შაბათი, ივნისი 10, 2023
spot_img
Homeსიახლეებიპოლიტიკა„ვანო მერაბიშვილსა და ნიკა მელიას შორის დიდი სხვაობაა ჩვენთვის'' - ირაკლი კუპრაძე

„ვანო მერაბიშვილსა და ნიკა მელიას შორის დიდი სხვაობაა ჩვენთვის” – ირაკლი კუპრაძე

spot_img

პარტია „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ არ გააჩნიათ ისეთი მძიმე პოლიტიკური კითხვები, როგორიც ვანო მერაბიშვილის მიმართ.

„ვანო მერაბიშვილსა და ნიკა მელიას შორის დიდი სხვაობაა ჩვენთვის. ნიკა მელიას მიმართ არ გაგვაჩნია პოლიტიკური მძიმე შეკითხვები, რომლებზეც პასუხს ვერ გაგვცემს. ვანო მერაბიშვილის მიმართ ეს შეკითხვები გაგვაჩნია. შესაბამისად, ძალიან დიდი სხვაობაა მათ შორის.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს აქვთ კრიტიკა ვანო მერაბიშვილის მიმართ და იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს და მე არ მექნება, იმ ფორმაციის მოქალაქეს, რომელსაც არც ის მომწონს და არც ეს?“, – ირაკლი კუპრაძემ მედიასთან განაცხადა.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები