Home Blog Page 279

“გელათში 21 კრიტიკული კერა გამოვლინდა” – გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი

გელათში სარეაბილიტაციო- საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება. ტაძარში საერთაშორისო სპეციალისტების მორიგი ჯგუფი იმყოფება.

სპეციალისტებმა შიდა სივრცეში არსებული მდგომარეობის პირველად დასკვნაზე ისაუბრეს.

მათი თქმით, გამოვლინდა 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაცია მოხდება. პარალელურად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრების თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია საუბარი, დაზიანებული მხატვრობიდან და მოზაიკიდან რა ნაწილის გადარჩენა მოხდება.

ამასთან, გაგრძელდება გადახურვის სამუშაოები და მოეწყობა დროებით გადახურვა.

სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

გელათში სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრიარქოს ორგანიზებით ხორციელდება. დროებითი კომიტეტი გასულ წელს შეიქმნა და ეროვნულ და საერთაშორისო საბჭოებს აერთიანებს.

უკრაინა დღეს არის მძიმე ვითარებაში, პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და არ ვაპირებთ არახამიასა თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას -კობახიძე

დავით არახამიას განცხადებამ რეალურად დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით ჩვენს განცხადებაში, ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც აჩვენებს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულად ეს წარმომადგენელი, ეს ძალიან დასანანი და სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო ძალიან მყარად უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს, რაც არის გამოხატული არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმით, ეს არის 600-ზე მეტი მხარდაჭერილი აქტი, რეზოლუციები და დოკუმენტები, სხვა გადაწყვეტილებები, ეს არის ფართო ჰუმანიტარული დახმარება. როდესაც ასეთ ფონზე კეთდება გაუგებარი განცხადებები, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა, უკრაინა დღეს არის მძიმე ვითარებაში, უკრაინელი ხალხი არის ომის მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში, პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და შესაბამისად, არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას. არ მინდა, პოლემიკაში შევიდე, ფაქტია რასთანაც გვქონდა საქმე მთელი ამ ორი წლის განმავლობაში – ჯერ როდესაც ხდებოდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, აბსოლუტურად გაუგებარი იყო ეს გადაწყვეტილება, როდესაც პრაქტიკულად გააძევეს ჩვენი ელჩი უკრაინიდან საბაბი იყო თითქოს მომაკვდავ მდგომარეობაში სააკაშვილის ყოფნა, დღეს ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის უკვე ეს საბაბი.

შეგახსენებთ მეორე ფრონტთან დაკავშირებით პოდოლიაკისდანილოვის და სხვების განცხადებებს, შეგახსენებთ იმას, რომ ძებნილები, დამნაშავეები დღეს უკრაინაში კვლავაც იკავებენ მაღალ თანამდებობებს, ეს არ შეესაბამება იმ ისტორიულ, მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც არსებობს უკრაინელ და ქართველ ხალხებს, უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის. ეს არის სრული აცდენა ამ ისტორიულ-მეგობრული სულისკვეთებიდან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას, მიიღოს ისეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ხელს არ შეუწყობს ხალხების, ქვეყნების ხელოვნურად დაშორებას“, – განაცხადა კობახიძემ.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც არახამია აღნიშნავს: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები პარიზიდან ხუთი მედლით დაბრუნდა

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები პარიზიდან დაბრუნდა. მოფარიკავეები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში ხუთი მედლით დაბრუნდნენ.

აეროპორტში სპორტსმენებს ახლობლები და გულშემატკივრები დახვდნენ.

საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ. რაც შეეხება რაპირით ფარიკაობას, ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

„საკმაოდ კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი იყო, თუმცა პირადად მე შემეძლო, უკეთესი შედეგები დამედო. ოქროს ველოდებოდი ჩემი მხრიდან, მაგრამ არა უშავს, შემდეგი შეჯიბრი წინ გვაქვს და უკეთესად ვიასპარეზებ, თუმცა ხუთი მედალი და სამი გოგო ეს დიდი შედეგია და მეტყველებს იმაზე, რომ ასპარეზობა წარმატებით ჩატარდა. გოგონებს წარმატებას ვუსურვებ შემდეგ ასპარეზობაზე, რაც ძალიან გვჭირდება, რადგან სამივე ერთად მოვხვდეთ პარალიმპიადაზე, რომელიც მაისში პარიზში გაიმართება“, – განაცხადა ხეცურიანმა.

“ორი წელი იტყუებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მომაკვდავ მდგომარეობაში” – ირაკლი კობახიძე

ორი წელი ცდილობდნენ საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მომაკვდავ მდგომარეობაში, რომ ნებისმიერ დღეს შეიძლებოდა დამდგარიყო ფატალური შედეგი. ეს იყო ყალბი კამპანია, რასაც ჩვენ მთელი ორი წლის განმავლობაში ვუყურებდით. საბოლოო ჯამში დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი იყო სრული სიცრუე და სიყალბე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამ ფონზე, როდესაც კიდევ ერთხელ კეთდება განცხადებები და მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ა.შ. ეს არის რბილად რომ ვთქვათ არასწორი, რბილად რომ ვთქვათ გაუგებარი. მეტ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ. მე შეიძლება მქონდეს ჩემი შეხედულებები კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც მაგალითად რუსულ ენაზე მიმართავდნენ ქართულ საზოგადოებას ორი წლის წინ, მაგრამ არ მინდა ასეთ ადამიანებთან პოლემიკაში შესვლა“, – აღნიშნა პრემიერმა.

“ახალი” არის მორიგი, ალბათ ორპროცენტიანი პარტია” – ირაკლი კობახიძე

შეიქმნა მორიგი, ალბათ, ორპროცენტიანი პარტია, ეს ორი პროცენტი საბოლოო ჯამში დააკლდება „ნაციონალურ მოძრაობას“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მიერ პარტია „ახალის“ დაფუძნებას.

მისი თქმით, რაც მეტი 2-3 პროცენტიანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი იქნება „ქართული ოცნების“ საბოლოო შედეგისთვის.

„რაც მეტი 2-3 პროცენტიანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი ჩვენი საბოლოო შედეგისთვის. შეიქმნა მორიგი, ალბათ ორპროცენტიანი პარტია, ეს ორი პროცენტი საბოლოო ჯამში დააკლდება „ნაციონალურ მოძრაობას.“ ეს არის კარგი იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“უკრაინა დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში, ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და შესაბამისად, არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას”

უკრაინა დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში, აქედან გამომიდინარე ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და შესაბამისად არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ორი ქვეყნის ისტორიულ მეგობრობას გაამყარებს და არა პირიქით.

„არახამიას განცხადებამ დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით ჩვენ, ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების ეს წარმომადგენელი აჩვენებს. ეს ძალიან სამწუხაროა. თქვენ იცით, რომ უკრაინელ ხალხს ჩვენს მხარს ვუჭერთ და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს, რაც არის გამოხატული კონკრეტული საქმით, ეს არის 600-ზე მეტი მხარდაჭერილ აქტი, რეზოლუციები და სხვა დოკუმენტები, ეს არის ძალიან ფართო ჰუმანიტარული დახმარება და როდესაც ასეთ ფონზე, ასეთი განცხადებები კეთდება, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რაღაცები ისე არ ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა, უკრაინა დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში, აქედან გამომიდინარე ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და შესაბამისად არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას. კიდევ ერთხელ ჩამოვთლი, რასთანაც გვქონდა საქმე ორ წლის განმავლობაში, ჯერ როდესაც საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდებოდა, როდესაც ჩვენი ელჩი გააძევეს უკრაინიდან და საბაბი იყო თითქოს მომაკვდავ მდგომარეობაში სააკაშვილის ყოფნა. შეგახსენებთ, განცხადებებს მეორე ფრონტთან დაკავშირებით, შეგახსენებთ იმას, რომ ძებნილები, დამნაშავეები დღეს უკრაინაში კვლავაც მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ეს ყველაფერი არ შეესაბამება იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს უკრაინასა და საქართველოს შორის. ეს არის სრული აცდენა ამ ისტორიული მეგობრობის სულისკვეთებიდან, შესაბამისად ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ისტორიული მეგობრობის გაღრმავებას“, – აღნიშნა კობახიძემ.

