Home Blog Page 2400

ისნის რაიონის გამგეობამ დოლაბაურის ხევში საგზაო სამუშაოები განახორციელა

ისნის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დოლაბაურის ხევში, სადაც აქამდე ასფალტის საფარი საერთოდ არ არსებობდა, საგზაო სამუშაოები განახორციელა.

ასფალტის ახალი საფარი 1500 კვ.მ-ზე დაიგო. საგზაო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 105 000 ლარი გამოიყო.დოლაბაურის ხევის მცხოვრებლებს ახლა უკვე გადაადგილება არც ფეხით და არც საავტომობილო გზით დისკომფორტს აღარ შეუქმნის. გასული წლიდან დღემდე, რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურა 110 მისამართზე მოწესრიგდა.

ისნის რაიონის გამგეობა აღნიშნული მიმართულებით მუშაობას განაგრძობს და პრიორიტეტების მიხედვით მისამართებზე ასფალტის საფარს აახლებს.

 

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აპრილისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5299 ლარი ეღირება, ევრო – 2.7599 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1459 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5330 ლარი ღირდა, ევრო – 2.7655 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1513 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 11 აპრილს ამოქმედდება.

მთავრობამ მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის სამედიცინო ჩარევის ხარჯების თანადაფინანსების მაქსიმალური თანხა განსაზღვრა

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, სოციალურად დაუცველები სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში, თანხას არ გადაიხდიან, პენსიონერის შემთხვევაში თანადაფინანსების წილი არა უმეტეს 500 ლარით, 18 წლამდე ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შემთხვევაში არა უმეტეს 1000 ლარით, ხოლო იმ პირებისთვის, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც 3500 ლარზე ნაკლებია, არა უმეტეს 1500 ლარით განისაზღვრა.

მინისტრის განცხადებით, რამდენად ძვირადღირებულიც არ უნდა იყოს სამედიცინო ჩარევა, პაციენტს მაქსიმუმ იმ თანხის გადახდა მოუწევს, რაც განისაზღვრა.

„დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დადგენილებაში ცვლილებები შევიტანეთ, რაც გვაჩვენა განვლილმა 5 თვიანმა პერიოდმა. ჩვენ განვსაზღვრეთ მაქსიმალური ჭერი. ანუ, სოციალურად დაუცველის შემთხვევაში ისედაც 0% იყო თანაგადახდა და ეს ასე დარჩა. პენსიონერის შემთხვევაში 10%, არა უმეტეს 500 ლარი იქნება ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში მათი თანაგადახდის წილი. 18 წლამდე ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შემთხვევაში 20%, არა უმეტეს 1000 ლარი, ხოლო სხვა დანარჩენის შემთხვევაში, ვისი შემოსავალიც არის ყოველთვიურად 3500 ლარზე ნაკლები 30%, არა უმეტეს 1500 ლარი იქნება.

ასევე სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ, რაც კონტროლს უფრო ეფექტიანს გახდის. ასევე კლინიკებს შორის DRG-ის დაგენერირებული თანხების გადანაწილება. მაგალითად, თუ ერთ კლინიკაში მიიყვანეს პაციენტი, ამ კლინიკამ დაასტაბილურა და შემდეგ რადგანაც სრული სერვისი არ აქვს, სხვა კლინიკაში გადამისამართება მოუწია, 10/90-ის პრინციპით მოხდება დაანგარიშებული თანხის გაყოფა,” – განაცხადა აზარაშვილმა.

“ეს იყო არამარტო „ნაცმოძრაობის“, არამედ ე.წ. „ტროიკის“ მიერ დაორგანიზებული აქცია”

ეს არ იყო მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული, ეს იყო მთელი ე.წ. „ტროიკის“, რომ გადაიმალნენ ახლა, რომ რცხვენიათ და გარეთ ვერ გამოდიან, იმათი დაორგანიზებული, ყველასი ერთად. ახლა ხაბეიშვილს შეაწმინდეს ხელი, ხაბე რა შუაშია? ხაბე მსხვერპლია მანდ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილი იმ გარემოცვის მსხვერპლია, რომელმაც ის დაარწმუნა, რომ ნამდვილად ლიდერია. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ 9 აპრილს გამართული აქციით, საზოგადოებამ რადიკალებს კიდევ ერთხელ უთხრა უარი.

„ჩემი ხაბე არის მსხვერპლი, ჩემი ხაბე მოატყუეს და ასე შეატოვეს [აქცია]. მე მაგალითად, დეკემბერში მაქვს დაბადების დღე და ჩემს ხაბეს ვეპატიჟები, თამადად მინდა დავნიშნო, იქ გაცილებით მეტი ხალხი შეიკრიბება. არ შეიძლება ასე, მობილიზება თვეზე მეტია დაწყებული აქვთ და ბოლოს, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა – ეს ხომ ნონსენსია. აბუჩად იგდებენ ამ ადამიანს და მთლად ასეც არ მემეტება ჩემი ხაბე, რომელიც გარემოცვის მსხვერპლია, სადაც აირჩიეს და დაარწმუნეს, რომ ნამდვილად ლიდერია და თავმჯდომარეა. იმ მელიას რას ერჩოდნენ, ამაზე მეტი კი გამოჰყავდა იმ კაცს და მეტი ძალა არ აქვთ და რა უნდა ქნან?

სხვათა შორის, ეს არ იყო მარტო „ნაციონალური მოძრაობის“, ეს იყო მთელი ე.წ. „ტროიკის“, ყველასი ერთად ორგანიზებული აქცია, რომ გადაიმალნენ ახლა, რომ რცხვენიათ და გარეთ ვერ გამოდიან – ახლა ხაბეიშვილს შეაწმინდეს ხელი, ხაბე რა შუაშია? ხაბე მსხვერპლია მანდ. რადიკალურ ოპოზიციას, კიდევ ერთხელ, ქართველმა ხალხმა გაგილაწუნათ სახეში და გითხრათ, რომ თქვენი ადგილი, რადიკალიზმის ადგილი, ქართულ პოლიტიკაში არ არის და არ იქნება. ვერასდროს გახდებით თქვენ ვერც გმირები, ვერც წინამძღოლები და ვერც „ეროვნული მოძრაობის“ წარმომადგენლები – მერამდენედ დაარქვეს ხომ [ეროვნული მოძრაობა]? როგორ ცდილობენ, ყველაფერი გააუფასურონ, რაც წმინდაა ჩვენი საზოგადოებისთვის – არ გაიშვას თქვენი გმირობა.“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.

კითხვაზე, ვის გულისხმობდა ხაბეიშვილი, როდესაც განაცხადა, რომ უნდა გაირკვეს ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ – თვითმარქვია, ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, შესაძლოა, გიორგი ვაშაძეს გულისხმობდა. მისივე განმარტებით, რადიკალურ ოპოზიციაში ყველა ხელმოცარულია, ვინაიდან, მათ ვერ გაიაზრეს, რომ რადიკალიზმს ქართველი ხალხის მხარდაჭერა არასდროს ექნება.

„არ ვიცი, ალბათ ჭიჭე ვაშაძეს გულისხმობს, ის ნამდვილად თვითმარქვიაა და ხელმოცარული. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ამ რადიკალურ ოპოზიციაში ყველა ხელმოცარულია. ვერ გაითავისეს, ვერ გაიაზრეს, რომ ხალხის მხარდაჭერა არასდროს ექნება რადიკალიზმს ამ ქვეყანაში, რადგან ჩვენ ეს ვნახეთ, გამოვიარეთ, ქართველმა ხალხმა ის ყველაფერი, რაც თავის თავზე გადაიტანა, გააცნობიერა კიდეც. აქ ქართველი ქართველს რომ დაუპირისპირდეს და ტყვია-წამლით სდიოს, ეს წარსულს ჩაბარდა.“ – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

88 წლის მოხუცზე ძალადობის ბრალდებით იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიის სასამართლოში ასამართლებენ 36 წლის ქართველ ქალს, რომელსაც ბრალად ედება მოხუცზე ძალადობა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განსაცდელში მიტოვება.

საქართველოს მოქალაქე გოია ტაუროს დასახლებაში მომვლელად მუშაობდა.

ის 88 წლის, ლოგინად მყოფ ქალს უვლიდა. ქალის ახლობლებმა შენიშნეს, რომ მოხუცის მდგომარეობაში ყოველდღიურად უარესდებოდა და მომვლელის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეიტანეს.

ოჯახმა საქმეში ადგილობრივი პოლიცია ჩართო. სამართალდამცველებმა სახლში ფარული სათვალთვალო მოწყობილობა დაამონტაჟეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ქართველი მომვლელი მოხუცზე ფიზიკურად ძალადობდა, ღამის საათებში მას მარტო ტოვებდა და შინ მხოლოდ, გამთენიისას ბრუნდებოდა.

კარაბინიერებმა საქართველოს მოქალაქე სხვა მისამართზე დააკავეს, სადაც ის ასევე ოჯახის დამხმარედ მუშაობდა.

 

 

 

“სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ ჩინჩალაძეს ჩამოართვას ,,ღირსების ორდენი’’ – ანა დოლიძე 

პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერი, ანა დოლიძე ინიციატივით გამოდის და  სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს  ,,ღირსების ორდენი’’ ჩამოართვას სანქცირებულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს.

’’გუშინდელ შეკრებაზე ოპერაში: მისასალმებელია, როდესაც ჩვენი გადასახადები ქვეყნისთვის დადებითი მაგალითების შექმნასა და აღიარებაში იხარჯება. ამავე დროს, დროა პრეზიდენტის „ღირსების“ ორდენს ნამდვილი ღირსება შევძინოთ. სანქცირებულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს 2005 წელს მიღებული აქვს ,,ღირსების ორდენი’’. ვფიქრობ, ზუსტად ახლა, სალომე ზურაბიშვილმა მას ეს ორდენი უნდა ჩამოართვას. ჯილდოს ჩამორთმევის პრეცედენტი არსებობს, ეს სწორედ სალომე ზურაბიშვილს აქვს გაკეთებული და კანონიც იძლევა ასეთ საშუალებას „შეურაცხმყოფელი საქციელისთვის”,  – წერს ანა დოლიძე.

 

“2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვის ნიშნები არ გვაქვს”

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვის ნიშნები არ გვაქვს – რაიმეს დამატებით გამოძიებას პარლამენტს შიგნით იმაზე, რაზეც საერთაშორისო სასამართლოებში ვიბრძოლეთ, რელევანტურად არ მივიჩნევთ , – ასე პასუხობს დეპუტატ ფრიდონ ინჯიას ინიციატივას პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.

თალაკვაძის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საქართველოს სიმართლე დამტკიცებულიყო.

“2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენი ინიციატივა არ არის. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველა საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს სიმართლე დამტკიცებულიყო. ჩვენ მოვიგეთ ისტორიული პროცესი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, სადაც პირდაპირ დადასტურდა, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს და ამ ომის დროს და ომის შემდეგ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. ასევე ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო მტკიცებულებების შეკრება და ჰააგაში მიმდინარე გამიძიებაზე მათი დართვა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარტია “ევროპელი სოციალისტები” და მისი თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია 2008 წლის აგვისტოს ომის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომიისის შექმნას ითხოვს.

“ქართული ოცნება” და სასამართლო “კლანი” ერთმანეთს კვებავს” – ხატია დეკანოიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადება მიანიშნებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეიძლება ახალი შემზღუდავი საკანონმდებლო ინიციატივები შემოიტანოს , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის განცხადებას.

დეკანოიძის თქმით, მთავრობა “სასამართლო კლანის” შანტაჟს დაექვემდებარა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად გადახლართულია სასამართლო სისტემა და აღმასრულებელი ხელისუფლება, რაც ხელისუფლების ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელო შტო უნდა იყოს.

“ძალიან საგულისხმოა ეს ფაქტი. ჩვენ მოვისმინეთ მურუსიძის განცხადება, რომელიც იყო შანტაჟი „კლანის“ მხრიდან ხელისუფლებაზე, ამ შანტაჟს დაემორჩილა “ქართული ოცნება”, რადგან ურთიერთთანამშრომლობა აქვთ და კვებავენ ერთმანეთს “ქართული ოცნება” და სასამართლო კლანი. ამის შემდეგ ხვდება მათ ღარიბაშვილი და უცხადებს მხარდაჭერას, თუმცა სხვას არც არაფერს ველოდები, მაგრამ ის განცხადება, რომელიც გააკეთა საბჭოს თავმჯდომარემ მიმანიშნებს იმაზე, რომ შეიძლება ახალი შემზღუდავი საკანონმდებლო ინიციატივები შემოიტანოს “ქართულმა ოცნებამ”, ე.წ. სასამართლოსთან შეთანხმებით. არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ის, რომ ასე გადახლართულია სასამართლო სისტემა და აღმასრულებელი ხელისუფლება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ძალიან აშაკარა თანამშრომლობა ორ ინსტიტუტს შორის, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ არის სრულიად ურთიერთგადახლართული და ეს ჩანს ურთიერთშანტაჟში, რომელიც გადაიქცა თითქოს მხარდაჭერად. ერთი კვებავს მეორეს და ხალხის ნდობა არ აქვს სასამართ₾ო სისტემას, ისევე როგორც ხელისუფლებას”, – განაცხადა დეკანოიძემ.

უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დადგა ის ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში და ნორმატიული ჩარჩო უნდა შემუშავდეს, რომელიც გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას.

“სასამართლოს მიმართ ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა” – პრემიერი

მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ნატოს წევრ 13 ქვეყანას უსწრებს, სასამართლოს მიმართ ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს სიამაყის განცდა უნდა ჰქონდეთ იმის გამო, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას.

„თქვენ, როგორც მოქალაქეს, უნდა გქონდეთ სიამაყის განცდა იმისა, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას. ეს ერთი და მე გთხოვთ, რომ ყველამ ძალიან დიდი პატივისცემით მოიხსენიოთ ყველა მოსამართლე და მიმართოთ პატივისცემით. ამას მოვითხოვ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ იყოთ კორექტულნი და კორექტულად მიმართოთ ადამიანებს და მოქალაქეებს. მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა (მათ შორის კორუფციის აღქმის რეიტინგებში) ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ნატოს წევრ 13 ქვეყანას უსწრებს. სასამართლოს მიმართ ნდობა არის ისტორიულ მაქსიმუმზე. წინა ხელისუფლების დროს იყო თითქმის ნულზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე, როგორც მთავრობის მეთაური, გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ სასამართლო იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან როგორც მთავრობის, თუ მთავრობის წევრების, როგორც საშინაო თუ საგარეო ჩარევებისგან. მე მგონი, ყველაფერი გასაგებია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველა ის მოსამართლე, რომელზეც გავრცელდა აშშ-ის გადაწყვეტილება, ძალიან მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მოსამართლეები არიან, რომლებიც მთელი თავისი შეგნებით ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოს გაძლიერებას.

„ყველა ის მოსამართლე, რომელზეც გავრცელდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, მე ვიცი და ყველამ ვიცით, რომ არის ძალიან მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მოსამართლეები, რომლებიც მთელი თავისი შეგნებით ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოს გაძლიერებას და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აღნიშნულს არ ექნება რაიმე გავლენა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ყველა ხელისუფალის და თითოეული მოქალაქის ვალდებულება უნდა იყოს და ჩვენი მოვალეობაა, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მოსამართლეებს მათი ინტერესებისა და სასამართლოს დაცვაში. აი, ამას, მე როგორც პრემიერ-მინისტრი ვაკეთებ და ხვალაც გავაკეთებ კიდევ უფრო მეტი შემართებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“ურნაში ნაპოვნი პირადობის მოწმობები ვაშაძის იუსტიციის სამინისტროში მუშაობის დროს იყო დაბეჭდილი”-ავთანდილ ენუქიძე

ურნაში ნაპოვნი პირადობის მოწმობები ვაშაძის იუსტიციის სამინისტროში მუშაობის დროს იყო დაბეჭდილი, მაგაზე რომ არ აგებინეს პასუხი, დღეს გრძელი ენა აქვს, ამბობს, ხალხის რაღაცები მაწუხებსო და ახალ წელს სან-პაულოში იყო, არავიზე არაფერს ვამბობ და გაჩუმდნენ, მახსოვს ყველაფერი, ვინ რას აკეთებდა, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა.

ავთანდილ ენუქიძემ კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის იმ განცხადებაზე, სადაც მანჯგალაძე აღნიშნავს: „ოპოზიციაში ბევრი თვითმარქვიაა, ასეთია ფრიდონ ინჯიას პარტია, სხვა ვერსიებიც მსმენია, ჩვენს საქმიანობაზე კითხვა არასოდეს გაჩენილა“.

ავთანდილ ენუქიძე ამბობს, რომ „ევროპელ სოციალისტებს“ დესტრუქციული ძალები ოპოზიციად არ მიაჩნია.

„პაატა მანჯგალაძეს ერთ მხარეს გიორგი ვაშაძე უზის, მეორე მხარეს – დავით უსუფაშვილი. უსუფაშვილმა და თავისმა ცოლმა არჩევნების დროს წარმოადგინეს დაბეჭდილი პირადობის მოწმობები, რომლებიც ლევან თარხნიშვილს წარუდგინეს და შემდეგ ეს ურნაში იპოვეს. ის პირადობის მოწმობები დაბეჭდილი იყო ვაშაძის იუსტიციის სამინისტროში მუშაობის დროს. მაგაზე რომ არ აგებინეს პასუხი და გრძელი ენა რომ აქვს, იკითხეთ, ახალი წელი სად გაატარა? – ამბობს, ხალხის რაღაცები მაწუხებსო და ახალ წელს სან-პაულოში იყო. ხომ ხედავთ, არავიზე არაფერს ვამბობ და გაჩუმდნენ. როცა ჩვენ აფხაზეთში ვომობდით და ტყვიას გვესროდნენ, რომან გოცირიძე აქ კუპონებს აჯდა და ყველა ჭკვიანად იყოს. მახსოვს ყველაფერი, ვინ რას აკეთებდა. როგორც კი ასეთ კომენტარებს მოვისმენ, პასუხს მიიღებენ. თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო, ჩემმა სადაზღვევო კომპანიამ გადაიხადა, თქვენი ტელევიზიის პატრონმა ჭუტლექსამ რომ ავარია გააკეთა და ბავშვი დაიღუპა. ჩვენ დესტრუქციული ძალები არ მიგვაჩნია ოპოზიციად, თუ რაიმე სათქმელია, არ ვერიდები. იმაზე ვერ გადავეწყობი, რომელ ტელევიზიას, რისი თქმა უნდა“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

“ბოლო სამი პრეზიდენტის ხელში, ქვეყნის სახელმწიფო ჯილდოები გაუფასურდა”

ეროვნული ღალატია, როდესაც ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ეროვნულ საპოლიციო დანაყოფებს გენერალ როდიონოვის დამსჯელ რაზმებს ადარებს. ეროვნული ღალატია, როდესაც 9 აპრილს 21 დაღუპული ქართველი გოგო/ბიჭის, მათი მამებისა თუ ბებიების სულის მოსახსენებლად წუთიერი დუმილიც გეზარება, რომლის გამოხატვა, უკრაინის მიმართ პარლამენტში არცერთ მოსვლაზე არ გავიწყდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ბოლო სამი პრეზიდენტის ხელში, ქვეყნის სახელმწიფო ჯილდოები გაუფასურდა, ვინაიდან სხვადასხვა ორდენი მიღებული აქვთ მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და სხვა მსჯავრდადებულებს.

ქართველიშვილი ასევე ეროვნულ ღალატად აფასებს პრეზიდენტის მზაობას, პოლიციელის ცოცხლად დაწვის ინიციატორი „ღირსების ორდენით“ დააჯილდოოს, მსჯავრდადებულები კი – შეიწყალოს, თუმცა, მას ამ ნაბიჯების გადადგმისგან ხალხის მოსალოდნელი რეაქცია აშორებს.

„ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მოღვაწეობს და ქმნის ისტორიას უამრავი თავმდაბალი პატრიოტი, რომელიც ასევე შეუმჩნევლად ტოვებს წუთისოფელს, მაგრამ სახელმწიფო ზუსტად რომ მათნაირების მიწიერ დანატოვარზე აგრძელებს თავის არსებობას. მათი ღვაწლის დაფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია სახელმწიფო ჯილდო, ორდენი, მედალი, რომელიც, უღირსი პრეზიდენტის ხელში, ეროვნულ სირცხვილად და ღირსეული ადამიანების დაცინვად იქცევა.

