ბერლინში, EU-ს წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ელჩების სამუშაო შეხვედრა – ამბასადორიალი გაიმართება

61
spot_img

2023 წლის 10 მაისს, ქალაქ ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა – ამბასადორიალი გაიმართება. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გახსნის.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, მათ შორის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესი, ევროინტეგრაციის გზაზე წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა და ასევე გაფართოების პაკეტის ფარგლებში ქვეყნისთვის წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა შეხვედრას საქართველოს ელჩები, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლები ესწრებიან.