„თბილისი პრაიდს“, ლგბტ თემის წარმომადგენლებსა და არასამთავრობოების დიდ ნაწილს აფინანსებს ერთი პატრონი – ეს არის უცხოური ძალა”

„თბილისი პრაიდს“, ლგბტ თემის წარმომადგენლებს, მათ დამცველებს, რადიკალურ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორის დიდ ნაწილს აფინანსებს ერთი პატრონი – ეს არის უცხოური ძალა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ლგბტ პროპაგანდის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ბუნებრივია, ამიტომაც ხმას ვერ იღებს ვერც ერთი ოპოზიციონერი. პირდაპირი აღიარებითი ჩვენება დაწერა პრაქტიკულად „თბილისი პრაიდმა“, რომ მარტის მოვლენებისას, მათ და მათმა დონორებმა „მოლოტოვის კოქტეილების“ გადაიხადეს ფული და უზრუნველყვეს აქ რადიკალური პროცესები, იმავეს აპირებენ ახლა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ოპოზიციის სტრატეგია, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე პარტიები მიჰყვებიან და რასაც „თბილისი პრაიდი“ ათანხმებს საერთაშორისო პარტნიორებთან. წერილიდან ირკვევა, რომ „თბილისი პრაიდი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.

“ჩინეთი რუსეთს ეკონომიკურ დახმარებას უწევს და მასთან ვაჭრობას აძლიერებს” – აშშ-ის დაზვერვა

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების განცხადებით, ქვეყანა მზარდი მყიფე მსოფლიო წესრიგის წინაშე დგას, რომელიც დაძაბულია დიდი ძალების კონკურენციით, ტრანსნაციონალური გამოწვევებითა და რეგიონული კონფლიქტებით.

„ამბიციური ჩინეთი, კონფრონტაციული რუსეთი, ზოგიერთი რეგიონული ძალა, როგორიცაა ირანი და უფრო ქმედუნარიანი არასახელმწიფო აქტორები, აპროტესტებენ საერთაშორისო სისტემის გრძელვადიან წესებს და მასში აშშ-ის მოწინავეობას“, – აცხადებენ სააგენტოები ყოველწლიურ ანგარიშში „წლიური საფრთხეების შეფასება“.

ანგარიში, ძირითადად, ყურადღებას ამახვილებდა ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე, ასევე საუბარია ისრაელი-ჰამასის ომთან დაკავშირებით უფრო ფართო კონფლიქტის რისკებზე.

„ჩინეთი ეკონომიკურ და უსაფრთხოების დახმარებას უწევს რუსეთს, რომელიც უკრაინასთან ომს აწარმოებს, მისი ინდუსტრიული ბაზის მხარდაჭერით“, – აღნიშნულია მოხსენებაში. დოკუმენტის თანახმად, ჩინეთმა, შესაძლოა, გამოიყენოს ტექნოლოგია, რათა გავლენა მოახდინოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„ჩინეთი, შესაძლოა, შეეცადოს გავლენა მოახდინოს აშშ-ის 2024 წლის არჩევნებზე გარკვეულ დონეზე იმის გამო, რომ სურს, გვერდი აუაროს ჩინეთის კრიტიკოსებს და აშშ-ის საზოგადოებრივი დაყოფა გაზარდოს“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა იზრდება და რომ ჩინური საქონლის ექსპორტი, რომელიც პოტენციურად სამხედრო მიზნით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, 2022 წლიდან სამჯერ გაიზარდა.

