
ნიკოლოზ გაგუა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.
დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები ასევე დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, სებ-ის საბჭოში სულ ცხრა წევრია, თუმცა ამჟამად ის შვიდი პირისგან იყო დაკომპლექტებული, საიდანაც ოთხი პოზიცია აღმასრულებელ პირებს – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს და სამ ვიცე-პრეზიდენტს ეკავა. კანონის მიხედვით, საბჭო არ არის ქმედითი, თუკი მასში წევრთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია.