Home Blog Page 2292

სერბეთში შეიარაღებულ თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა -13 დაშავდა

სერბეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.

ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თავდამსხმელმა  მოძრავი მანქანიდან გამვლელებს  ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ალყა შემოარტყა ტერიტორიას, სადაც სავარაუდოდ ეჭვმიტანილი იმალება.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს „ტერორისტული აქტი“ უწოდა და განაცხადა, რომ მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები. ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიციის ყველა სპეციალური ქვედანაყოფი, მათ შორის ანტიტერორისტული ქვედანაყოფი და პოლიციის ძალები ქალაქ ბელგრადიდან და სმედერევოდან.

შეგახსენებთ, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის ერთ-ერთ სკოლაში, ორი დღის წინ, 13 წლის ბიჭმა თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 8 ბავშვი და დაცვის თანამშრომელი და დაშავდა 6 მოსწავლე და მასწავლებელი.

 

 

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა

იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში „ნაპოლიმ“ „უდინეზესთან“ გასვლაზე ფრე 1:1 ითამაშა და ისტორიაში მესამედ იტალიის ჩემპიონი გახდა.

მასპინძლები მე-13 წუთზე სანდი ლოვრიჩმა ეფექტური გოლით დააწინაურა.

მეორე ტაიმის 52-ე წუთზე სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ კარში ხვიჩა კვარაცხელიამ დაარტყა, ხოლო დამატებაზე კი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.

აქამდე „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ორჯერ გახდა, 1986/87 და 1989/90 წლის სეზონებში.

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სწავლისა და ახალი ცოდნის მიღებისთვის ხელსაყრელი დღეა. ინფორმაციას ჩვეულზე გაცილებით სწრაფად ითვისებთ და ეს შანსი უნდა გამოიყენოთ. გირჩევთ თქვენს პირად ურთიერთობებზე და პროფესიულ მიზნებზე დაფიქრდეთ. იქნებ რაღაცის შეცვლის ან განახლების დროა? ეცადეთ, საღამოს ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ.

კურო

ეცადეთ გარშემომყოფების მიმართ მეგობრული განწყობა შეინარჩუნოთ, თუნდაც მათგან არაკეთილმოსურნე დამოკიდებულებას და პროვოკაციას გრძნობდეთ. სამსახურში კოლეგების დახმარების იმედი ნუ გექნებათ – ამ დღეს ყველაფერს თავად უნდა გაუმკლავდეთ. საღამოს დარდს და მოწყენილობას სიხარული ჩაანაცვლებს.

ტყუპები

რთული და დაძაბული დღეა. თუ გსურთ, რომ ყველაფერს დროულად გაუმკლავდეთ, პასუხისმგებლობის ნაწილი კოლეგებს უნდა გაუნაწილოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას სხვის რჩევებს არ მოუსმინოთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარი ინტუიცია დაგეხმარებათ. ეცადეთ, საღამო იმ ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ, ვინც შთაგაგონებთ.

კირჩხიბი

გირჩევთ წარსულის შეცდომებსა და პრობლემებზე ფიქრი თავიდან ამოიგდოთ და ახალი საქმე დაიწყოთ. კარგი იქნება, თუ საკუთარი იდეების განხორციელებისთვის მოკავშირეებს და თანამოაზრეებს იპოვით. უარს ნუ იტყვით უცნობ ადამიანებთან ურთიერთობაზე, რაც სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ.

ლომი

დილა სერიოზული და საქმიანი განწყობით უნდა დაიწყოთ. მზად იყავით იმისთვის, რომ რთული ამოცანები ამოხსნათ და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები მიიღოთ. გირჩევთ საკუთარის გარდა, სხვების გამოცდილებაც გამოიყენოთ და საღამო სახლში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

ქალწული

მშვიდი და ყველა თვალსაზრისით დადებითი დღეა. შეგიძლიათ დაისვენოთ ან მხოლოდ მსუბუქი საქმეები აკეთოთ. უახლოესი დღეების გეგმის შედგენისას გაიხსენეთ საქმე, რომელიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ და დაივიწყეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს შოპინგისა და ფულის ხარჯვისგან თავი შეიკავოთ.

სასწორი

ამ დღეს იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ შეგიძლიათ რთული ამოცანების ამოხსნას შეუდგეთ. შანსი გაქვთ, რომ მნიშვნელოვან საქმეში წინსვლას მიაღწიოთ და ისეთი შედეგი მიიღოთ, რომელზედაც ვერასოდეს იოცნებებდით. წინააღმდეგობამ არ უნდა შეგაშინოთ – თქვენი სიმტკიცე და მონდომება აუცილებლად დაფასდება.