როგორ აპირებენ გერმანული და ევროპული ინსტიტუციები, დაარწმუნონ ქართველები, რომ კრიმინალი ადეიშვილი დემოკრატიას აშენებს უკრაინაში და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მისი მოთმენა შესაძლებელია -პაპუაშვილი

დემოკრატიის ყველაზე ფუნდამენტური იდეა გვეუბნება, რომ არ შეიძლება კეთილი ზრახვების უკეთური საშუალებებით მიღწევა. ამიტომაც, იუსტიციის რეფორმის კრიმინალების ხელით გატარება კანონის უზენაესობის პრინციპებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინის მთავრობის მიერ ქართველი კრიმინალის, ზურაბ ადეიშვილის შეფარება და გენერალური პროკურორის მრჩევლად დანიშვნა, ასევე ადეიშვილის ბოლოდროინდელი ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და ევროკავშირის სახელისუფლებო ინსტიტუციებში არასწორ სიგნალებს გვიგზავნის, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიული ცვლილებებისკენ მიმართულ საერთაშორისო თანამშრომლობას.

„ადეიშვილის კრიმინალური წარსული კარგადაა დოკუმენტირებული ქართული სასამართლოს მიერ. მას ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ხუთი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, უკანონო გატაცებით დაწყებული კომპანიების უკანონო გაკოტრებით გაგრძელებული. კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. განაჩენების შეკრებითობის პრინციპი რომ არ გაგვეუქმებინა, რომლის შემოტანაში წვლილი თავად ადეიშვილმაც შეიტანა, მას, მთლიანობაში, ციხეში 18-წლის გატარება მოუწევდა. ის იყო სააკაშვილის ჯალათი და ძალადობრივი მართლმსაჯულების და პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. შეუძლებელია, რომ ადეიშვილი ვინმემ დემოკრატიულ რეფორმატორად წარმოუდგინოს ან ქართველ ხალხს, ან საერთაშორისო თანამეგობრობას.

ცხადია, უკრაინელი ხალხის ბრძოლამ საერთაშორისო დახმარება და აღტაცება გამოიწვია. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ყველანაირად დაეხმარა უკრაინელების ბრძოლას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მხარდაჭერითა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების აღსრულებით დაწყებული, ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილის შეფარებითა და ჰუმანიტარული დახმარებით გაგრძელებული, საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა უკრაინის მხარდაჭერის კეთილი ნება გამოავლინა. სამწუხაროდ, ეს კეთილი ნება ორმხრივი არ აღმოჩნდა. გაუგებარია, რომ უკრაინის მთავრობამ გაიწვია საკუთარი ელჩი თბილისიდან და მოითხოვა კიევიდან საქართველოს ელჩის გამოწვევაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ელჩი თითქმის ერთადერთი უცხოელი დიპლომატი იყო, რომელიც რჩებოდა უკრაინის დედაქალაქში მაშინაც კი, როდესაც რუსული ოკუპაციის საფრთხე 2022 წლის გაზაფხულზე აშკარა იყო“, – აცხადებს პაპუაშვილი.

მისი თქმით, უკრაინა ომშია, მაგრამ გაუგებარია, რა საჭიროა ქართველი კრიმინალების შეფარება და საქართველოსთვის მათ გადმოცემაზე უარის თქმა.

„დღემდე, საქართველოს მთავრობა თავს იკავებდა საჯაროდ გამოეტანა უკრაინის მთავრობასთან უთანხმოება ქართველი კრიმინალების შეფარების გამო. უკრაინა ომშია, მაგრამ გაუგებარია, რა საჭიროა ქართველი კრიმინალების შეფარება და საქართველოსთვის მათ გადმოცემაზე უარის თქმა. ადეიშვილის გარდა, რომელიც სერიოზული დამნაშავეა, გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილეა, რომელიც, სხვა საქმეებს შორის, დადანაშაულებულია სააკაშვილის საქართველოში უკანონო შემოყვანაში, 2021 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

უკრაინას რაღაც მიზეზი მაინც აქვს, ომის სახით, რომელიც შეუძლია ქართველი კრიმინალების საკითხში ჩაუღრმავებლობის საბაბად მოიტანოს. მაგრამ გერმანიისა და ევროკავშირის ინსტიტუტებს არანაირი საბაბი არ გააჩნიათ, რომ მათ მიმართ კეთილი ნება გამოავლინოს. გასულ კვირას ჩვენ ვნახეთ, რომ ადეიშვილი ამაყად იყო წარმოდგენილი ბუნდესტაგის სტუმრებს შორის. მეტიც, იგი, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში, მონაწილეობდა გერმანელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებში ბერლინსა და ბრიუსელში. ქართველებისთვის ეს ერთგვარი დეჟავიუ იყო, რამაც სააკაშვილის თავისუფალი მიმოსვლა გაგვახსენა ევროპასა და შეერთებულ შტატებში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩადენილი დანაშაულებისთვის იძებნებოდა.

