თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლულია ერთი პირი

282
spot_img

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლულია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანი დაჭრილია.

პოლიციას შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სროლა ორმხრივი იყო და მათ რვამდე გასროლის ხმა გაიგეს.

„ერთი დაჭრილი სასწრაფომ წაიყვანა. გავიგე სროლის ხმა და გამოვედი. 6-8 გასროლა იქნებოდა. ორმხრივი სროლა იყო. იარაღის სხვადასხვა ხმა იყო“, – აცხადებს ადგილობრივი “რუსთავი2”-თან.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია მკვლელობაში ბრალდებული.