“ისლანდიას აქვს უდიდესი პოტენციალი და გამოცდილება ბუნებრივი კრიზისების მართვაში” – სალომე ზურაბიშვილი

10
spot_img

ისლანდიას აქვს უდიდესი პოტენციალი და გამოცდილება ბუნებრივი კრიზისების მართვაში, მნიშვნელოვანია საქართველომ ამ მიმართულებით გააღრმაოს მასთან თანამშრომლობა – ჩვენ გასულ წელს განვიცადეთ ორი დიდი ტრაგედია, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისლანდიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და მისი მრავალფეროვანი ასპექტები განიხილეს. პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრის ერთ – ერთი მთავარი საკითხი იყო ასევე მწვანე და განახლებადი ენერგიების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები და ამ ურთიერთობების მრავალფეროვანი ასპექტები. ის გლობალური გამოწვევები, რაც არსებობს კლიმატის ცვლილებების კუთხით და ჩვენი დროის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამ ასპექტში, ეს არის სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრს მივიღოთ, გავიზიაროთ ამ კუთხით თქვენი გამოცდილება და ტექნოლოგიების გაცვლა მოხდეს ამ კუთხით, რამეთუ თქვენ და თქვენი ქვეყანა დიდი ხანია ამაში არის ჩართული. პატარა ქვეყნებისთვის და ჩვენი ორი ქვეყნისთვის ბიომრავალფეროვნება არის ფასდაუდებელი საგანძური, რასაც გაფრთხილება და განვითარება სჭირდება, ვთვლი, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი არსებობს და მას გამოყენება სჭირდება. მწვანე და განახლებადი ენერგიების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება იყო ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. პრეზიდენტი იოანესონი საქართველოში ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება და მოხარული ვარ, რომ ვიზიტის დროს საქართველოს და ისლანდიის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შეძლებენ ამ შესაძლებლობების სიღრმისეულად განხილვას და იმედი მაქვს კონკრეტული ერთობლივი მიზნების დასახვას. ისლანდიას აქვს უდიდესი პოტენციალი და გამოცდილება ბუნებრივი კრიზისების მართვაში და მნიშვნელოვანია საქართველომ ამ მიმართულებით გააღრმაოს მასთან თანამშრომლობა, ჩვენ გასულ წელს განვიცადეთ ორი დიდი ტრაგედია და დღეს უკვე ვიცით, რომ აუცილებელია სწრაფი რეაგირება ამ დარგში იყოს სხვანაირად მოფიქრებული და ახლო პარტნიორების ყველა გამოცდილება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობები და მზად ვართ, რომ ამ ორი ხალხის და ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით ვეცადოთ ვნახოთ გზები მეტი ურთიერთგაცვლა რომ მოხდეს ჩვენი კულტურის საგანძურების და ხალხთა შორის მეტი დაახლოება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.