Home Blog Page 2288

“2022 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ორ მილიარდ დოლარს გადააჭარბა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვბული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9%-ით აღემატება.

ამასთან, 2022 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 66% შეადგინა.

რაც შეეხება ქვეყნებს, უმსხვილესი ინვესტორები არიან: გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ნიდერლანდები, აშშ, ირლანდია, რუსეთი, ჩეხეთი, იაპონია, თურქეთი, ჩინეთი.

გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით ასე გადანაწილდა: სააქციო კაპიტალი – 696.8 მლნ დოლარი; რეინვესტიცია – 1 378.4; სავალო ვალდებულებები – 22.7 მლნ დოლარი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით პირველ ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს 20.8%-ით (437.0 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა ესპანეთი 17.2%-ით (360.5 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე – ნიდერლანდები 9.4% (196.2 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 538 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 25.6%-ია. ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 366.5 მლნ. აშშ დოლარით (17.5%), ხოლო მესამეზე – წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა 197.2 მლნ. აშშ დოლარით (9.4%).

“ის, რომ კითხვები არსებობს, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა მოსახლეობა” – გიორგი ბოტკოველი

ის, რომ კითხვები არსებობს, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქვეყნის მოსახლეობა, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ ეს მავნებლური, ბოროტული და უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელიც გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან. ინტერპელაციის პროცესი სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ დავსვათ კითხვები, რომელიც საზოგადოებას აქვს, – ამის შესახებ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც გაწირავს ადამიანებს“.

„ის, რომ კითხვები არსებობს, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქვეყნის მოსახლეობა, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ ეს მავნებლური, ბოროტული და უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელიც გაკეთდა ხელისუფლების, მთავრობის თუ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. სწორედაც პოლიტიკურად უნდა მივუდგეთ, რომ ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც გაწირავს ჯერ ადამიანებს და ვინც გადაურჩა სტიქიას მათ ასე დასცინის და ხვალ – ზეგ მათი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. სწორედ ინტერპელაციის პროცესი ითვალისწინებს ამას, რომ ჩვენ იქ გვექნება საშუალება დავსვათ ყველა ის კითხვა, რომელიც აწუხებს არა ამ შემთხვევაში რომელიმე პოლიტიკურ ძალას და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ მოსახლეობას, რა კითხვებიც ძალიან ბევრი გაჩნდა დღეს ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

“შოვში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერთ” – მიხეილ დაუშვილი

პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობის მიღება ჩვენი მიზანი არ არის – სწორედ ამიტომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერთ, – აღნიშნული განცხადება პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა შოვის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საუბრისას გააკეთა.

როგორც დაუშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ერთის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” მომხდარი ტრაგედიის საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს, მეორეს მხრივ კი, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” მავნებლურ ქმედებებს პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად იყენებს.

დაუშვილის თქმით, “ამ ეტაპზე ამ პროცესში შესვლას არ აპირებენ”.

დეპუტატი “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს, “ქართული ოცნების” გათეთრებას, გამოძვრენას და მის მაშველ რგოლობას თავი დაანებოს”.

“პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მთავარი მიზანი სიმართლის დადგენა უნდა იყოს – თუ რა მოხდა რეალურად, სად იყო დისფუნქციური სახელმწიფო ინსტიტუტები, გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები და მოხდეს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისია ფუნქციური იყოს, სიმართლის დადგენა ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს.

ჩვენ დღეს რეალურად ვხედავთ იმას, რომ ერთის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, რომ მომხდარი უმძიმესი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, პოლიტიკური დივიდენდებისა და სარგებლის მისაღებად. მეორეს მხრივ, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ამ მავნებლურ საქციელს იყენებს იმისთვის, რომ ამ უმძიმეს ტრაგედიაზე არასათანადო რეაგირებაზე პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს. ჩვენი მიზანი არ არის ამ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობის მიღება.

ვიდრე ეს პროცესი დაიწყებოდა, ჩვენ კითხვებით პრემიერ-მინისტრს, შს მინისტრს მივმართეთ და ფაქტობრივად, წინასაგამოძიებო მოქმედებები დავიწყეთ, რათა მომხდარზე ჭეშმარიტება დადგინდეს, გამოვლინდეს, სად არ მოქმედებდა სახელმწიფო ინსტიტუტები და თანამდებობის პირები, სად არის მათი პასუხისმგებლობა. თუ ჩვენ კითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებთ, რა თქმა უნდა, ეს საგამოძიებო კომისიის შექმნის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან მიხეილ დაუშვილმა.

