“2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვის ნიშნები არ გვაქვს”

55
spot_img

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვის ნიშნები არ გვაქვს – რაიმეს დამატებით გამოძიებას პარლამენტს შიგნით იმაზე, რაზეც საერთაშორისო სასამართლოებში ვიბრძოლეთ, რელევანტურად არ მივიჩნევთ , – ასე პასუხობს დეპუტატ ფრიდონ ინჯიას ინიციატივას პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.

თალაკვაძის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საქართველოს სიმართლე დამტკიცებულიყო.

“2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენი ინიციატივა არ არის. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველა საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს სიმართლე დამტკიცებულიყო. ჩვენ მოვიგეთ ისტორიული პროცესი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, სადაც პირდაპირ დადასტურდა, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს და ამ ომის დროს და ომის შემდეგ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. ასევე ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო მტკიცებულებების შეკრება და ჰააგაში მიმდინარე გამიძიებაზე მათი დართვა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარტია “ევროპელი სოციალისტები” და მისი თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია 2008 წლის აგვისტოს ომის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომიისის შექმნას ითხოვს.