როგორ შეიძლება ქვეყნის ნორმალურ დამსახურებულ მოღვაწეს, ღირსების, ბრწყინვალებისა და ვახტანგ გორგასლის „ორდენოსნობა“ უხაროდეს მეგის ქარდავას, კოხტა კოდუას, ვიქტორ იანუკოვიჩის ან სხვა უამრავი დაჯილდოებული არაკაცების, ჯალათებისა და კრიმინალების გვერდით. ჯონ ლენონმა 1969 წელს ბრიტანეთის უმაღლესი ჯილდო დედოფალს მისი ქვეყნის უღირსი საგარეო პოლიტიკის გაპროტესტების ნიშნად დაუბრუნა. ხოლო საქართველოს ბოლო სამი უღირსი პრეზიდენტის ხელში რა დონემდე გაუფასურდა ქვეყანაში სახელმწიფო ჯილდოს ფასი – ეს არის სრული კოშმარი, კატასტროფა და ეროვნული ღალატი.

ეროვნული ღალატია, როდესაც ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ეროვნულ საპოლიციო დანაყოფებს გენერალ როდიონოვის დამსჯელ რაზმებს ადარებს. ეროვნული ღალატია, როდესაც 9 აპრილს 21 დაღუპულ ქართველი გოგო/ბიჭის, მათი მამების თუ ბებიების სულის მოსახსენებლად წუთიერი დუმილიც გეზარება, რომლის გამოხატვა უკრაინის მიმართ პარლამენტში არცერთ მოსვლაზე არ გავიწყდება.

ეროვნული ღალატია, როდესაც შინაგანად მზად ხარ, პოლიციის ცოცხლად დაწვის ინიციატორი „ღირსების ორდენით“ დააჯილდოო, ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უდიდესი ჯალათები და კრიმინალები ციხიდან გამოუშვა. ხოლო ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ამ ნაბიჯებიდან გაშორებს – ხალხის შიშია, რომლის უსამართლობით გადავსებული ფიალა შეიძლება იმ დონემდე მიიყვანო, რომ ორბელიანის სასახლიდან საზღვარგარეთ გაქცევა, მესამე პრეზიდენტისა არ იყოს, სანატრელი გაგიხდეს“, – წერს დავით ქართველიშვილი.

“ჩვენი კომენტარები და შეფასებები რესპუბლიკური საავადმყოფოს მყისიერად რეაბილიტაციას, ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა”

ჩვენი კომენტარები და შეფასებები რესპუბლიკური საავადმყოფოს მყისიერად რეაბილიტაციას, ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა – არ არსებობს სამსახურის დაკარგვის საშიშროება, ან იმის, რომ კლინიკა თავისით დაიშალოს და ყურადღება არ მივაქციოთ, პაციენტი ვერ მიიღონ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც კლინიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე აუცილებლად გვეცოდინება, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი ჩატარდება თუ რეაბილიტაცია.

„ჩვენი კომენტარები და შეფასებები ამ შენობის მყისიერად რეაბილიტაციას ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა. ჩვენ ექსპერტების მხრიდან საბოლოო დასკვნებს ველოდებით. ჩვენი კომენტარები და შეფასებები პირველადი შეფასებებიდან გამომდინარე იყო, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს და დიდი ალბათობით იგულისხმებოდა შენობის რეაბილიტაციის ნაცვლად, ხარჯთეფექტიანობიდან გამომდინარე შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების ახალი კლინიკის აშენება.

წლის ბოლომდე აუცილებლად გვეცოდინება, მოხდება დემონტაჟი, თუ რეაბილიტაცია. ზუსტი თარიღის თქმა გამიჭირდება, თუმცა მედპერსონალი ჩვეულებრივად გააგრძელებს საქმიანობას. პაციენტებს ჩვეულებრივ რეჟიმში მიიღებენ.

რესპუბლიკური საავადმყოფო იმ სტანდარტებში იქნება მოქცეული, რისი მიღწევაც კლინიკებს 2025 წლისთვის მოუწევთ. აქედან გამომდინარეა დაჩქარებული ის პროცესები, რაც შესწავლას გულისხმობს. არ არსებობს სამსახურის დაკარგვის საშიშროება, ან იმის, რომ კლინიკა თავისით დაიშალოს და ყურადღება არ მივაქციოთ, პაციენტი ვერ მიიღონ“,- აღნიშნავს მინისტრი.