“დედაქალაქის ცენტრში ქურდული, კრიმინალური გარჩევა ფაქტობრივად ყოველდღიურ მოვლენად იქცა”- ლევან ხაბეიშვილი

123
spot_img

დედაქალაქის ცენტრში ქურდული, კრიმინალური გარჩევა ფაქტობრივად ყოველდღიურ მოვლენად იქცა, გოგებაშვილის ქუჩაზე 1 კაცი მოკლეს, 2 კი დაჭრეს, – აცხადებს  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილი შსს-ის მინისტრის გადადგომას ითხოვს.

„დედაქალაქის ცენტრში ქურდული, კრიმინალური გარჩევა ფაქტობრივად ყოველდღიურ მოვლენად იქცა მოსახლეობისთვის და ადამიანებს ბავშვების გამოშვების ეშინიათ გარეთ, ეშინიათ გადაადგილების, რადგან უმისამართო სროლებია კვირაში სამჯერ დედაქალაქში. ვნახეთ, რომ რამდენიმე დღის უკან ბიზნესმენს ესროლეს, ახლა ვხედავთ, რომ მოკლულია ადამიანი, დაჭრილებიც არიან, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ჩამოშლაზე და იმ სტრუქტურების ვერ მუშაობაზე და გაუმართაობაზე, რომლების უზრუნველყოფაც უნდა მოახდინონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაცვით და ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის, შსს-ის მინისტრის და პირადი მოურავების, რომლებმაც დედაქალაქი გადააქციეს მაფიის ცენტრად. ამ ქვეყანაში გადაადგილება ფაქტობრივად უკვე არის ძალიან საშიში.

უმნიშვნელოვანესია სასწრაფოდ გადადგნენ შს მინისტრი და მაღალი თანამდებობის პირები, ვისაც ევალებათ საქართველოში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. მათ ეს არ შეუძლიათ, არ გამოდით და შესაბამის ფაქტებს ვხედავთ ჩვენ დედაქალაქში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა