Home Blog Page 279

“ისლანდიას აქვს უდიდესი პოტენციალი და გამოცდილება ბუნებრივი კრიზისების მართვაში” – სალომე ზურაბიშვილი

ისლანდიას აქვს უდიდესი პოტენციალი და გამოცდილება ბუნებრივი კრიზისების მართვაში, მნიშვნელოვანია საქართველომ ამ მიმართულებით გააღრმაოს მასთან თანამშრომლობა – ჩვენ გასულ წელს განვიცადეთ ორი დიდი ტრაგედია, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისლანდიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და მისი მრავალფეროვანი ასპექტები განიხილეს. პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრის ერთ – ერთი მთავარი საკითხი იყო ასევე მწვანე და განახლებადი ენერგიების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები და ამ ურთიერთობების მრავალფეროვანი ასპექტები. ის გლობალური გამოწვევები, რაც არსებობს კლიმატის ცვლილებების კუთხით და ჩვენი დროის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამ ასპექტში, ეს არის სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრს მივიღოთ, გავიზიაროთ ამ კუთხით თქვენი გამოცდილება და ტექნოლოგიების გაცვლა მოხდეს ამ კუთხით, რამეთუ თქვენ და თქვენი ქვეყანა დიდი ხანია ამაში არის ჩართული. პატარა ქვეყნებისთვის და ჩვენი ორი ქვეყნისთვის ბიომრავალფეროვნება არის ფასდაუდებელი საგანძური, რასაც გაფრთხილება და განვითარება სჭირდება, ვთვლი, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი არსებობს და მას გამოყენება სჭირდება. მწვანე და განახლებადი ენერგიების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება იყო ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. პრეზიდენტი იოანესონი საქართველოში ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება და მოხარული ვარ, რომ ვიზიტის დროს საქართველოს და ისლანდიის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შეძლებენ ამ შესაძლებლობების სიღრმისეულად განხილვას და იმედი მაქვს კონკრეტული ერთობლივი მიზნების დასახვას. ისლანდიას აქვს უდიდესი პოტენციალი და გამოცდილება ბუნებრივი კრიზისების მართვაში და მნიშვნელოვანია საქართველომ ამ მიმართულებით გააღრმაოს მასთან თანამშრომლობა, ჩვენ გასულ წელს განვიცადეთ ორი დიდი ტრაგედია და დღეს უკვე ვიცით, რომ აუცილებელია სწრაფი რეაგირება ამ დარგში იყოს სხვანაირად მოფიქრებული და ახლო პარტნიორების ყველა გამოცდილება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობები და მზად ვართ, რომ ამ ორი ხალხის და ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით ვეცადოთ ვნახოთ გზები მეტი ურთიერთგაცვლა რომ მოხდეს ჩვენი კულტურის საგანძურების და ხალხთა შორის მეტი დაახლოება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

იანვრის ეკონომიკის ზრდამ 5.8% შეადგინა, რაც ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ნორმალიზების საერთო ტენდენციის შესაბამისია. იგივე შეიძლება ითქვას წმინდა სავალუტო შემოდინებების კუთხით. ამასთან, წინა თვეებში შემცირების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, თიბისის არხებით ხარჯვის საფუძველზე, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებლები, თუმცა თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ, როგორც ჩანს, პიკი უკვე გადავლილია.

 რუსეთიდან ბენზინის იმპორტის მოსალოდნელი შეზღუდვა სამომხმარებლო ფასების დინამიკაზე იმოქმედებს, თუმცა დაახლოებით 0.3 პროცენტული პუნქტით, რადგანაც მართალია რუსეთის წილი არსებითია, თუმცა ნავთობპროდუქტების მიწოდება სხვა ბაზრებიდანაც ხორციელდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ თებერვლის ინფლაციის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მცირედით, მარგამ მაინც დაბალია, რაც პროგნოზზეც შესაბამისად, საწინააღმდეგო მიმართულებით მოქმედებს.

 მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური მოლოდინები არ შეცვლილა. შეჯამების სახით კვლავ შეიძლება ითქვას, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერია და ადგილი აქვს უფრო მეტად ნორმალიზების, ვიდრე როგორც ასეთი შემცირების ტენდენციას.

 იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

(R)

“ოჯახში ძალადობა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიად არის ქცეული” – თამარ კორძაია

რომელ ჯანსაღ გარემოზე ვლაპარაკობთ და რომელ ახალ პროექტების მიღებაზე, მაშინ, როდესაც ოჯახში ძალადობა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიად არის ქცეული, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანთა სექსუალური შევიწროების ფაქტები, რომელიც ქვეყანაში ხდება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც აწუხებთ და აუცილებელია ძალისხმევა მათ დასაძლევად იქნეს მიმართული.

„სამწუხაროდ, ამ ფონზე, განათლების მინისტრმა ნაცვლად იმისა, რომ სკოლებში აღნიშნულ საკითხებზე მეტი ყურადღება გაამახვილოს, გადაწყვიტა, რომ საარჩევნოდ სტუდენტები მოისყიდოს, სამწლიანი საბაკალავრო სწავლების და ერთწლიანი სამაგისტრო სწავლების რეფორმებს გვიანონსებს. ჩვენ ვხედავთ, სად გადის უმრავლესობის პოლიტიკური ინტერესი და სად არის რეალური ინტერესი“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, ჩემი სახელი და გვარი ქართულად ითარგმნება, როგორც გუდუნა ივანიშვილი, მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო საქართველოში ცნობილი-ისლანდიის პრეზიდენტი

ჩემმა ქართველმა მეგობრებმა მითხრეს, ჩემი სახელი ქართულად ითარგმნება, როგორც გუდუნა ივანიშვილი. მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო საქართველოში ცნობილი, – ამის შესახებ საქართველოში ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

„მახსოვს, როცა პირველად შევხვდი ჩემს ქართველ მეგობრებს, მითხრეს, რომ ჩემი სახელი გუდნი იოჰანესონი ქართულ ენაზე იქნებოდა გადმოთარგმნილი, როგორც გუდუნა ივანიშვილი. მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო საქართველოში ცნობილი მომდევნო დღეების განმავლობაში. მოხარული ვარ ამით. მოხარული ვარ, რომ დედაქალაქის მიღმაც მოგვეცა ქვეყნის დათვალიერების საშუალება, ვინაიდან ყოველთვის მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო ვიზიტით ჩამოსულ დიპლომატებს, გავიდნენ დედაქალაქის გარეთ. ასე რომ, გუდუნა ივანიშვილი მოხარულია, რომ არის დღეს საქართველოში“, – განაცხადა გუდნი იოჰანესონმა.

ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისლანდიის პრეზიდენტსა და სახელმწიფო დელეგაციას დახვდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

“ოპონენტებს არ მოსწონთ არაფერი სიახლე, რასაც განსაკუთრებით წელს გავაკეთებთ – დავაანონსებ, რომ ყველაფერს არჩევნებს დაუკავშირებენ”

ოპონენტებს არ მოსწონთ არაფერი სიახლე, რასაც განსაკუთრებით წელს გავაკეთებთ. დავაანონსებ, რომ ყველაფერს არჩევნებს დაუკავშირებენ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას არის თუ არა სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საარჩევნოდ გათვლილი.

როგორც მინისტრმა განმარტა, აბსურდია აღნიშნული მოსაზრება, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა არჩევნებს უკავშირდება.

“ეს ნარატივი გასაგებია. ოპონენტებს არ მოსწონთ არაფერი სიახლე, რასაც განსაკუთრებით წელს გავაკეთებთ. დავაანონსებ, რომ ყველაფერს არჩევნებს დაუკავშირებენ.

სრული აბსურდია. მსგავსი სხვადასხვა სტაჟირების პროგრამა სხვადასხვა უწყებაში ინდივიდუალურად ხორციელდებოდა, წელს ერთ უწყებას, ჩვენ დაგვევალა ამ დიდი მასშტაბური დასაქმების პროგრამის კოორდინაცია და განხორციელება. საარჩევნო წელი იქნება, თუ არასაარჩევნო, “ქართული ოცნება” მრავალი წელია ადასტურებს, რომ ზრუნავს როგორც ახალგაზრდებზე, ისე მოქალაქეებზე”,- აღნიშნა მინისტრმა.

დიდი ხანია, ნიკა მელიასა და მის გუნდთან მოლაპარაკებები მაქვს, სამომავლო გეგმებს მათთან ერთად ვსახავ – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ნიკა მელიასა და მის გუნდთან მოლაპარაკებები დიდი ხანია, აქვს.

კითხვაზე, თუ ადასტურებს ნიკა მელიასთან მოლაპარაკებებს და თუ ვიხილავთ მას პოლიტიკურ გაერთიანებაში, გვარამიამ აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმებს მათთან ერთად სახავს და ნიკა მელიასთან მოლაპარაკებები არც დაუმალავს.

„უკვე დიდი ხანია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვიმედოვნებ, ძალიან მალე დასრულდება. ჩემი განწყობა ყველანაირი მოლაპარაკების და გაერთიანების მიმართ არის პოზიტიური. ნომერზე ვერ გავაკეთებ ჯერ კომენტარს, ეს არ არის ჩემი საქმე. სამომავლო გეგმებს დიდი ხნით მათთან ერთად ვსახავ. მოლაპარაკებები არც დამიმალავს და არც ვმალავ. ჩემი აზრით, ეს სავსებით ნორმალურია“, – აღნიშნა გვარამიამ.

ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე დააანონსა საარჩევნო ნომერი, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის.

“რადგან არჩევნები მოდის გავჩერდეთ და არაფერი გავაკეთოთ წინასაარჩევნოდ საზოგადოების მოსყიდვაში რომ არ ჩაითვალოს?” – კახა კალაძე

წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება მიმდინარე პროექტები, რაც ქვეყანაში სხვადასხვა გამოწვევის საპასუხოდ ხორციელდება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან კითხვას, კურსდამთავრებულებისთვის საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის დაწყება გათვლილია თუ არა წინასაარჩევნოდ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზებაში დაეხმარება.

„დედაქალაქში უამრავი პროექტი ხორციელდება. ადამიანებს დავუკანონეთ საცხოვრებელი სახლები,  მშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადავეცით, ეს  ხომ არ ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ კეთდება. რადგან არჩევნები მოდის გავჩერდეთ და არაფერი გავაკეთოთ? არ არის ეს სწორი მიდგომა. გამოწვევებს შესაბამისი პასუხები სჭირდება. მიხარია, რაც მოვისმინე დღევანდელი პრეზენტაციაზე. ამ პროექტების განხორციელება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მომავალ თაობას საკუთარი თავის რეალიზების საშუალება მივცეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“ადამიანს აქვს სურვილი, პოლიტიკოსი იყოს და რადიკალიზმით ცდილობს ამის გაკეთებას” – კახა კალაძე ხაზარაძეზე

„ქვეყანაში და არც ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზმის ადგილი არ არის“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ხაზარაძეც იმავე ქმედებებით გამოირჩევა, როგორითაც წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ ცნობილი.

„ხაზარაძის კამპანია, მუქარები აბსოლუტურად სამარცხვინო და გაუგებარია. ადამიანი პოლიტიკაში შემოსულია, აქვს სურვილი, რომ პოლიტიკოსი იყოს და რადიკალიზმით ცდილობს ამის გაკეთებას. იგივე ხაზია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა წლების განმავლობაში – ანუ ადამიანს თუ აქვს განსხვავებული მოსაზრება, შეხედულება, მას ქვეყანაში არ უნდა ეცხოვრებოდეს. დღეს ჩვენ რომ ვართ ხელისუფლებაში, ხაზარაძისეული პოლიტიკიდან გამომდინარე, არც ის და არც მისი ოჯახი, ქვეყანაში ვერ უნდა ჩერდებოდეს, უნდა იდევნებოდეს. ეს არის მისეული პოლიტიკა“, –  აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდი, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქის ინტერესს დაიცავს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი რადიკალების და ზოგადად, რადიკალიზმის ადგილი არც ქვეყანაში და არც ქართულ პოლიტიკაში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას შეიძლება განსხვავებული მოსაზრება, პოლიტიკური შეხედულება აქვს, ამ ქვეყანაში ნამდვილად უნდა ეცხოვრებოდეს. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც დაიცავს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესს, შეძლებს ქვეყნის გაძლიერებას, გაერთიანებასა და განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ვერც გაერთიანება და ვერც კიდევ უფრო დაშლა, რადიკალურ ოპოზიციას საარჩევნოდ ვერ წაადგება.

„გინდ გაერთიანდნენ და გინდ კიდევ უფრო დაიშალონ. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. საზოგადოებას მათ მიმართ უკვე აქვს გარკვეული დამოკიდებულება. ეს ვერ შეიცვლება და რეიტინგი ვერ გაიზრდება. კარგად ესმით და იციან, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამ პოლიტიკური პარტიების – გინდ გაერთიანებულის და გინდ ცალ-ცალკე აღებულის, მთავარი სამიზნე იქნება, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

“ყველაზე დიდი ამორალურობაა, როცა უცხოურ ფულსა და უცხოურ დაფინანსებაზე ზის ქართული პოლიტიკა” – დავით მათიკაშვილი

ქართული სახელმწიფო მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და რუსეთის ტერიტორია იქნება, ევროკავშირის, ამერიკის თუ ავსტრალიის, არ დაუშვებს იქიდან შემოსულმა თანხებმა ქართულ პოლიტიკასა და არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა მოახდინოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, როცა უცხოურ ფულსა და უცხოურ დაფინანსებაზე ზის ქართული პოლიტიკა, ყველაზე დიდი ამორალურობაა.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამ ერთ ნოტაზე მომღერალ მთელს „ნაციონალურ მოძრაობას“. არ ვიცი, ეს ვინ გირჩიათ როზნერმა თუ პოზნერმა?! თქვენ ვერაფერს უზამთ იმ ფაქტებს, 10 კგ თხილის მოპარვისთვის და რამდენიმე კილო ჯართის მოპარვისთვის არასრულწლოვანებს ციხეში რომ ალპობდით. იმიტომ იპარავდნენ ეს არასრულწლოვანები, რომ ძალიან შიოდათ. რაც შეეხება ჩემს სხვა სათქმელს. მინდა საზოგადოებას ველაპარაკო ფაქტებით და ვაუწყო მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს. სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, გვერდის ავლით, დღეს მოქმედი რადიკალური ჯგუფები, ე.წ. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ფინანსდება უცხოეთიდან შემოსული სახსრებით, იმ ე.წ. ენჯეოების მეშვეობით, რომლებიც ამ პარტიებთან არის შერწყმული, აფილირებული და მათ შორის არ არის განსხვავება. საბოლოო ჯამში, აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა, თუ სად იხარჯება „ენჯეოების“ მხრიდან ეს ფული. იმიტომ არის გაუმჭვირვალე, რომ არ არსებობს საქართველოში „ენჯეოების“ ფინანსების ხარჯვაზე გამჭვირვალობის დამდგენი რეგულაციები. რატომ არ არის ეს რეგულაციები? მამუკა მდინარაძემ ამას საუკუნის აფიორა რომ უწოდა, ეს იყო სრულიად მართალი. თუ როგორც მიაწებეს ამერიკულ FARA-ს ქართულ შერბილებულ ვარიანტს რუსული კლიშე და ისტერიკებით გამოიწვიეს ამ კანონის კომპრომეტირება, შემდგომ რაც მოხდა, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. მივუბრუნდეთ ჩვენს თემას, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის, პირველი „ბ“ პუნქტი გვეუბნება, რომ დაუშვებელია შემოწირულების მიღება საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ანდა სხვა გაერთიანებისგან, გარდა ლექციების, სემინარების ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიებების უსასყიდლო მოწყობისაო, გვეუბნება კანონი. ამ კანონს წინ უძღოდა ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ არათუ უცხოეთიდან შემოსული თანხით დაფინანსდეს პოლიტიკა, თვით შიგნით პოლიტიკაში გავმიჯნოთ ერთმანეთისგან დიდი ფულის მოზღვავების პრევენცია და იურიდიულ პირებსაც კი ავუკრძალოთ დაფინანსების განხორციელება, შემოწირულების განხორციელებაო, რაც რეალურად პარლამენტში გაკეთდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს, მაგალითად: ნიკა გვარამიას „ახალი“, მასთან არიან აფილირებული „ენჯეოები“, „რეფორმების კვლევის ჯგუფი“ და „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“; გახარიების პარტიასთან „დემოკრატიის მხარდამჭერი ცენტრი“; „სტრატეგია აღმაშენებელთან“ „ინოვაციების განვითარების ფონდი“; ხაზარაძე -ჯაფარიძეებთან „დემოკრატიის ვირტუალური აკადემია“, ხოშტარიას „დროასთან“ ISFED. ამ ყველაფერს აფინანსებენ უცხოეთიდან შემოსული სახსრებით და ეს არის ყველაზე დიდი ამორალურობა ზოგადად პოლიტიკაში, როცა უცხოურ ფულსა და უცხოურ დაფინანსებაზე ზის ქართული პოლიტიკა. ეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა. კარგად გაიაზრეთ და გაითვალისწინეთ, რომ არ არის ეს მხოლოდ უმრავლესობის და სახელმწიფოს დასაცავი. გარდა იმისა, რომ კანონს არღვევთ და დანაშაულს ჩადიხართ, ამის მიღმა მორალურად უდიდეს ცოდვას ჩადიხართ, რადგან იძლევით საშუალებას, რომ თქვენი ამომრჩევლის ნებაზე უცხოეთიდან მომდინარე სახსრებმა მოახდინონ ზეგავლენა.

