,,ნუ გადავაყოლებთ ქართულ ეკონომიკას და ადამიანების ანაბრებს ერთი ადამიანის სკამს!”- ხაზარაძე

141
spot_img

თურნავა უნდა გადადგეს. ეს რაც უფრო გაიწელება დროში, საკმაოდ სერიოზული საფრთხე შეექმნება მთლიანად საბანკო სისტემას – ნუ გადავაყოლებთ ქართულ ეკონომიკას და ადამიანების ანაბრებს ერთი ადამიანის სკამს,- ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ეროვნულ ბანკთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ნათია თურნავამ ძალიან სწრაფად უნდა მიიღოს გადადგომაზე გადაწყვეტილება.

“მოთხოვნა არის ის, რომ სასწრაფოდ შეიცვალოს მიღებული ბრძანებულება, თურნავა უნდა გადადგეს. ეს რაც უფრო გაიწელება დროში, საკმაოდ სერიოზული საფრთხე შეექმნება მთლიანად საბანკო სისტემას. საბჭოს რამდენიმე წევრი უკვე გადადგა, ეს ნიშნავს, რომ საბჭო უფუნქციო ხდება, მისი მართვა ვერ მოხერხდება თურნავას ხელმძღვანელობით, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არამარტო საზოგადოება, არამედ კომერციული ბანკები დაუპირისპირდნენ მის გადაწყვეტილებას. პრეზიდენტიც, რომლის წარდგენილი კანდიდატურა გახლავთ, ამბობს, რომ ნანობს. შესაბამისად, ეს არის სწრაფად გადასაწყვეტი საკითხი, სხვა შემთხვევაში კომერციულ ბანკებს, შესაბამისად ეკონომიკას, მეანაბრეებს და ასე შემდეგ პრობლემები შეექმნებათ. ნუ გადავაყოლებთ ქართულ ეკონომიკას და ადამიანების ანაბრებს ერთი ადამიანის სკამს“, – აღნიშნა ხაზარაძემ.