“უკრაინა დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში, ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და შესაბამისად, არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას”

14
spot_img

უკრაინა დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში, აქედან გამომიდინარე ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და შესაბამისად არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ორი ქვეყნის ისტორიულ მეგობრობას გაამყარებს და არა პირიქით.

„არახამიას განცხადებამ დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით ჩვენ, ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების ეს წარმომადგენელი აჩვენებს. ეს ძალიან სამწუხაროა. თქვენ იცით, რომ უკრაინელ ხალხს ჩვენს მხარს ვუჭერთ და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს, რაც არის გამოხატული კონკრეტული საქმით, ეს არის 600-ზე მეტი მხარდაჭერილ აქტი, რეზოლუციები და სხვა დოკუმენტები, ეს არის ძალიან ფართო ჰუმანიტარული დახმარება და როდესაც ასეთ ფონზე, ასეთი განცხადებები კეთდება, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რაღაცები ისე არ ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა, უკრაინა დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში, აქედან გამომიდინარე ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და შესაბამისად არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას. კიდევ ერთხელ ჩამოვთლი, რასთანაც გვქონდა საქმე ორ წლის განმავლობაში, ჯერ როდესაც საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდებოდა, როდესაც ჩვენი ელჩი გააძევეს უკრაინიდან და საბაბი იყო თითქოს მომაკვდავ მდგომარეობაში სააკაშვილის ყოფნა. შეგახსენებთ, განცხადებებს მეორე ფრონტთან დაკავშირებით, შეგახსენებთ იმას, რომ ძებნილები, დამნაშავეები დღეს უკრაინაში კვლავაც მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ეს ყველაფერი არ შეესაბამება იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს უკრაინასა და საქართველოს შორის. ეს არის სრული აცდენა ამ ისტორიული მეგობრობის სულისკვეთებიდან, შესაბამისად ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ისტორიული მეგობრობის გაღრმავებას“, – აღნიშნა კობახიძემ.