“ორი წელი იტყუებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მომაკვდავ მდგომარეობაში” – ირაკლი კობახიძე

10
spot_img

ორი წელი ცდილობდნენ საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მომაკვდავ მდგომარეობაში, რომ ნებისმიერ დღეს შეიძლებოდა დამდგარიყო ფატალური შედეგი. ეს იყო ყალბი კამპანია, რასაც ჩვენ მთელი ორი წლის განმავლობაში ვუყურებდით. საბოლოო ჯამში დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი იყო სრული სიცრუე და სიყალბე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამ ფონზე, როდესაც კიდევ ერთხელ კეთდება განცხადებები და მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ა.შ. ეს არის რბილად რომ ვთქვათ არასწორი, რბილად რომ ვთქვათ გაუგებარი. მეტ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ. მე შეიძლება მქონდეს ჩემი შეხედულებები კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც მაგალითად რუსულ ენაზე მიმართავდნენ ქართულ საზოგადოებას ორი წლის წინ, მაგრამ არ მინდა ასეთ ადამიანებთან პოლემიკაში შესვლა“, – აღნიშნა პრემიერმა.