კარგად იცოდეთ, რომ ქართული სახელმწიფო მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, განსაკუთრებით არჩევნების პროცესში და რუსეთის ტერიტორია იქნება, ევროკავშირის, ამერიკის თუ ავსტრალიის, არ დაუშვებს იქიდან შემოსულმა თანხებმა რაიმე კუთხით ზეგავლენა მოახდინოს ქართულ პოლიტიკასა და არჩევნების შედეგებზე,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

“უახლოეს კვირებში დავიწყებთ მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალს, რომლის სამიზნე აუდიტორია დაახლოებით 25 000 ათასი სტუდენტი იქნება” – გიორგი ამილახვარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, უახლოეს კვირებში განათლების სამინისტრო ახალგაზრდული ფესტივალის გამართვას გეგმავს, რომელიც 3 თვე გაგრძელდება.

როგორც მან ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის წარდგენისას აღნიშნა, ფესტივალში საქართველოში არსებული ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის სტუდენტი ჩაერთვება.

მინისტრის თქმით, ფესტივალი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სპორტი (ტურნირები სპორტის სახეობებში), კულტურა (კონკურსი კულტურის სხვადასხვა მიმართულებით), ინტერმედია (თეატრალურ-თემატური კონკურსი უნივერსიტეტებს შორის), მოხალისეობა (მოხალისეობის კონკურსი უნივერსიტეტებს შორის).

„წელს, უახლოეს კვირებში დავიწყებთ მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალს, რომლის სამიზნე აუდიტორია დაახლოებით 25 000 ათასი სტუდენტი იქნება და გაიშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც აბსოლუტურად ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტი ჩაერთვება. ფესტივალის ფარგლებში იქნება: სპორტული მიმართულება, ჩვენ მათ შევთავაზებთ დაახლოებით 10-ზე მეტ სპორტულ სახეობებს, ასევე, კულტურის მიმართულებაც იქნება, სადაც როგორც ქართული ცეკვა, ფოლკლორი, ჰიპ-ჰოპი და სხვა მიმართულებები იქნება. ერთი სიახლე, რაც ნამდვილად ინოვაციურია, ეს არის ინტერმედია, როდესაც უნივერსიტეტებში არსებული თეატრები ერთმანეთს სხვადასხვა კონკურსებში შეეჯიბრებიან. მოხალისეობა, ეს მიმართულება ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, რომ თავიანთი ინტერესების მიხედვით, სხვადასხვა სოციალური პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელონ და შესაბამისი წინადადებები წარმოადგინონ, რაც ვფიქრობ, მათ თვითრეალიზაციას კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს მისცემს. დღევანდელ ახალგაზრდობაში საკმაოდ პოპულარულობით სარგებლობს და ინტერესი იმატებს ინოვაციებზე, ტექნოლოგიებზე, ინჟინერიაზე, მათემატიკაზე, ამიტომ ამ მიმართულების გამოტოვება არ გვინდოდა და ე.წ. STEAM მიმართულების კონკურსიც გვექნება, სადაც შესაბამისი ინტერესის სტუდენტებს და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ამ კონკურსებში მონაწილეობა მიიღონ. თითოეული მიმართულება დატვირთული იქნება, სამუსიკო, საკონცერტო, საკლუბო, გასართობი ელემენტებით, როგორც გახსნის ღონისძიებები, ასევე, დამაგვირგვინებელი ღონისძიებები, რომ ამ კონკურსების პარალელურად ასევე, მოხდეს ბავშვებში, რაც შეიძლება მეტი თვითრეალიზაციის პირობების შექმნა.