“ამ დროისთვის რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86 პროცენტი შესრულებულია” – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე გაჭრილია.

მათივე ცნობით, პროექტით დაგეგმილი 97 ხიდიდან აშენებულია 81 ხიდი.

„12 გვირაბითა და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. ამ დროისთვის რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86% შესრულებულია“, – ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

“ვიდრე არჩევნები არ გაქვს მოგებული, გაყალბება დამტკიცებული, არასერიოზულია წინასწარ ფიქრი, როგორ შეიძლება, დაამხო რეჟიმი”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

ვიდრე არჩევნები არ გაქვს მოგებული და გაყალბება დამტკიცებული, არასერიოზული მგონია წინასწარ ფიქრი, როგორ შეიძლება, დაამხო რეჟიმი. მგონი, ზოგიერთებს არ აქვთ იმედი, რომ არჩევნებში კარგ შედეგს მიიღებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილი გამოეხმაურა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების ერთი გზაა რიგგარეშე არჩევნები; მეორეა, რეგულარულ არჩევნებზე უგებ და თუ მაინც არ გაძლევენ საშუალებას, ისევ ქუჩიდან უნდა გაყარო, ყველაზე რეალისტური სცენარი ეს არის“.

რაქვიაშვილის შეფასებით, რიგგარეშე არჩევნები უკვე აღარ დაინიშნება.

„ქართულ ოცნებას“ როცა შეეშინდა საბურთალოზე არჩევნების დანიშვნა, იმიტომაც გავიდა სერგეენკო გვიან პარლამენტიდან, რომ ტექნიკურად შეუძლებელი გახადეს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ასე რომ, ეს საკითხი 2024 წლამდე დასრულებულია. რაც შეეხება საკითხს, რა უნდა გააკეთო, თუ არჩევნებზე დამარცხდი, მარცხსაც გააჩნია. თუ უბრალოდ დამარცხდი, არც არაფერი არ უნდა გააკეთო, უბრალოდ, შეეგუო შედეგს და გააგრძელო ცხოვრება, მაგრამ თუ მიიჩნევ, რომ არჩევნები გაყალბდა, როგორც 2020 წელს მოდაში იყო ეს ყველაფერი, მაშინ შეიძლება, სცადო, ძალით შეცვალო მმართველი გუნდი, მაგრამ ასეთი რაღაცები ყოველთვის ძალიან საშიშია. ვიდრე არჩევნები არ გაქვს მოგებული და გაყალბება – დამტკიცებული, არასერიოზული მგონია წინასწარ ფიქრი, როგორ შეიძლება, დაამხო რეჟიმი რევოლუციით და უფრო იმაზე მიუთითებს, რომ მგონი, ზოგიერთებს არ აქვთ იმედი, რომ არჩევნებში კარგ შედეგს მიიღებენ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 16 აგვისტოს 16:00 საათიდან გაიხსნება

თბილისის მერიის ინფორმაციით, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 16 აგვისტოს 16:00 საათიდან გაიხსნება.

„რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 16 აგვისტოს 10:00 საათის ნაცვლად, მგზავრებისთვის 16:00 საათიდან გაიხსნება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“დასავლეთის დახმარების მიუხედავად, უკრაინული ძალები შედეგს ვერ აღწევენ” – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, კიევის სამხედრო რესურსების რეზერვები პრაქტიკულად ამოწურულია.

როგორც შოიგუმ უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, დასავლეთის ქვეყნების ყოვლისმომცველი დახმარების მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები შედეგს ვერ აღწევენ.

„მიუხედავად დასავლეთის ყოვლისმომცველი დახმარებისა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ვერ აღწევენ შედეგებს. ამის მაგალითია რეკლამირებული სტრატეგიული კონტრშეტევა. საომარი მოქმედებების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ უკრაინის სამხედრო რესურსი თითქმის ამოწურულია“, – აცხადებს შოიგუ.

თიბისიმ ციფრულ სამომხმარებლო სერვისებში Global Finance-ის 7 ჯილდო მიიღო

გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2023 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 18 ნომინაციაში მიაღწია. Მათგან, 7 ნომინაციაში  წარმატებული ციფრული სამომხმარებლო სერვისებისთვის დაჯილდოვდა.

ნომინაციებს შორის არის: საუკეთესო სამომხმარებლო სოციალურ მედია მარკეტინგი და მომსახურება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო საბანკო საიტი საქართველოში და სხვა.

„თიბისისთვის როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ციფრული სერვისების განვითარება და დახვეწა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით სასიხარულოა ამ მიმართულებით 7 ნომინაციაში ჯილდოს მოპოვება. ეს ჯილდოები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მისიის – ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება – შესაბამისობას თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებსა და მოლოდინებთან. ეს აღიარება ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ შრომას, რომლის შედეგადაც მომხმარებლებს მათზე მორგებულ, საუკეთესო  სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ. აღნიშნული ჯილდოები იმის დასტურიცაა, რომ თიბისი წარმატებით ასრულებს გაციფრულებისა და დისტანციური არხების განვითარების სტრატეგიას. “- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ჟურნალი Global Finance 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 35 წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.

Global Finance რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

R

„გაჩერება მოთხოვნით: საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე ადრე ვერ მიიღებს“

რუსეთის ფედერალური გაზეთი „იზვესტია“ (Известия) 15 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გაჩერება მოთხოვნით: საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე ადრე ვერ მიიღებს“ (ავტორი – სემიონ ბოიკოვი).

ევროკომისიას შეუძლია საქართველოს რეკომენდაცია მისცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უკვე ამ შემოდგომაზე, – განაცხადა „იზვესტიასთან საუბარში ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა პიტერ სტანომ, თუმცა მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ სტატუსის მისაღებად თბილისმა ბრიუსელის ყველა მოთხოვნა უნდა სეასრულოს. ექსპერტები თვლიან, რომ კანდიდატობის სტატუსის მიღება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ოფიციალურად შესთავაზებენ. მათი აზრით, ბრიუსელს „ევროპული კარტის“ გათამაშება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გამკაცრებისათვის ჭირდება, ღათა თბილისმა, თავის მხრივ, მოსკოვთან ურთიერთობის დონე შეამციროს, – ნათქვამია პუბლიკაციის შესავალში, რომელშიც სამხრეთკავასიური ქვეყნის ევროკავშირთან დამოკიდებულება და რუსეთთან დღევანდელი ურთიერთობაა განხილული.

ევროპული „ოცნება“ ქრება?…

როგორც ცნობილია, ევროკავშირი საქართველოს მხოლოდ იმ პირობით მისცემს მიღების კანდიდატის სტატუსს, თუ თბილისი ბრიუსელის 12-პუნქტიან მოთხოვნას შეასრულებს, – ამბობს „იზვესტიასთან“ საუბარში პეტერ სტანო, – შეიძლება ეს ამ შემოდგომაზე მოხდეს, რომ ევროკომისია ევროკავშირის ხელმძღვანელობას თავის შეაფსებას გადასცემს“.

საქართველო სტატუსის მიღებას გასული წლის გაზაფხულიდან ცდილობს, როცა თბილისმა, კიევთან და კიშინოვთან ერთად, განაცხადი წარადგინა. რიგი მიზეზების გამო ევროკავშირმა უკრაინა და მოლდოვა კანდიდატებად აღიარა, საქართველო კი ბორტსმიღმა აღმოჩნდა – თბილისს მხოლოდ „ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანა“ უწოდეს და უთხრეს, სანამ 12-პუნქტიან მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მისი საკითხის განხილვა არ მოხდებოდა.

რა თქმა უნდა, ქვეყნის ხელისუფლებამ (პრეზიდენტმაც და პრემიერ-მინისტრმაც) ევროკავშირს მოთხოვნების შესრულება აღუთქვა (…). თუმცა გარკვეული უკმაყოფილებაც გამოხატა – პარლამეტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინისა და მოლდოვას ფონზე საქართველოს ხვეწნა არ უნდა ჭირდებოდეს კანდიდატის სტატუსის მისაღებადო.

საერთოდ კი, რასაკვირველია, ქართველი პოლიტიკოსები აცნობიერებენ, რომ ევროკავშირი თბილისს სტატუსს ისე არ მისცემს, თუ საქართველოს გარკვეულ დათმობებზე დათანხმებას არ მოსთხოვს. როგორც პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია ამბობს, ევროკავშირი თბილისთან „დიდ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს“.

