„ქართულ ოცნებას“ უკვე ის მეთოდი აქვს აღებული, რომ „მე კუნთები მაქვს, ცუდად ვიქცევი და კი არ ვინიღბები, ნაგლად ცუდად ვიქცევი“ , – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ მედიასთან განაცხადა. იაგო ხვიჩიას თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სულ ცუდად იქცევა. „კონსენსუსს თუ ვერ აღწევ, სტატუს-კვო მაინც რომ დაეტოვებინათ, ბევრად უფრო რაციონალური იქნებოდა, მაგრამ მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ უკვე ის მეთოდი აქვს აღებული, რომ „მე კუნთები მაქვს, ცუდად ვიქცევი და კი არ ვინიღბები, ნაგლად ცუდად ვიქცევი, გამდის „ბეზპრიძელი“ და გამომივა კიდეც“. ეს არის გამომწვევი ცუდად ქცევა: „აი, შეხედეთ, მე რა მაგარი ვარ“. საკუთარი გუნდის შიგნით ნათქვამი „მესიჯია“რომ „მე ისეთი მაგარი ვარ, ცუდად ქცევაც კი შემიძლია, ცუდად ქცევის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს. თქვენ არ გეგონოთ, რომ მე ვიღაცამ შემაშინა, მე ისევ ცუდად ვიქცევი“. ვერ გეტყვით, ეს გზა მათ სადამდე მიიყვანს, ეს არის დამოკიდებული ბევრ რამეზე, მათ შორის სხვა მხრივ რა მოხდება. „ქართული ოცნება“ რაც მოვიდა, მის მერე სულ ცუდად იქცევა. კარგად როდის მოიქცნენ? შეიძლება იყოს ეპიზოდები, როცა რაღაც კარგი გააკეთეს, მაგრამ ზოგადად ცუდად იქცევიან. ჩვენ მმართველობის სისტემა გვაქვს ისეთი, რომ ყველა ცუდად იქცევა ბოლოს და ჯერ ვერ მივხვდით, რომ ეს შევცალოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. ინფორმაციისთვის, პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი – თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.
„ვანო მერაბიშვილსა და ნიკა მელიას შორის დიდი სხვაობაა ჩვენთვის” – ირაკლი კუპრაძე
პარტია „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ არ გააჩნიათ ისეთი მძიმე პოლიტიკური კითხვები, როგორიც ვანო მერაბიშვილის მიმართ.
„ვანო მერაბიშვილსა და ნიკა მელიას შორის დიდი სხვაობაა ჩვენთვის. ნიკა მელიას მიმართ არ გაგვაჩნია პოლიტიკური მძიმე შეკითხვები, რომლებზეც პასუხს ვერ გაგვცემს. ვანო მერაბიშვილის მიმართ ეს შეკითხვები გაგვაჩნია. შესაბამისად, ძალიან დიდი სხვაობაა მათ შორის.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს აქვთ კრიტიკა ვანო მერაბიშვილის მიმართ და იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს და მე არ მექნება, იმ ფორმაციის მოქალაქეს, რომელსაც არც ის მომწონს და არც ეს?“, – ირაკლი კუპრაძემ მედიასთან განაცხადა.
,,ჩვენი მშვიდობიანი მომავალი არის ევროპაში, მაგრამ ჩვენი იდენტობით და ღირებულებებით” – სალომე ზურაბიშვილი
„ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენი განვითარებით“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპაში კარგად ესმით, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია მათაც დიდ სარგებელს მოუტანს. „ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო ევროპასთან, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არანაკლები არის და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები. აქ გვაქვს გამოხატულება სწორედ იმ შავი ზღვის, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ და რომელიც დღეს უკვე და ხვალ, იქნება საქართველოს და ევროპის გამაერთიანებელი. ის შავი ზღვა, რომელიც ჩვენ გვაშორებდა მთელი საბჭოთა პერიოდის დროს ევროპას, იყო კედელი, დღეს, უკვე არის ხიდი, რომელსაც შეუძლია, ძალიან ბევრი რამ მოუტანოს არა მხოლოდ საქართველოს, ევროპასაც ძალიან ბევრს მოუტანს და ეს კარგად ესმით, რომ ჩვენი სტრატეგიული ადგილი, ჩვენი სამომავლო როლი, თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ვიყოთ იქ, სადაც საჭირო არის, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის. [ევროკავშირი] ეს არის ისტორიაში ერთადერთი ასეთი გაერთიანება ქვეყნების, რომელმაც სრულად შეუნარჩუნა ამ ქვეყნებს თავიანთი იდენტობა და მათ შეუნარჩუნა მშვიდობა. არც ერთ ქვეყანას არ დაესხა თავს ევროპა. ეს არის ნამდვილი, მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ლაპარაკობდნენ ვიღაცები რაღაც ფრონტებზე, რაც სრულიად გაუგებარი არის. ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი, არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენი განვითარებით, ეს არის მთავარი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია – შარლ მიშელმა ქართველ ხალხს მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე ქართველ ხალხს სიტყვით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. მან ქართველ ხალხს ევროპის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია. „ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო და საქართველოს პრეზიდენტო, დღეს ევროპის დღეა და ის პირველად აღინიშნება საქართველოში მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, არჩევანი ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებებისთვის და სწორედ ამიტომ, თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. ბედნიერ ევროპის დღეს გისურვებთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა. შარლ მიშელის გამოსვლამდე, ღონისძიებაზე საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა.
,,რიგითი ევროპელის თვალში ახლა თაღლითების ქვეყანა ვართ” – გახარია
რიგითი ევროპელის თვალში, ახლა ჩვენ თაღლითების ქვეყანა ვართ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის საკრებულოების და პარტიის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ვიდეოში, რომელიც პარტიის სოციალურ ქსელში ვრცელდება, გიორგი გახარია საუბრობს იმაზე, რატომ არ უნდა „ქართულ ოცნებას“ “ქოლ-ცენტრების” საქმეზე კომისიის შექმნა.
გახარიას თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ოპოზიციური პარტიის ლიდერი ევროპელ პენსიონერებს თაღლითურად ფულს პარავს, რომელსაც ოფიციალური პირები ან ხელს აფარებდნენ, ან თვითონაც „თაღლითურად იპარავდნენ“.
„ეს ქოლცენტრების თემა, არის იდეალური მაგალითი, როგორ სიჩუმეში, ბნელ ოთახში ერთად ისხდნენ და თაღლითურად ფულს იპარავდნენ ევროპელებს და ახლა, დღეს კიდევ, ფინანსური თაღლითობა გადაჰყავთ პოლიტიკურ თაღლითობაში და ცდილობენ, რომ ერთმა ერთს დააბრალოს, მეორემ მეორეს და შენ კიდევ, საქართველოს მოქალაქემ, რომელმაც ფასი ამისი უკვე გადაიხადა. თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ამის ფასს ვინმე არ გადაიხდის? ამის ფასს თითოეული ჩვენგანი გადაიხდის. ამის ფასს გადავიხდით ყველა ჩვენ, იმიტომ, რომ რიგითი ევროპელის თვალში, ახლა ჩვენ თაღლითების ქვეყანა ვართ.
რა უნდა იფიქროს იმ ევროპელმა, აი ვიღაცას თუ დააინტერესა და დეტალებში წავიდა იტყვის, რომ კაცო, აგერ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი და თურმე, ევროპელ პენსიონერებს თაღლითურად ჰპარავს ფულს. მერე, კომისია რომ გაკეთდება, გაირკვევა, რომ ოფიციალური პირები ამას ან ხელს აფარებდნენ, ამ თაღლითს, ან თვითონაც თაღლითურად იპარავდნენ. ეს ხალხი გააკეთებს ელემენტარულ დასკვნას: აქ ხელისუფლებაც თაღლითია, ოპოზიციაც თაღლითია, ესენი ყველანი თაღლითები ყოფილან და საბოლოო ჯამში ამ განაჩენს გამოუტანენ ვის? – რიგით მოქალაქეს და ჩვენს შვილებს. მორჩა, ამიტომ არ უნდათ. ესენი ახლა, რეალურად, რასაც აკეთებენ ერთმანეთზე გადაბრალებით, ცდილობენ, თავისი მოპარული ფული დაიცვან”, – აცხადებს გახარია.
,,ეს იგივეა, რომ გვითხრან, ილია ჭავჭავაძის ღირებულებებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთანო” – პაპუაშვილი
ცოტა არ იყოს დამაფიქრებელია ასეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვხედავთ. კერძოდ, ხაზგასმა იმაზე, რომ ევროპულ ოჯახში კონსერვატიულ ღირებულებებს არ ესაქმება. უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე საუბარი იყო ოჯახზე, სამშობლოზე, რწმენაზე. ძალიან გამიკვირდებოდა, თუ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება ოჯახს, სამშობლოს, რწმენას. ეს ფაქტობრივად იგივეა, რომ გვითხრან, რომ ილია ჭავჭავაძის ღირებულებებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კეტი პირის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, „მაგრამ „კონსერვატიულ პარტიას“ პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“. „წლებია, ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, ევროინტეგრაციის კუთხით ჩვენი დამოკიდებულება გამოავლინოს და ეს არის სწორედ ის ფასეულობები, რაც ჩვენს ერს გააჩნია. ეს თავის მხრივ ევროპულ გზას აჩვენებს ჩვენი ქვეყნის – მამული, ენა, სარწმუნოება. ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული ჩვენი ევროპაში სწრაფვა. თუ ეს ნიშნავს იმას, რომ მამული, ენა და სარწმუნოება არ არის ის ღირებულება, რომელიც ევროპაში მისაღებია კონკრეტულად ამ ფრაქციის მხრიდან, რა თქმა უნდა, ძალიან იმედგამაცრუებელი იქნებოდა. დემოკრატია ერთ მარტივ პრინციპს ეფუძნება – ეს არის წარმომადგენლობითი დემოკრატია, როცა ხალხი მის ხელისუფლებას ირჩევს და კიდევაც იგულისხმება, რომ ხელისუფლება მის ხალხს წარმოადგენს. ასე, რომ ნებისმიერი მცდელობა ხელოვნური დაყოფის ხალხისა და ხელისუფლების მხოლოდ პროპაგანდაა და ამ პროპაგანდას საქართველოს მიმართ დღემდე მხოლოდ რუსეთი იყენებდა. ჩვენ გვახსოვს, როგორ ულოცავდა რუსული ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობას ცალკე და ამა თუ იმ დღესასწაულს არ ულოცავდა ხელისუფლებას, მხოლოდ ხალხს ულოცავდა. ეს არის ზუსტად რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღი, რომ ერთმანეთისგან გამიჯნოს ხალხი და ხელისუფლება და ისაუბროს თითქოს ხალხზე ზრუნავს, ხოლო ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხს. საბოლოო ჯამში, ამ პროპაგანდის ბოლო ეტაპის არის ის, რომ სინამდვილეში თავად პროპაგანდისტები ან ის ხალხი, ვინც ზუსტად იმ პროპაგანდას მიმართავს, რომ ხალხს და ხელისუფლებას მიჯნავს, შემდეგ თავად თქვან, რომ ისინი წარმოადგენენ ხალხს და ისინი უფრო მეტად იზიარებენ ხალხის ინტერესს. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვხედავთ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან, როცა ხდება ყოველ მეორე წინადადებაში აპელირება იმაზე, ხალხს რა უნდა და თითქოს მათ იციან – არა საქართველოში არჩეულმა პოლიტიკოსებმა, არამედ ადამიანმა, ვინც ტვიტერის მიღმა საქართველო რა არის საერთოდ წარმოდგენა არ აქვს. თითქოს, მათ იციან, რა უნდა ქართველ ხალხს და ისინი წარმოადგენენ, თითქოს ქართველ ხალხს. ეს არის ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდის იარაღი. საზოგადოებას რაც უნდა მოვუწოდოთ, არის ის, რომ ნებისმიერი უცხოელი პოლიტიკოსი, რომელსაც შევატყობთ, რომ ლექსიკონში ექნება ქართველ ხალხზე გადაჭარბებული ხაზგასმა, რომ ქართველ ხალხს რაღაც უნდა თუ არა, ყველამ ასეთ პოლიტიკოსს ეჭვის თვალით შევხედოთ, რადგან ამის უკან რუსეთის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ინსტრუმენტები დგას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის და სამების ტაძრებში პარაკლისი აღესრულება
17 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე. პარაკლისის შემდეგ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა შედგება.
“ჩვენი ეკლესიის ძვირფას შვილებს,
ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა!
2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე. პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.
მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად!
უფალმა დაგლოცოთ!” – წერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
“მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა” – 17 მაისთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხაებას ავრცელებს
17 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე. პარაკლისის შემდეგ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა შედგება.
“ჩვენი ეკლესიის ძვირფას შვილებს,
ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა!
2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე. პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.
მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად!
უფალმა დაგლოცოთ!” – წერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა.
ბერლინში, EU-ს წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ელჩების სამუშაო შეხვედრა – ამბასადორიალი გაიმართება
2023 წლის 10 მაისს, ქალაქ ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა – ამბასადორიალი გაიმართება. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გახსნის.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, მათ შორის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესი, ევროინტეგრაციის გზაზე წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა და ასევე გაფართოების პაკეტის ფარგლებში ქვეყნისთვის წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა შეხვედრას საქართველოს ელჩები, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლები ესწრებიან.