,, უკრაინის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს” – მატეუშ მორავეცკი

465
spot_img

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლონეთში უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.

პოლონეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, უკრაინელი დიპლომატის დაბარება უკავშირდება ზელენსკის განცხადებას, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის სოლიდარობა მოჩვენებითია, ხოლო ირიბად მხარს უჭერს რუსეთს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთმა ემბარგო შეიძლება დაუწესოს უფრო მეტ უკრაინულ პროდუქტს.

მორავეცკი უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის, ტარას კაჩკას განცხადებას გამოეხმაურა პოლონეთიდან რამდენიმე სახეობის ხილისა და ბოსტნეულის შესაძლო ემბარგოს შეახებ.

„ვაფრთხილებ უკრაინის ხელისუფლებას, რადგან თუ ისინი ამგვარად გაამწვავებენ სიტუაციას, იმპორტის აკრძალვას მეტ [უკრაინულ] პროდუქტს დავუმატებთ“, – აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

მორავეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთმა ბევრი გააკეთა უკრაინისთვის და ამიტომ ელოდება, რომ მისი ინტერესები იქნება გაგებული.