„30 წელია გვეუბნებიან, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და რომ ევროკავშირში გაერთიანდება. დღეს ევროპა „ქართულ ოცნებას“ და ქართველ ხალხს ევაჭრება… გვაჩვენებს, რომ თითქოსდა „ჩვენ კი მზად ვართ  თქვენთვის კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად, მაგრამ ამისთვის თქვენ ჯერ მზად არ ხართო“, – ამბობს გიორგი ლომია „იზვესტიის“ კორესპონდენტთან საუბარში. იგი ვარაუდობს, რომ საბოლოო ჯამში ევროკავშირი თბილისს მოსთხოვს, რომ სრულად შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს – „ბრიუსელს ამისათვის ყველა ინსტრუმენტი აქვს“, რომ ქართულ ისტებლიშმენტზე ზეწოლა მოახდინოს.

„ქართული ოცნება“ ორ ცეცხლს შორის ლავირებას ცდილობს და სურს ორი ბოროტებიდან შედარებით ნაკლები აირჩიოს, მაგრამ რამდენად კარგად გააკეთებს ამას ხელისუფლება, ამის წინასწარმეტყველება რთულია. იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპაში საკმაოდ დიდ ფინანსური კაპიტალს ფლობენ, რომელიც, თავის მხრივ, პარტიაზე ზეწოლის ერთგვარ ბერკეტს წარმოადგენს“, – განმარტავს გიორგი ლომია.

რასაკვირველია, არ უნდა დავივიწყოთ, რომ თბილისს ევროპულ ინტეგრაციის საკითხში მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული – 2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, ხოლო 2017 წლიდან ევროკავშირის სენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი მოქმედებს.

ევროკავშირი ზეწოლას ახდენს…

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ-ჯერობით ევროკავშირი კმაყოფილი არ არის საქართველოს წარმატებებით, ევროპული მიმართულებით. ევროკომისიამ განაცხადა, რომ თბილისმა 12-პუნქტიანი მოთხოვნიდან მხოლოდ 3 შეასრულა მთლიანად (ომბუდსმენის დანიშვნა, გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების საკითხების მოგვარება), 8 მოთხოვნა ნაწილობრივ (დეოლიგარქიზაცია, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ.), ხოლო ერთ-ერთში – პლურალიზმის უზრუნველყოფაში – წინსვლა საერთოდ არ არის. ასევე თბილისს მეტი ყურადღების დათმობა მოუწევს პოლიტიკური პოლარიზების შემცირების მიზნით, რეფორმების გატარებასა და მასმედიის თავისუფლების უზრუნველყოფაში.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ 12-დან 11 მოთხოვნა უკვე შეასრულაო. მართალია, მან არ დააზუსტა, რომლის შესრულება ვერ მოხერხდა, მაგრამ ისედაც ცხადია, რომ საკითხი საზოგადოების პოლარიზების შემცირებას ეხება. თავის მხრივ, პარლამენტმა მიმდინარე წლის თებერვლიდან 82 კანონი მიიღო, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად.

 პოლიტოლოგ აჟდარ ქურთოვის აზრით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლია, მაგრამ ეს არ არის იმის გარანტია, რომ ქვეყანა სამომავლოდ ევროკავშირის წევრი გახდება.

„ევროკავშირში მიღების კანდიდატობა საქართველოს რაიმე არსებით უპირატესობას არ აძლევს, – განუცხადა ექსპერტმა „იზვესტიას“, – ეს მხოლოდ ფორმალობაა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირის ბიუროკრატიამ გამოიგონა იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მოეწესრიგებინა ორგანიზაციაში გაწევრიანების წესი, მეორე მხრივ კი, გაეჭიანურებინა გადაწყვეტილების მიღება. ასეთ სიტუაციაში ქვეყანა-კანდიდატი „ჰაერში დაკიდებულ“ მდგომარეობაში რჩება და იოლია მას გარკვეული ნაკლოვანებები მიუთითო და პრეტენზიები წაუყენო.

სხვათა შორის, ევროკავშირს საქართველოს მიმართ ეჭვების საფუძველი აქვს – ბრიუსელის აზრით, თბილისი ზედმეტად რბილ და ლოიალურ პოლიტიკას ატარებს რუსეთთან დაკავშირებით და არ უერთდება ანტირუსულ სანქციებს. გარდა ამისა, ხელისუფლება ცდილობდა რუსული კანონმდებლობის მსგავსი სამართლებრივი აქტები მიეღო (მაგალითად, უცხოური აგენტის შესახებ). მაისში ბრიუსელმა მოუწოდა თბილისს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ავიაკომპანიების ფრენები არ დაეშვა („თქვენ ხომ კანდიდატის სტატუსის მიღება გსურთ“), თუმცა ავიამიმოსვლა მიმდინარეობს.

რუსი ექსპერტი ანდრეი არეშევი ვარაუდობს, ბრიუსელი საქართველოს ევროპულ სწრაფვას გეოპოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს. ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელოს. არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირი ფარულად გააფართოვებს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

თუმცა, კაცმა რომ თქვას, საქართველო უკვე ისედაც იძულებულია ახლავე დაეთანხმოს ევროპელი პარტნიორების ზეწოლას: 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთში იმ უცხოური მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი შეწყდება, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებიდან არის შემოტანილი. ამის საფუძველია ბრიუსელის მიერ ივნისში მიღებული ანტირუსული სანქციების მე-11 პაკეტი. პირველი აგვისტოდან ასევე აიკრძალა ამერიკიდან იმპორტირებული ავტომობილების რეექსპორტიც.

წყარო

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ძებნა-შველის სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, სადაც სამუშაოებში მაშველებთან ერთად, მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონია ჩართული, მე-3 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ ტერიტორიაზე მიწის მასისგან გათავისუფლებისა და საძიებო სამუშაოებს აწარმოებს.

„სამუშაოები სპეცტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, რეზერვისტები და მაშველები კი, შოვიდან ამბროლაურის მიმართულებით მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების მონიტორინგს ახორციელებენ. მდინარის მონიტორინგის სამუშაოები ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდას უწყობს ხელს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

„პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ბრალდებულმა დაარწმუნა, თითქოს იგი დაახლოებული იყო როგორც საქართველოს პროკურატურის, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ცალკეული თანამდებობის პირებთან და მიმდინარე გამოძიების მის სასარგებლოდ დასრულებაში შეეძლო დახმარება.

აღნიშნულის სანაცვლოდ ბრალდებულმა, სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტს 220 000 აშშ დოლარის ორ ეტაპად გადაცემა მოსთხოვა, საიდანაც პირველ ეტაპზე დაზარალებულმა ბრალდებულს 100 000 დოლარი გადასცა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„რუსული არმიის ძლიერება: მითი თუ რეალობა?“ – რას წერს „ამერიკის ხმა“

ამერიკული სამაუწყებლო ტელერადიოკომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქეყნებს სტატიას სათაურით რუსული არმიის ძლიერება: მითი თუ რეალობა?“.

გთავაზობთ მცირე შემოკლებით:

რუსეთის არმია 2022 წლამდე თავისი ძლიერებით მსოფლიოში მეორე არმიად ითვლებოდა (აშშ-ის შემდეგ), მაგრამ უკრაინაში რუსული არმიის სუსტმა პროგრესმა მოსკოვის სამხედრო ძალის აღქმა შეარყია. „ჯარის რეალურ ძალას იქამდე ვერ აფასებ, სანამ მოქმედებაში არ ნახავ“, – ამბობს ჰარი შმიტი, “ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის” უფროსი მკვლევარი და დასძენს, რომ რუსულ ჯარზე დასავლეთში არსებული გადაჭარბებული წარმოდგენები მოსკოვის მიერ ამ მიმართულებით დახარჯული რესურსის ანალიზს ეყრდნობოდა. ჰარი შმიტის თქმით, „აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები იმ რესურსს და თანხებს უყურებდნენ, რომლებსაც კრემლი რუსულ ჯარზე ხარჯავდა და მას ამ მონაცემების მიხედვით აფასებდნენ“.

წარმოდგენები რუსეთის სამხედრო ძლიერებაზე კიდევ უფრო გაამყარა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის სწრაფმა, გასროლის გარეშე, ანექსიამ. თუმცა, 8 წლის შემდეგ, რუსული არმიის არაეფექტურობა მსოფლიომ ნათლად იხილა.