მორიელი

ინდივიდუალური მუშაობისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ გირჩევთ დამხმარეები იპოვოთ ან დახმარება კოლეგებს სთხოვოთ. შესაძლოა, დღევანდელი თანამშრომლობა მალე მეგობრობაში ან სასიყვარულო ურთიერთობებში გადაიზარდოს და ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. ეცადეთ, მოსაწყენი საქმე დაასრულოთ.

მშვილდოსანი

გრძელი და რთული დღეა. სავარაუდოდ, ერთდროულად რამდენიმე საკითხის გადაწყვეტა მოგიწევთ, მაგრამ ეცადეთ, სტრესული სიტუაცია არ შექმნათ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ბრაზი გარშემო მყოფებზე არ იყაროთ. სწრაფად, მაგრამ თქვენთვის მოსახერხებელი ტემპით უნდა იმუშაოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჯანმრთელობა დაიზიანოთ.

თხის რქა

ამ დღეს რაც უფრო მეტად კომუნიკაბელური იქნებით, მით უფრო მეტი შანსია, რომ საჭირო ადამიანები გაიცნოთ და კარგი შეთავაზება მიიღოთ. თქვენი პიროვნული ხიბლი ნებისმიერ ჩაკეტილ კარს გააღებს. ეცადეთ მოსაწყენი და უინტერესო საქმეები დროულად დაასრულოთ, რომ განწყობა არ გაგიფუჭონ.

მერწყული

მიზნის მიღწევისთვის მეტი სიმტკიცე და მოთმინება გჭირდებათ. სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ თუ სირთულეებს არ შეუშინდებით და დაბრკოლებების მიუხედავად რთულ საქმეს შუა გზაზე არ მიატოვებთ. თუ ხვდებით, რომ დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ ახლობლებს მიმართოთ. დღეს შოპინგი წარმატებული იქნება და შეძენილი ნივთები დიდხანს მოგემსახურებათ.

თევზები

დღის პირველი ნახევარი მუშაობისთვის განსაკუთრებით რთულია. დაღლილობა საშუალებას არ გაძლევთ, რომ დაგროვილ საქმეს გაუმკლავდეთ. ახლობლებს დახმარებას ნუ სთხოვთ, თორემ შედეგით იმედგაცრუებული დარჩებით. პიროვნული მომხიბვლელობა მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ – თქვენი არგუმენტები სკეპტიკოსებს ყოველგვარ ეჭვს გაუფანტავს.

 

ვერაზე სროლის დროს მოკლულის ვინაობა ცნობილია

ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, სროლის შედეგად მოკლულია ერთი ადამიანი, ორი კი დაჭრილია. მოკლული 38 წლის  საბა გახოკიაა.

გახოკიამ ჩანთიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და გივი (გიჩო) მარგველაშვილის მისამართით გაისროლა, რა დროსაც მას საპასუხო ცეცხლი მარგველაშვილის დაცვის წევრმა გაუხსნა.

ორმხრივი სროლის შედეგად საბა გახოკია ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრილებს შორისაა გივი მარგველაშვილი და კიდევ ერთი პირი, რომელიც სროლის დროს სუპერმარკეტში იმყოფებოდა.

დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამ დროისთვის დანაშაულში ბრალდებული პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

შემხვევა კაფე “ლა ვერაში” მოხდა და გარჩევაში დაახლოებით 15 პირი მონაწილეობდა.

სალომე ზურაბიშვილი მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მაისს სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა და ლონდონში მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე მიღებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით ცერემონიაზე მიწვეული უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართება.

“დედაქალაქის ცენტრში ქურდული, კრიმინალური გარჩევა ფაქტობრივად ყოველდღიურ მოვლენად იქცა”- ლევან ხაბეიშვილი

დედაქალაქის ცენტრში ქურდული, კრიმინალური გარჩევა ფაქტობრივად ყოველდღიურ მოვლენად იქცა, გოგებაშვილის ქუჩაზე 1 კაცი მოკლეს, 2 კი დაჭრეს, – აცხადებს  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილი შსს-ის მინისტრის გადადგომას ითხოვს.

