„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სულ ცუდად იქცევა”- ხვიჩია

94
spot_img

„ქართულ ოცნებას“ უკვე ის მეთოდი აქვს აღებული, რომ „მე კუნთები მაქვს, ცუდად ვიქცევი და კი არ ვინიღბები, ნაგლად ცუდად ვიქცევი“ , – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ მედიასთან განაცხადა. იაგო ხვიჩიას თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სულ ცუდად იქცევა. „კონსენსუსს თუ ვერ აღწევ, სტატუს-კვო მაინც რომ დაეტოვებინათ, ბევრად უფრო რაციონალური იქნებოდა, მაგრამ მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ უკვე ის მეთოდი აქვს აღებული, რომ „მე კუნთები მაქვს, ცუდად ვიქცევი და კი არ ვინიღბები, ნაგლად ცუდად ვიქცევი, გამდის „ბეზპრიძელი“ და გამომივა კიდეც“. ეს არის გამომწვევი ცუდად ქცევა: „აი, შეხედეთ, მე რა მაგარი ვარ“. საკუთარი გუნდის შიგნით ნათქვამი „მესიჯია“რომ „მე ისეთი მაგარი ვარ, ცუდად ქცევაც კი შემიძლია, ცუდად ქცევის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს. თქვენ არ გეგონოთ, რომ მე ვიღაცამ შემაშინა, მე ისევ ცუდად ვიქცევი“. ვერ გეტყვით, ეს გზა მათ სადამდე მიიყვანს, ეს არის დამოკიდებული ბევრ რამეზე, მათ შორის სხვა მხრივ რა მოხდება. „ქართული ოცნება“ რაც მოვიდა, მის მერე სულ ცუდად იქცევა. კარგად როდის მოიქცნენ? შეიძლება იყოს ეპიზოდები, როცა რაღაც კარგი გააკეთეს, მაგრამ ზოგადად ცუდად იქცევიან. ჩვენ მმართველობის სისტემა გვაქვს ისეთი, რომ ყველა ცუდად იქცევა ბოლოს და ჯერ ვერ მივხვდით, რომ ეს შევცალოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. ინფორმაციისთვის, პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი – თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.