ურნაში ნაპოვნი პირადობის მოწმობები ვაშაძის იუსტიციის სამინისტროში მუშაობის დროს იყო დაბეჭდილი, მაგაზე რომ არ აგებინეს პასუხი, დღეს გრძელი ენა აქვს, ამბობს, ხალხის რაღაცები მაწუხებსო და ახალ წელს სან-პაულოში იყო, არავიზე არაფერს ვამბობ და გაჩუმდნენ, მახსოვს ყველაფერი, ვინ რას აკეთებდა, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა.
ავთანდილ ენუქიძემ კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის იმ განცხადებაზე, სადაც მანჯგალაძე აღნიშნავს: „ოპოზიციაში ბევრი თვითმარქვიაა, ასეთია ფრიდონ ინჯიას პარტია, სხვა ვერსიებიც მსმენია, ჩვენს საქმიანობაზე კითხვა არასოდეს გაჩენილა“.
ავთანდილ ენუქიძე ამბობს, რომ „ევროპელ სოციალისტებს“ დესტრუქციული ძალები ოპოზიციად არ მიაჩნია.
„პაატა მანჯგალაძეს ერთ მხარეს გიორგი ვაშაძე უზის, მეორე მხარეს – დავით უსუფაშვილი. უსუფაშვილმა და თავისმა ცოლმა არჩევნების დროს წარმოადგინეს დაბეჭდილი პირადობის მოწმობები, რომლებიც ლევან თარხნიშვილს წარუდგინეს და შემდეგ ეს ურნაში იპოვეს. ის პირადობის მოწმობები დაბეჭდილი იყო ვაშაძის იუსტიციის სამინისტროში მუშაობის დროს. მაგაზე რომ არ აგებინეს პასუხი და გრძელი ენა რომ აქვს, იკითხეთ, ახალი წელი სად გაატარა? – ამბობს, ხალხის რაღაცები მაწუხებსო და ახალ წელს სან-პაულოში იყო. ხომ ხედავთ, არავიზე არაფერს ვამბობ და გაჩუმდნენ. როცა ჩვენ აფხაზეთში ვომობდით და ტყვიას გვესროდნენ, რომან გოცირიძე აქ კუპონებს აჯდა და ყველა ჭკვიანად იყოს. მახსოვს ყველაფერი, ვინ რას აკეთებდა. როგორც კი ასეთ კომენტარებს მოვისმენ, პასუხს მიიღებენ. თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო, ჩემმა სადაზღვევო კომპანიამ გადაიხადა, თქვენი ტელევიზიის პატრონმა ჭუტლექსამ რომ ავარია გააკეთა და ბავშვი დაიღუპა. ჩვენ დესტრუქციული ძალები არ მიგვაჩნია ოპოზიციად, თუ რაიმე სათქმელია, არ ვერიდები. იმაზე ვერ გადავეწყობი, რომელ ტელევიზიას, რისი თქმა უნდა“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.