“ამბიციური მოღალატეა მეთქი, ჯერ კიდევ როდის ვთქვი” – თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე

86
spot_img

“არა რა, რომ დავადე ხელი ვალდებულებები აქვს და ამბიციური მოღალატეა მეთქი (ჯერ კიდევ როდის ვთქვი) –  ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ საარჩევნო ნომრის დაანონსებას.

„არა რა, რომ დავადე ხელი ვალდებულებები აქვს და ამბიციური მოღალატეა მეთქი (ჯერ კიდევ როდის ვთქვი), ისე კი არ ვთქვი ან როგორ ვეტყოდი ასეთ უკიდურეს სიტყვას, ბრალდებას, ინფორმაციის არსებობის გარეშე, როგორ ვეტყოდი?! (ეგ ჩემი სტილი არ არის, ეგ ბედუკაძის პარტნიორების – „ჩიტებიანების” სტილია).

ჰოდა ახლა იფრინე, „ჩიტებიან” ინფორმატორებთან ერთად ნიკანორ, ახლა უკვე სულერთია ეს მელია (კუთხურად და ჟარგონულად რომ ვთქვა: „აწი”, გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ, როგორც გიორგი კუჭატნელი – მიწაზე გაშხლართული ფალავანი, ეგ არის და ეგ“, – წერს სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ  ნიკა მელიამ საარჩევნო ნომერი დააანონსა, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის. საარჩევნო ნომერი 4 მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ ეკუთვნის, რომელიც პაატა ბურჭულაძემ დააარსა, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძეა.