„თბილისი პრაიდს“, ლგბტ თემის წარმომადგენლებს, მათ დამცველებს, რადიკალურ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორის დიდ ნაწილს აფინანსებს ერთი პატრონი – ეს არის უცხოური ძალა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ლგბტ პროპაგანდის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ბუნებრივია, ამიტომაც ხმას ვერ იღებს ვერც ერთი ოპოზიციონერი. პირდაპირი აღიარებითი ჩვენება დაწერა პრაქტიკულად „თბილისი პრაიდმა“, რომ მარტის მოვლენებისას, მათ და მათმა დონორებმა „მოლოტოვის კოქტეილების“ გადაიხადეს ფული და უზრუნველყვეს აქ რადიკალური პროცესები, იმავეს აპირებენ ახლა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ოპოზიციის სტრატეგია, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე პარტიები მიჰყვებიან და რასაც „თბილისი პრაიდი“ ათანხმებს საერთაშორისო პარტნიორებთან. წერილიდან ირკვევა, რომ „თბილისი პრაიდი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.