ეს ფესტივალი დაიწყება უახლოეს კვირებში და გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში, მიმდინარე სემესტრის ბოლომდე და დაახლოებით 25 000 სტუდენტის ჩართულობას ველით“, – განაცხადა ამილახვარმა.

“ამბიციური მოღალატეა მეთქი, ჯერ კიდევ როდის ვთქვი” – თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე

“არა რა, რომ დავადე ხელი ვალდებულებები აქვს და ამბიციური მოღალატეა მეთქი (ჯერ კიდევ როდის ვთქვი) –  ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ საარჩევნო ნომრის დაანონსებას.

„არა რა, რომ დავადე ხელი ვალდებულებები აქვს და ამბიციური მოღალატეა მეთქი (ჯერ კიდევ როდის ვთქვი), ისე კი არ ვთქვი ან როგორ ვეტყოდი ასეთ უკიდურეს სიტყვას, ბრალდებას, ინფორმაციის არსებობის გარეშე, როგორ ვეტყოდი?! (ეგ ჩემი სტილი არ არის, ეგ ბედუკაძის პარტნიორების – „ჩიტებიანების” სტილია).

ჰოდა ახლა იფრინე, „ჩიტებიან” ინფორმატორებთან ერთად ნიკანორ, ახლა უკვე სულერთია ეს მელია (კუთხურად და ჟარგონულად რომ ვთქვა: „აწი”, გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ, როგორც გიორგი კუჭატნელი – მიწაზე გაშხლართული ფალავანი, ეგ არის და ეგ“, – წერს სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ  ნიკა მელიამ საარჩევნო ნომერი დააანონსა, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის. საარჩევნო ნომერი 4 მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ ეკუთვნის, რომელიც პაატა ბურჭულაძემ დააარსა, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძეა.

 

“ქალებს გვაწუხებს ის, რომ გვკლავენ!” – ხატია დეკანოიძე

ქალებს გვაწუხებს ის, რომ ქალებს გვკლავენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ქალებს კლავენ და ამაზე არც ერთი კონკრეტული ნორმალური პოლიტიკური დოკუმენტი არ შექმნილა ამ ხნის განმავლობაში და პრინციპში, არც ერთი ხელისუფლების პერიოდში“, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, ფემიციდი სერიოზული გამოწვევაა და ამ პრობლემაზე, სამწუხაროდ, კოლეგა მამაკაცი დეპუტატები ყურადღებას არ ამახვილებენ.

„ამ ძალიან მძიმე პრობლემაზე ჩემმა ქალმა კოლეგებმა ისაუბრეს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არ მახსენდება უმრავლესობის წევრი არც ერთი კაცი და ასევე, გულისტკივილით უნდა ვთქვა, ძალიან იშვიათად მახსენდება ოპოზიციიდან გამოსული კაცი, რომელიც ისაუბრებდა ქალების მკვლელობაზე და რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ ქალები აღარ მოკლან. რამდენიმე დღის წინ მოკლეს ახალგაზრდა ქალი, აჩეხეს და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას, სახელმწიფოს არ გაუკეთებია არც ერთი მინიშნებაც კი, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ ძალიან მძიმე პრობლემას და გამოწვევას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.