Home Blog Page 2308

,, უკრაინის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს” – მატეუშ მორავეცკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლონეთში უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.

პოლონეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, უკრაინელი დიპლომატის დაბარება უკავშირდება ზელენსკის განცხადებას, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის სოლიდარობა მოჩვენებითია, ხოლო ირიბად მხარს უჭერს რუსეთს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთმა ემბარგო შეიძლება დაუწესოს უფრო მეტ უკრაინულ პროდუქტს.

მორავეცკი უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის, ტარას კაჩკას განცხადებას გამოეხმაურა პოლონეთიდან რამდენიმე სახეობის ხილისა და ბოსტნეულის შესაძლო ემბარგოს შეახებ.

„ვაფრთხილებ უკრაინის ხელისუფლებას, რადგან თუ ისინი ამგვარად გაამწვავებენ სიტუაციას, იმპორტის აკრძალვას მეტ [უკრაინულ] პროდუქტს დავუმატებთ“, – აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

მორავეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთმა ბევრი გააკეთა უკრაინისთვის და ამიტომ ელოდება, რომ მისი ინტერესები იქნება გაგებული.

 

,,რაც გინდათ ამ ტრიბუნას ის დააწერეთ, ტრიბუნის უკან მაინც ამაყად ვიდგები და არასად წავალ”- წულუკიანი

აქ რომ დადექით და რუსული ხომალდის ლოზუნგი გაშალეთ, ჩემზე ეს არ მოქმედებს – არც ერთი ტიპის შეურაცხყოფა ჩემზე არ მოქმედებს, ამაში სქესიც მიწყობს ხელს! – ქართველი კაცი რომ ვიყო, შეიძლება მუშტი გამექცეს, მაგრამ რეაქცია მაქვს ნული! – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

წულუკიანმა საპასუხო განცხადებით პლენარულ სხდომათა დარბაზში მყოფ ერთადერთ ოპოზიციონერ დეპუტატს არმაზ ახვლედიანს მიმართა და მას “ლუზერი“ უწოდა.

კულტურის მინისტრმა ახვლედიანს მიმართა, რომ არსად წავა, ვიდრე ეცოდინება, რომ არის რისკი იმისა, რომ ხალხი ვისკენაც ახვლედიანი “უსირცხვილოდ გადაპორტირდა“, შეიძლება ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.

“რაც გინდათ ამ ტრიბუნას ის დააწერეთ, ტრიბუნის უკან მაინც ამაყად ვიდგები და არასად წავალ. გამიშვით დროზე პოლიტიკიდან – აქაურობას მოშორდით! მე ამიტომ ვარ, მეტი არაფერისთვის – ეს ჩემთვის ფუფუნება არ არის! ვინც ხედვას, თუ როგორ ვსაქმიანობ, ყველამ იცის, რომ მინისტრობა ჩემთვის ფუფუნება არ არის. ეს არის ძალიან დიდი ჯაფა და შრომა საკუთარი ჯანმრთელობისა და ოჯახის კეთილდღეობის ხარჯზე“, – განაცხადა წულუკიანმა არმაზ ახვლედიანის მისამართით.

კულტურის მინისტრმა ოპოზიციონერ დეპუტატს ურჩია, საკუთარი განვლილ გზას კრიტიკული თვალით შეხედოს.

“თქვენ მე რჩევა მომეცით, დამამუნათედ და მითხარით, რომ პოლიტიკაში ჩემი დრო ამოიწურა. გეთანხმებით – ხელისუფლებები იმისთვის არიან, რომ როცა არიან, მერე დრო ამოეწუროთ. ძალიან გამიხარდება, რომ ამოწურვის რეალური მომენტი რაც შეიძლება მალე დადგეს, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ, რომ თქვენი დრო პოლიტიკაში არასდროს არ დაიწყო და ერთი ჩვეულებრივი ლუზერი ხართ.

თქვენ ჩვენი პარტიის ყოფილი თანამდებობის პირი ხართ, რომელმაც ერთადერთი, რაც ჩვენს პარტიაში ყოფნისას მოახერხეთ იყო ის, რომ პარტიის ფულით საკუთარ თავს ჯიპი შეუძინეთ. მეტი რა გააკეთეთ?! დღეს “ნაცებში“ პორტირებული ბედავთ, რომ ხმა ამოიღოთ. ილაპარაკეთ, მაგრამ ასე შორს ვერ გაფრინდებით. მე ჩემი კარიერა არც თუ ისე გავლიე, მაგრამ თქვენ რა გააკეთეთ? – არაფერი! ნული! ზერო!

მე კი წავალ, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ?! – ვერასდროს ქართულ პოლიტიკაში თქვენ ვერ შემოხვალთ“, – მიმართა ახვლედიანს თეა წულუკიანმა.

,,ნუ გადავაყოლებთ ქართულ ეკონომიკას და ადამიანების ანაბრებს ერთი ადამიანის სკამს!”- ხაზარაძე

თურნავა უნდა გადადგეს. ეს რაც უფრო გაიწელება დროში, საკმაოდ სერიოზული საფრთხე შეექმნება მთლიანად საბანკო სისტემას – ნუ გადავაყოლებთ ქართულ ეკონომიკას და ადამიანების ანაბრებს ერთი ადამიანის სკამს,- ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ეროვნულ ბანკთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ნათია თურნავამ ძალიან სწრაფად უნდა მიიღოს გადადგომაზე გადაწყვეტილება.

“მოთხოვნა არის ის, რომ სასწრაფოდ შეიცვალოს მიღებული ბრძანებულება, თურნავა უნდა გადადგეს. ეს რაც უფრო გაიწელება დროში, საკმაოდ სერიოზული საფრთხე შეექმნება მთლიანად საბანკო სისტემას. საბჭოს რამდენიმე წევრი უკვე გადადგა, ეს ნიშნავს, რომ საბჭო უფუნქციო ხდება, მისი მართვა ვერ მოხერხდება თურნავას ხელმძღვანელობით, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არამარტო საზოგადოება, არამედ კომერციული ბანკები დაუპირისპირდნენ მის გადაწყვეტილებას. პრეზიდენტიც, რომლის წარდგენილი კანდიდატურა გახლავთ, ამბობს, რომ ნანობს. შესაბამისად, ეს არის სწრაფად გადასაწყვეტი საკითხი, სხვა შემთხვევაში კომერციულ ბანკებს, შესაბამისად ეკონომიკას, მეანაბრეებს და ასე შემდეგ პრობლემები შეექმნებათ. ნუ გადავაყოლებთ ქართულ ეკონომიკას და ადამიანების ანაბრებს ერთი ადამიანის სკამს“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

,,პრეზიდენტის მოწოდებას ჩალის ფასი აქვს”- გია ცაგარეიშვილი

მის მოწოდებას ჩალის ფასი აქვს. მას უბრალოდ არ აქვს უფლება ჩაერიოს ეროვნული ბანკის საქმიანობაში, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი პრეზიდენტის განცხადებას, სადაც სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს გადადგომისკენ მოუწოდებს.

„ცოტა უხერხულია, ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში არღვევს კონსტიტუციას, ჩვენ გვამუნათებდეს ამ მიმართულებით და მოგვიწოდებდეს კონსტიტუციის დაცვისკენ. მისგან ამგვარი შენიშვნები აღარ მიიღება. პრეზიდენტის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელზე და უხეში ჩარევა მის კომპეტენციაში, რაც ვფიქრობ ცალსახად დასაგმობია და დასაძრახია. ამ ლოგიკით რომ მივყვეთ, სალომე ზურაბიშვილიც ძალიან ბევრს არ მოსწონს და ბევრი მოუწოდებს გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ იგი ხომ არ დაჰყვება ამ ადამიანების ნებას და ინარჩუნებს თავის ძვირფას თანამდებობას?! მის მოწოდებას ჩალის ფასი აქვს. მას უბრალოდ არ აქვს უფლება ჩაერიოს ეროვნული ბანკის საქმიანობაში. ის, რომ მან უბრალოდ არ იცის თავისი კომპეტენციის ფარგლები და დიდი ხანია გასცდა კომპეტენციის ფარგლებს, ეს არის ამ ქვეყნის ძალიან დიდი პრობლემა“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდებს, ეროვნული ბანკის საბჭოს კი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების გაუქმებას ურჩევს. ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განახცადა.

“მნიშვნელოანია, საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ჩვენ ადამიანებს კი არ ვიყენებთ, არამედ მიზანია მათი კეთილდღეობა” – ნიკა მელია

ახლა მნიშვნელოვანია, საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ჩვენ ადამიანებს კი არ ვიყენებთ, არამედ მათი კეთილდღეობა და უკეთესი მომავალია მიზანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელია თქმით, ეს უნდა შეძლონ.