„დედაქალაქის ცენტრში ქურდული, კრიმინალური გარჩევა ფაქტობრივად ყოველდღიურ მოვლენად იქცა მოსახლეობისთვის და ადამიანებს ბავშვების გამოშვების ეშინიათ გარეთ, ეშინიათ გადაადგილების, რადგან უმისამართო სროლებია კვირაში სამჯერ დედაქალაქში. ვნახეთ, რომ რამდენიმე დღის უკან ბიზნესმენს ესროლეს, ახლა ვხედავთ, რომ მოკლულია ადამიანი, დაჭრილებიც არიან, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ჩამოშლაზე და იმ სტრუქტურების ვერ მუშაობაზე და გაუმართაობაზე, რომლების უზრუნველყოფაც უნდა მოახდინონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაცვით და ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის, შსს-ის მინისტრის და პირადი მოურავების, რომლებმაც დედაქალაქი გადააქციეს მაფიის ცენტრად. ამ ქვეყანაში გადაადგილება ფაქტობრივად უკვე არის ძალიან საშიში.

უმნიშვნელოვანესია სასწრაფოდ გადადგნენ შს მინისტრი და მაღალი თანამდებობის პირები, ვისაც ევალებათ საქართველოში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. მათ ეს არ შეუძლიათ, არ გამოდით და შესაბამის ფაქტებს ვხედავთ ჩვენ დედაქალაქში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

“გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია”-შსს

თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ  მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. თვითმხილველების ინფორმაციით, ასევე დაჭრილია ორი ადამიანი.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები.

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლულია ერთი პირი

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლულია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანი დაჭრილია.

პოლიციას შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სროლა ორმხრივი იყო და მათ რვამდე გასროლის ხმა გაიგეს.

„ერთი დაჭრილი სასწრაფომ წაიყვანა. გავიგე სროლის ხმა და გამოვედი. 6-8 გასროლა იქნებოდა. ორმხრივი სროლა იყო. იარაღის სხვადასხვა ხმა იყო“, – აცხადებს ადგილობრივი “რუსთავი2”-თან.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია მკვლელობაში ბრალდებული.

გვესმის, რომ ვერ შევალთ ნატო-ში, ვიდრე ომი გრძელდება, მაგრამ გვინდა მოვისმინოთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩვენ ვიქნებით ნატო-ში ომის შემდეგ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ესმის, რომ ნატო-ში ომის დასრულებამდე ვერ გაწევრიანდება, თუმცა იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეებისგან ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის მკაფიო სიგნალს მიიღებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ ნიდერლანდებისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას სურს, ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე პარტნიორებისგან მოისმინოს უფრო მეტი, ვიდრე განცხადებები „ალიანსის ღია კარის“ შესახებ.

„ჩვენ რეალისტები ვართ, გვესმის, რომ ვერ შევალთ ნატო-ში, ვიდრე ომი გრძელდება, თუმცა უკვე ომის დროს ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ მკაფიო სიგნალი იმის შესახებ, რომ ომის შემდეგ ჩვენ ვიქნებით ნატო-ში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე საუბრისას ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ უკრაინა ევროატლანტიკური ოჯახი ნაწილია და ის გახდება ნატო-ს წევრი.

„რაც შეეხება ნიდერლანდებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ამბიციებს ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით. ახლა ვმუშაობთ, რომ ვილნიუსის სამიტზე გადავდგათ ნაბიჯი წინ და არ დავუბრუნდეთ ფორმულირებებს, რომლებიც იყო ბუქარესტის სამიტზე, რომ იყოს მკაფიო ნაბიჯი. რა კონკრეტული ნაბიჯი იქნება ეს, განხილული იქნება მომავალი 4-6 კვირის განმავლობაში“, – განაცხადა  რუტემ.

ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობას.

ხაზი გაესვა კონფერენციაზე გაჟღერებულ გზავნილებს, რომელთა უმრავლესობა არაერთი ქვეყნისთვის საერთო ღირებულებებს წარმოადგენს. განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის არსებული პოტენციალის სრულად რეალიზების მიზნის ერთგული რჩება. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა. აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნგრეთის მხარდამჭერი განცხადებების მნიშვნელობა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, რომელსაც ქვეყანა წლის ბოლოსათვის ელოდება.

შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის სახელით, სამუშაო სადილი გაიმართა.

“უნდა გვჯეროდეს, რომ ევროპას და მის ნაწილს – საქართველოს, მომავლის პერსპექტივაში თვითმყოფადობის მყარი გარანტი ექნება”

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე უნგრეთში გამართულ „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას“, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, სწორედ ევროპული კონსერვატიზმი არის საუკეთესო პოლიტიკური იდეოლოგია საქართველოსთვის, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს წარსული, ამავდროულად, კი განვითარდეს, როგორც ევროპული სახელმწიფო.

