და ერთი ინფორმაცია ან ერთი ტენდენცია, რაც ერთ ქვეყანაშია გავრცელებული ან  გაძლიერებული, მყისიერად ჰპოვებს ადრესატს სხვა ქვეყანაში.
არის გარკვეული ტენდენციები და მიმართულებები, რომელიც

საქართველოში მეტ-ნაკლებად უკვე რელევანტურია – ზოგი უფრო ძლიერ, ზოგი ნაკლებად, თუმცა  ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ახლავე მოვაწესრიგოთ ეს საკითხი, თუკი საზოგადოების თანხმობა  იქნება ამაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა,  საპარლამენტო უმრავლესობამ ამ საკითხების დარეგულირების მიზნით პარლამენტში დაინიცირა ორი ინიციატივა – ერთი ეხება ცვლილებას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში, ხოლო მეორე არის კონსტიტუციური კანონის პროექტი და ის  ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა დაცვას შეეხება.

,,არჩევნების შემდეგ აღარ იქნება „რუსული კანონი“, გაუნათდება ყველას გონება და მიხვდება, რომ ქართულია?”- მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო – არჩევნების შემდეგ აღარ იქნება რუსული კანონი, გაუნათდება ყველას გონება და ყველა მიხვდება, რომ ქართულია? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრეზიდენტის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

მდინარაძის შეფასებებით, პრეზიდენტმა „მეორე საოცრება“ თქვა, არჩევნების შემდეგ კანონის ამოქმედების გადატანაზე.

„სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო.

მეორე საოცრებაც თქვა, საოცრება, რომელსაც რეალურად აღიარება ჰქვია – ამოქმედება გადაიტანეთ არჩევნების შემდეგო, ანუ, მანამდე მაგ გაუმჭვირვალე ფულით იქნებ რამენაირად დაგამხოთო – ეს თქვა ფაქტობრივად.

P.S. არჩევნების შემდეგ აღარ იქნება რუსული კანონი, გაუნათდება ყველას გონება და ყველა მიხვდება, რომ ქართულია? მთავარია არჩევნების მერე ამოქმედდესო, “პრეზიდენტმა“,- წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა: „ნამდვილად წარმოვადგენ ვეტოს, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ და თამაშს არ დავიწყებ, ჩემი იმედი ნუ გექნებათ! – გადაიტანეთ ამ კანონის ამოქმედების ვადა 1-ელი ნოემბრისთვის“.

არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება -პრეზიდენტი სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართავს და მოუწოდებს, არ გაბედონ ძალადობა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ.

„მინდა მივმართო ასევე სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ არავინ არ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში. არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება, იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც უკვე რამდენი კვირაა მსოფლიოს აჩვენა, თუ რამდენად მშვიდობიანი, რამდენად შეგნებული, რამდენად შემართებული და არაპროვოკაციაზე წამსვლელი არიან. ასე რომ, ვერავის ვერაფერს დააჯერებთ. ტყუილად არის. მხოლოდ იმას დააჯერებთ და იმას აჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, რომ თქვენ კანონს არ ემორჩილებით. ამიტომ გირჩევთ, თავი შეიკავეთ ამისგან, იმიტომ რომ, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს პასუხისმგებლობა არის თქვენი. ამას წინასწარ ვამბობ და მე მგონი, რომ ყველასთვის გასაგებია”-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე მოუწოდა აქციის მონაწილეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ აჰყვნენ პროვოკაციებს

მინდა ასევე მომიტინგეებს მივმართო, რომ იცოდეთ, ეს პრემიერის სიტყვებში და სხვა გამოსვლებში იკითხება, არის რაღაც გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ. მინდა ძალიან დიდი სიფრთხილისკენ მოგიწოდოთ, რომ არავინ გამოგიწვიოთ ამ პროვოკაციებში”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

– ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ თამაშებს-სალომე ზურაბიშვილი

გუშინ საქართველომ მსოფლიოს, ჩვენ, ყველას ძლიერად, მშვიდობიანად, დამაჯერებლად კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, არ დაუშვებს რუსულ კანონს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ადამიანების დათვლა საჭირო არ არის და ყველას წინაშე წარდგა ის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს, ხელისუფლებამ კი დაბნეულობა აჩვენა.

„ძალიან სასაცილოა, როცა ვითომ სერიოზული პოლიტიკოსები, მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო. დათვლა საჭირო არაა, ყველას წინაშე წარდგა ის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს. ხელისუფლებამ თავის მხრიდან დაბნეულობა აჩვენა. აჩვენა, რომ არ აქვს ამ რაოდენობის ხალხის წინაშე არანაირი სტრატეგია, თუ არა ის, რაც ასეთ ხელუსუფლებას ახასიათებს, როცა ხალხის ნდობა აღარ აქვს, ანუ ტყუილი, მანიპულაცია, მიხრა-მოხრა, რომ გაუგებრობა შეიქმნას, მაგრამ ეს გაუგებრობა ვერ იქნება. ტყუილს მიჩვეული ვართ, ვიცით, ერთხელ უკვე ეს რუსული კანონი გაიწვიეს, დაგვიფიცეს აღარასდროს შემოვიტანთო, არამხოლოდ ჩვენ, არამედ უცხოელ პარტნიორებს. ისევ დააყენეს ეს საკითხი, რომელიც რეალურად, არავის და თვითონაც არ სჭირდებოდათ. მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ჩვენ რაც გვინდა იმას ვაკეთებთ, არავის, არც შიგნით, არც გარეთ არ ვემორჩილებით. აგერ, პასუხი საზოგადოებისა. მანიპულაციაა, როცა ერთი ხელით რაღაცაზე საუბრობ და მეორე ხელით ამბობს იმას, ის, რაც ახლა გავიგონეთ, პრემიერის სიტყვები – ძალადობა, დაშინება, ტერორი, სრულიად უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება, ვერავის დაარწმუნებთ, რომ ეს ახალგაზრდები რაღაც დიდ კონსპირაციებს აწყობდნენ, თქვენ თვითონაც არ გჯერათ. მრცხვენია, როცა ვკითხულობ პარლამენტის წევრებისგან წარმოუდგენელ სიტყვებს, რაც მხოლოდ ერთი რამის ნიშანია, უკვე დაშინებული არიან შინაგანად. ეს სწორედ იმ შინაგანი მდგომარეობის საშინელი გამოხატვაა. ისიც ვერ გაიგეთ, რომ აქ, კი, რუსულ კანონზეა საუბარი. ვერანაირი კითხვა, აბა, რა არის ამ კანონში რუსული, ამას ვერ შეცვლის. თქვენ იკითხეთ და წერეთ. ეს კანონი რუსულია, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ ეს კანონი სიმბოლო გახდა. წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით, რეალურად თქვენივე ქმედებები, სიტყვები, ძალადობა საზოგადოებაზე, რუსულია. ეს ის მეთოდებია, რომელიც გვეგონა, რომ წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ. აი, მე რომ დამასწრო პრემიერმა, მისი გამოსვლა რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის აუცილებლად გამოიყენებს ვეტოს.

„რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო, გაახსენდათ ის პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერმა ეძახა მოღალატე საკუთარი ჯარის წინაშე. ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა. ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, მოდით, ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცეები ჩაწერეთ-დაგიწერენ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ სხვები დაგიწერენ და წარმოგვიდგინეთ, შეიძლება, დავფიქრდეთ. იფიქრეთ თქვენ და იყავით, მე ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს, რადგან ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ხალხში გაუგებრობა შემოიტანოს. გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? თქვენი ნებაა, ან გაიწვიეთ, ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, შენიშვნებს შემოგთავაზებთ. ან, კიდევ უფრო მარტივი, თქვენ თვითონ, ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ პირველი ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ, როცა, ვინც ხელისუფლებაში მოვა, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, სხვა კანონების გადამღერებაა, თუ რაცაა. ჩემი იმედი ნუ გექნებათ იმაში რომ, მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს კანონი. არა. არის რუსული, დარჩება რუსული და თქვენც ამ კანონთან ერთად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცველებს მიმართა.

„მინდა, მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს, არავინ გაბედოთ ის, რაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში, არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც აჩვენა, რამდენად მშვიდობიანი, შეგნებული, შემართებული და რამდენად არაპროვოკაციაზე წამსვლელი არიან. ვერავის დააჯერებთ ვერაფერს, მხოლოდ იმას აჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, რომ თქვენ კანონს არ ემორჩილებით. გირჩევთ, თავი შეიკავეთ ამისგან, რაც არ უნდა მოხდეს, პასუხისმგებლობა თქვენია. მინდა, მივმართო მომიტინგეებს, რომლებიც ამ საღამოს, ხვალ, როცა იქნება მესამე მოსმენა, თქვენ იცოდეთ, არის გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ. ასე რომ, მინდა, მოგიწოდოთ დიდი სიფრთხილისკენ, რაც არაა შიში, მაგრამ სიფრთხილე, რომ არავინ გამოგიწვიოთ ამ პროვოკაციებში. ჩანს და უკვე ვნახეთ, რამდენად შეგნებული და მშვიდობიანი იყო ეს გამოსვლები, ესაა საქართველოს საზოგადოება, ესაა ის საზოგადოება, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ ვართ რელსი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 მე საქართველოს მეგობარი ვარ და მხარს ვუჭერ ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ამიტომ მივემგზავრები თბილისში-მიხაელ როთი

ჩვენ გვინდა სოლიდარობის მესიჯის გაგზავნა და საუბრის გამართვა, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„მე საქართველოს მეგობარი ვარ და მხარს ვუჭერ ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ მივემგზავრები თბილისში ევროკავშირის ქვეყნების სხვა კოლეგებთან ერთად. ჩვენ გვინდა სოლიდარობის მესიჯის გაგზავნა და საუბრების გამართვა“, – წერს როთი.

ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა -„აბა, რა არის მასში რუსული“, ამას ვერ შეცვლის, წერეთ და იკითხეთ – პრემიერის გამოსვლაც რუსულია-პრეზიდენტი

ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა, რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის, წერეთ და იკითხეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, პრემიერ ირაკლი კობახიძის დღევანდელი გამოსვლაც რუსულია და „ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ არ დაბრუნდება“.

„ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის – წერეთ და იკითხეთ. ეს კანონის არის რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა – წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით. რეალურად, თქვენივე სიტყვები და საზოგადოებაზე ძალადობა რუსულია. ეს ის მეთოდებია, რომელიც წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ. მე რომ პრემიერმა დამასწრო – მისი გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ დაბრუნდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.