არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება -პრეზიდენტი სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართავს

6
spot_img

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართავს და მოუწოდებს, არ გაბედონ ძალადობა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ.

„მინდა მივმართო ასევე სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ არავინ არ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში. არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება, იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც უკვე რამდენი კვირაა მსოფლიოს აჩვენა, თუ რამდენად მშვიდობიანი, რამდენად შეგნებული, რამდენად შემართებული და არაპროვოკაციაზე წამსვლელი არიან. ასე რომ, ვერავის ვერაფერს დააჯერებთ. ტყუილად არის. მხოლოდ იმას დააჯერებთ და იმას აჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, რომ თქვენ კანონს არ ემორჩილებით. ამიტომ გირჩევთ, თავი შეიკავეთ ამისგან, იმიტომ რომ, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს პასუხისმგებლობა არის თქვენი. ამას წინასწარ ვამბობ და მე მგონი, რომ ყველასთვის გასაგებია”-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე მოუწოდა აქციის მონაწილეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ აჰყვნენ პროვოკაციებს

მინდა ასევე მომიტინგეებს მივმართო, რომ იცოდეთ, ეს პრემიერის სიტყვებში და სხვა გამოსვლებში იკითხება, არის რაღაც გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ. მინდა ძალიან დიდი სიფრთხილისკენ მოგიწოდოთ, რომ არავინ გამოგიწვიოთ ამ პროვოკაციებში”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.