„ევროპული კონსერვატიზმი საუკეთესო პოლიტიკური იდეოლოგიაა საქართველოსთვის, რათა შევინარჩუნოთ ტრადიციები და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპული სახელმწიფო.

დღეს, უნგრეთში გამართული „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია“ უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის. ახალ პოლიტიკურ წესრიგში უმთავრესი პრინციპი სწორედ კონსერვატიზმი და ეროვნული ფასეულობების დაცვა უნდა იყოს, რომელიც ასე გათელა და გაანადგურა დღეს გამეფებულმა ულტრალიბერალიზმმა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახალ რეალობაში ახალი, სამართლიანი წესრიგი უნდა დამყარდეს, რომელიც დაფუძნებული იქნება ტრადიციულ ფასეულობებსა და უნივერსალურ ღირებულებებზე. ევროპის უძველესი ერების ხიბლიც სწორედ ეს არის და არა ის თავსმოხვეული ლიბერალიზმი, რომელიც თითქოსდა ევროპული ღირებულებებია.

ადამიანის უფლებების დაცვა და სიტყვის თავისუფლება სულ სხვაა, რომელიც ნამდვილად არის დასავლეთის მონაპოვარი, მაგრამ ეს თანხვედრაში უნდა იყოს ერი-სახელმწიფოების პოლიტიკურ მრწამსთან. ლიბერალიზმმა არ უნდა შეურაცხყოს ჩვენი რელიგია, ადათ-წესები და ტრადიციები, ფეხქვეშ არ უნდა გათელოს ჩვენი ფასეულობები, ახალგაზრდობა არ უნდა გარყვნას ყალბი ღირებულებებით.

სწორედ ევროპული კონსერვატიზმი არის საუკეთესო პოლიტიკური იდეოლოგია საქართველოსთვის, რათა შევინარჩუნოთ წარსული და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპული სახელმწიფო. მხოლოდ ეს უნდა იყოს ჩვენს ახალგაზრდებთან საუბრის თემა, რომლებიც გადაიბარებენ ქვეყნის მართვის სადავეებს მომავალში.

უნდა გვჯეროდეს, რომ მრავალსაუკუნოვან ევროპას და მის ნაწილს – საქართველოს, მომავლის პერსპექტივაში თვითმყოფადობისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების მყარი გარანტი ექნება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნებაც და მოქალაქეობრივი ვალდებულებაც“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

“ზოგიერთი უცხოელი კოლეგა ზედმეტად ერევა ქართულ პოლიტიკაში”

ჩვენი ზოგიერთი უცხოელი კოლეგა ზედმეტად ერევა ქართულ პოლიტიკაში და ზედმეტად სუბიექტურია. როგორც ჩანს, მათ კონკრეტული ინტერესები აქვთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, მდინარაძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა კახა კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, არ გამორიცხავს, ვიოლა ფონ კრამონი „მოლოტოვის კოქტეილით“ იხილონ დედაქალაქში.

„კახა კალაძის ალეგორია ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს, რაზე არიან წასულები ადამიანები, რომლებსაც ერთი შეხედვით, საქართველოში არაფერი ესაქმებოდათ, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ისე არიან ჩარეული, შეიძლება, მართლა მაჟორიტარებად მოიაზრებენ თავს. 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციულია და შესაძლოა, პროპორციული სიით ვიხილოთ, მანამდე კი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას შეეცადოს და გადმოეწეროს. შეიძლება, მოხვდეს „ნაცმოძრაობის“ პროპორციულ სიაში, რომელიმე მის კლასტერში ან მართლაც გამოვარდეს და პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლოს, ცეცხლი წაუკიდოს და რადიკალური ოპოზიცია ვიოლა ფონ კრამონის დასაცავად გამოვიდეს. ეს ყველაფერი ხუმრობით, მაგრამ ჩვენი ზოგიერთი უცხოელი კოლეგა ზედმეტად ერევა ქართულ პოლიტიკაში და ზედმეტად სუბიექტურია. როგორც ჩანს, კონკრეტული ინტერესები აქვთ და ეს ინტერესები მათ საერთო გეგმაში კარგად ზის, რაც ქაოსში ჩართვას, ხელისუფლების ცვლილებას, მეორე ფრონტის გახსნას გულისხმობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.