სერბეთში შეიარაღებულ თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა -13 დაშავდა

93
spot_img

სერბეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.

ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თავდამსხმელმა  მოძრავი მანქანიდან გამვლელებს  ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ალყა შემოარტყა ტერიტორიას, სადაც სავარაუდოდ ეჭვმიტანილი იმალება.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს „ტერორისტული აქტი“ უწოდა და განაცხადა, რომ მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები. ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიციის ყველა სპეციალური ქვედანაყოფი, მათ შორის ანტიტერორისტული ქვედანაყოფი და პოლიციის ძალები ქალაქ ბელგრადიდან და სმედერევოდან.

შეგახსენებთ, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის ერთ-ერთ სკოლაში, ორი დღის წინ, 13 წლის ბიჭმა თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 8 ბავშვი და დაცვის თანამშრომელი და დაშავდა 6 მოსწავლე და მასწავლებელი.