ევროკავშირთან ურთიერთობის ახალი „9 ნაბიჯის“ მთავარი აქცენტი დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. საქართველოს მთავრობა ენთუზიაზმით შეხვდა ამ ჩანაწერს. მაგრამ რა არის ადეიშვილის მიღება ევროპის მაღალ დიპლომატიურ დონეზე, თუ არა დეზინფორმაცია იმაზე, თუ რას წარმოადგენს ადეიშვილი? როგორ აპირებენ გერმანული და ევროპული ინსტიტუციები დაარწმუნონ ქართველები, რომ კრიმინალი ადეიშვილი დემოკრატიას აშენებს უკრაინაში და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მისი მოთმენა შესაძლებელია?

კანონის უზენაესობა მხოლოდ იდეალისტური პრინციპი არ არის. მას პრაქტიკული პოლიტიკური შედეგები აქვს. გავიხსენოთ, რომ სააკაშვილს დასავლეთში თავისუფალი გადაადგილების საშუალება ჰქონდა და ამას ბევრი ჩვენი პარტნიორი არ იმჩნევდა, თითქოს სერიოზული არაფერი ხდებოდა. ამასობაში, თავისუფალი გადაადგილებისა და უკრაინული თანამდებობის პრივილეგიების წყალობით, სააკაშვილი ბოროტად ერეოდა ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკური რადიკალიზაციის კოცონს აგიზგიზებდა. მერე კი იგი უკვე საქართველოში ვნახეთ, საჭირო დროს, არჩევნების დღეს, არეულობა რომ მოეწყო. მხოლოდ ქართული სპეცსამსახურების წყალობით მოხდა, რომ იგი სწრაფად იპოვეს და დააკავეს, რის გამოც მისი გეგმა ჩაიშალა, რომელსაც საქართველოში სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხის შექმნა შეეძლო. ამ თვალსაზრისით, სააკაშვილის და, ახლა უკვე, ადეიშვილის მიმღებლობა დასავლეთის მიერ სულაც არ არის ისეთი უვნებელი, როგორც გამოიყურება. ეს მიმღებლობა ძირს უთხრის ღირებულებებს, რომლებზეც საქართველოს ევროპული მისწრაფებები დგას. მეტიც, არაფერი აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებების მიმართ უფრო მეტად, ვიდრე ძალადობრივი კრიმინალების შეფარება უკრაინისა და ევროპული დემოკრატიების მიერ.

რაც უფრო მალე მორჩება ეს ფარისევლობა, მით უკეთესი. ქართველი ხალხი მოელის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთგულნი იქნებიან ჩვენი საერთო ღირებულების კანონის უზენაესობის მიმართ, უარს იტყვიან რუხ ზონებზე და საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ. კანონის უზენაესობა ევროკავშირში არჩევითი კი არა, აუცილებელია“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

“ქართველი ხალხი მოელის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთგულნი იქნებიან ჩვენი საერთო ღირებულების, კანონის უზენაესობის მიმართ”

ქართველი ხალხი მოელის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთგულნი იქნებიან ჩვენი საერთო ღირებულების კანონის უზენაესობის მიმართ, უარს იტყვიან რუხ ზონებზე და საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ. კანონის უზენაესობა ევროკავშირში არჩევითი კი არა, აუცილებელია – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ადეიშვილის კრიმინალური წარსული კარგადაა დოკუმენტირებული ქართული სასამართლოს მიერ.

„მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ხუთი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, უკანონო გატაცებით დაწყებული კომპანიების უკანონო გაკოტრებით გაგრძელებული. კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. განაჩენების შეკრებითობის პრინციპი რომ არ გაგვეუქმებინა, რომლის შემოტანაში წვლილი თავად ადეიშვილმაც შეიტანა, მას, მთლიანობაში, ციხეში 18-წლის გატარება მოუწევდა.