„ვფიქრობ, ამ დღეებში, მომდევნო კვირებში ჩვენ ეს უნდა შევძლოთ და შევძლებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თურნავას თანამდებობიდან გადაყენება, გაგდება, ხალხის მიერ იძულება, რომ გადადგეს. მნიშვნელოვანია თანმიმდევრულად მცირე გამარჯვებების მოპოვება ოპოზიციისა და საზოგადოების მხრიდან. ამ გზას უნდა მივყვეთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელიას კითხვა დაუსვეს ოპოზიციის მიერ რუსთაველზე დააანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, აპირებდა თუ არა ამ აქციაზე წასვლას, რაზეც მელიამ აღნიშნა:

„არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას, ვინ, რომელ საათზე, რა დროს, რის შემდეგ ჩანიშნა აქცია. ეს ნამდვილად მეასე ხარისხოვანია და ამ საკითხის სიღრმეებში შესვლა არ მინდა. ვიქნები იქ, სადაც მჯერა, რომ ჩვენი შვილების მომავალი წყდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით.
შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ სააგენტოს დასკვნა ხვალ გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს“, – ნათქვამია იუსტიცი8ის სამინისტროს განცხადებაში.

ნიკოლოზ გაგუა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს

ნიკოლოზ გაგუა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები ასევე დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, სებ-ის საბჭოში სულ ცხრა წევრია, თუმცა ამჟამად ის შვიდი პირისგან იყო დაკომპლექტებული, საიდანაც ოთხი პოზიცია აღმასრულებელ პირებს – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს და სამ ვიცე-პრეზიდენტს ეკავა. კანონის მიხედვით, საბჭო არ არის ქმედითი, თუკი მასში წევრთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია.

ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები.

ისინი აპროტესტებენ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.

ეროვნულ ბანკთან საპატრულო პოლიციას გაკეთებული აქვს ცოცხალი ჯაჭვი, რომლის მიღმაც მოქალაქეების გადაადგილების უფლება არ აქვთ.

აქციაზე იმყოფება, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე. მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების გამო უნდა გადადგეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, „რადგან იმას, რაც მან ჩაიდინა, არავითარი გამართლება არ აქვს“. გოცირიძის თქმით, პერსონალური სანქციები უნდა დაუწესდეს, როგორც ნათია თურნავას, ასევე იმ ადამიანებს, რომლებმაც მას დააძალეს გადაწყვეტილების მიღება, რათა ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომა აღედგინა.

„იშლება ეროვნული ბანკის საბჭო. რამდენიმე წამყვანმა პირმა უარი განაცხადა ამ მარიონეტულ მმართველობასთან თანამშრომლობაზე. ისინი არიან ყველაზე მნიშვნელოვანი პირები. არჩილ მესტვირიშვილი, რომელიც მაკროეკონომიკურ და მონეტარულ სფეროს განაგებს, მეორე პირი კი, უშუალოდ პასუხისმგებელია ბანკებსა და საბანკო ზედამხედველობაზე. სწორედ მის გარეშე მიიღო ნათია თურნავამ გადაწყვეტილება. სხვა თანამშრომლებიც მიდიან. ამიტომ, ამ ვითარებაში, როდესაც დაინგრა ქვეყნის საფინანსო სისტემის საერთაშორისო რეპუტაცია და არავინ იცის, ამას რა შეიძლება მოჰყვეს, რათა საფრთხის ქვეშ არ დადგეს თითოეული ჩვენგანის დანაზოგები, პენსიონერების საპენსიო ანგარიშები და ა.შ. დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს ნათია თურნავა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6412 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0338 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8631 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8271 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0360 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ბანკი ქართუ” განცხადებას ავრცელებს

“ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“კლიენტების მომსახურებისას სს „ბანკი ქართუ“ იცავდა და მომავალშიც შეასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებს და ბანკის შიდა პოლიტიკებით გათვალისწინებულ წესებს.

ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პირების მხრიდან ვრცელდება უპასუხისმგებლო განცხადებები, თითქოს აშშ-ს სანქციების გამოქვეყნების შემდეგ ო. ფარცხალაძის მიერ ბანკ ქართუში განხორციელდა საბანკო ოპერაციები, რაც წარმოადგენს მტკნარ სიცრუეს და არ შეესაბამება სიმართლეს. ეს უპასუხისმგებლო განცხადებები მიზნად ისახავს “ბანკი ქართუს” დისკრედიტაციას და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს შეუძლიათ ბანკ ქართუში მარტივად გადაამოწმონ ამ განცხადებების სიცრუე,”- ნათქვამია განცხადებაში.

“ნათია თურნავა უნდა გადადგეს” – სალომე ზურაბიშვილი

“ნათია თურნავა უნდა გადადგეს”, –  ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

,,ვნანობ და ბოდიშს ვიხდი, რომ ნათია თურნავა არის ჩემი წარდგენილი, თურნავა უნდა გადადგეს და ბათილად გამოცხადდეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება” – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების შემდეგ თანამდებობა, სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემაც დატოვა.

ცნობისთვის, ასევე, ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა დაკავებული თანამდებობები დატოვეს.

პაპუნა ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დაუდასტურა. რაც შეეხება არჩილ მესტვირიშვილს, ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე -პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.