ის იყო სააკაშვილის ჯალათი და ძალადობრივი მართლმსაჯულების და პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. შეუძლებელია, რომ ადეიშვილი ვინმემ დემოკრატიულ რეფორმატორად წარმოუდგინოს ან ქართველ ხალხს, ან საერთაშორისო თანამეგობრობას.

ცხადია, უკრაინელი ხალხის ბრძოლამ საერთაშორისო დახმარება და აღტაცება გამოიწვია. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ყველანაირად დაეხმარა უკრაინელების ბრძოლას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მხარდაჭერითა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების აღსრულებით დაწყებული, ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილის შეფარებითა და ჰუმანიტარული დახმარებით გაგრძელებული, საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა უკრაინის მხარდაჭერის კეთილი ნება გამოავლინა. სამწუხაროდ, ეს კეთილი ნება ორმხრივი არ აღმოჩნდა. გაუგებარია, რომ უკრაინის მთავრობამ გაიწვია საკუთარი ელჩი თბილისიდან და მოითხოვა კიევიდან საქართველოს ელჩის გამოწვევაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ელჩი თითქმის ერთადერთი უცხოელი დიპლომატი იყო, რომელიც რჩებოდა უკრაინის დედაქალაქში მაშინაც კი, როდესაც რუსული ოკუპაციის საფრთხე 2022 წლის გაზაფხულზე აშკარა იყო“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა, არიელ ჰენრიმ თანამდებობა დატოვა

ჰაიტის პრემიერ-მინისტრი არიელ ანრი გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ჰაიტის პრემიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება იამაიკაში რეგიონული ლიდერების შეხვედრის პარალელურად გახდა ცნობილი, სადაც სწორედ ჰაიტიში პოლიტიკურ სიტუაციაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

შეგახსენებთ, რომ არიელ ანრი ქვეყანას 2021 წლის ივლისიდან, მას შემდეგ მართვადა, რაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მოკლეს.

ამასთან, გასულ კვირას, ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებებმა დედაქალაქში მდებარე ციხე შტურმით აიღეს და 4 000 მსჯავრდებული გაათავისუფლეს. ჰაიტიში მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფები ასევე თავს დაესხნენ აეროპორტს, პორტებს და შეზღუდეს ისეთი მნიშვნელოვანი მარაგების მიწოდება, როგორიცაა საკვები. როდესაც ქვეყანაში ეს არეულობა მოხდა, პრემიერ-მინისტრი არიელ ანრი კენიაში იმყოფებოდა, სადაც ჰაიტიში კრიმინალთან საბრძოლველად საერთაშორისო კონტინგენტის განლაგების შესახებ მოლაპარაკებები გამართა. როგორც მედია წერს, სწორედ მისი ეს ვიზიტი აღმოჩნდა ქვეყანაში არეულობის დაწყების მიზეზი. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ერთ-ერთმა მეთაურმა, მეტსახელად „ბარბექიუიმ,“ პრემიერ-მინისტრს ომი გამოუცხადა. მედიის ცნობით, ამჟამად არიელ ანრი პუერტო რიკოშია და ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

დამატებითი დახმარების გარეშე, უკრაინაში კიდევ უფრო მეტ ავდიივკას ვიხილავთ -უილიამ ბერნსი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა,რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაზე უარის თქმამ  შესაძლოა, წელს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგი გამოიწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ბერნსმა აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტში გამართულ მოსმენაზე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინას მეათე ვიზიტით ეწვია.

როგორც ბერნსი აცხადებს, დამატებითი დახმარებით უკრაინა შეძლებს ფრონტზე პოზიციების გამყარებას 2024 წლის ბოლომდე და მომავალი წლის დასაწყისამდე, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, მოლაპარაკებები უფრო მყარი პოზიციიდან აწარმოოს.

„ვფიქრობ, რომ დამატებითი დახმარების გარეში 2024 წელს ჩვენ კიდევ უფრო მეტ ავდეევკას ვნახავთ უკრაინაში და როგორც მგონია, ეს იქნება უზარმაზარი ისტორიული შეცდომა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, – თქვა ბერნსმა.