კრემლი, რომელიც კიევის აღებას სამ დღეში გეგმავდა, უკვე 18 თვეა უკრაინაში მნიშვნელოვანი წარმატების გარეშე იბრძვის. მოსკოვს მოუწია უკან დაეხია კიევიდან, ხარკივიდან და ხერსონიდან. წარუმატებლობის მიზეზებს შორის, გარდა იმისა, რომ კრემლმა არასწორად გათვალა უკრაინელთა მზაობა, დაეცვათ საკუთარი ქვეყანა, მიმომხილველთა შეფასებით, მოკლევადიან კამპანიაზე გათვლილი შეჭრა და ჯარის პოლიტიკური მიზნებზე დაქვემდებარებაა. როცა ომის სამ დღეში მოგებას გეგმავ და ლოგისტიკა ამაზეა გათვლილი, კურსის შეცვლა ბრძოლის პირობებში რთულია, ამბობენ ექსპერტები. თუმცა, განმარტავენ, რომ რუსეთი შეცდომებზე სწავლობს.

„ბრძოლის ველზე მეტ ეფექტურობას ვხედავთ, ვიდრე ადრე. რა თქმა უნდა, ისინი დღეს განსხვავებულ მდგომარეობაში არიან, ვიდრე წელიწადნახევრის წინ. მაშინ შეტევაზე იყვნენ, ახლა კი თავდაცვაში. შეტევა ყოველთვის ბევრად უფრო რთულია, ვიდრე თავდაცვითი ოპერაცია. მათ, სამწუხაროდ, დიდი დრო ჰქონდათ სანგრების გასამაგრებლად, ველების დანაღვმისთვის და 18 თვის გამოცდილების გასათვალისწინებლად“, – ამბობს იან ბრჟეზინსკი, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი.

საბჭოთა არმიის 5 მილიონიან შემადგენლობასთან განსხვავებით, რუსეთის ჯარში 1 მილიონი ჯარისკაცია. უკრაინაში განცდილი დანაკარგების გამო, მობილიზაციის მიუხედავად, ჯარის დიდ ნაწილს, საბრძოლო მზაობა არ აქვს. ომის დასაწყისში, რუსეთმა საუკეთესო დანაყოფები დაკარგა.

დამოუკიდებელი მედიის ანალიზის მიხედვით, უკრაინაში 47,000 რუსი სამხედრო დაიღუპა. პენტაგონის თებერვლის მონაცემებით, უკრაინაში, დაახლოებით, 200,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა. 6 თვის თავზე ეს მონაცემი, სავარაუდოდ, გაიზარდა, რაც ჯამში უკრაინაში თავდაპირველად გაგზავნილ ჯარისკაცთა რაოდენობას, დაახლოებით 150,000-ს აღემატება.

„ისინი ვერ ახერხებენ კომბინირებული კამპანიის წარმოებას, რასაც ჩვენ ვვარაუდობდით“, – ამბობს ჰარი შმიტი და აცხადებს, რომ „კომბინირებული ოპერაციების შესაძლებლობების გარეშე, ამის განსახორციელებლად საჭირო ლოგისტიკის გარეშე და საჰაერო ძალების ერთგვარი კომბინირებული გამოყენების გარეშე, სიძლიერე უბრალოდ არ არსებობს“.

2008 წლის აგვისტოს ომში, რუსეთის არმიაში გამოვლენილი დისციპლინის, სარდლობის და სტრუქტურის ხარვეზების შემდეგ, კრემლმა ამბიციური სამხედრო რეფორმები წამოიწყო.

„ჩვენ ყველას გვახსოვს მთვრალი რუსი ჯარისკაცები საქართველოში, ფრონტზე“, – იხსენებს ბრჟეზინსკი. „ამ საშინელი პერფორმანსის შემდეგ, პუტინმა პირობა დადო, რომ ვითარება შეიცვლებოდა და 10-15 წლიანი მოდერნიზაციის გეგმა შეიმუშავეს, ახალი შეიარაღების ინკორპორაციის და პროფესიონალიზმის გაზრდის იმედით“, – ამბობს „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი.

მოსკოვმა საკუთარი ძალის უფრო მოდერნიზებულ, მცირე, საკონტრაქტო ჯარზე გადასვლა და დასავლურ ყაიდაზე ბატალიონ-ტაქტიკურ ჯგუფებად რეორგანიზების გეგმის განხორციელება დაიწყო. თუმცა, აქვე, კომპრომისზე წავიდა უფრო მეტი დანაყოფის შექმნისთვის, პერსონალის ფასად. ექსპერტების ვარაუდით, სამხედრო სარდლობა, მის შესაძლებლობებს, პოლიტიკურ ლიდერებთან გადაჭარბებით წარმოადგენდა.

რეფორმები, როგორც ამას უკრაინის ომიც ადასტურებს, წარუმატებელი აღმოჩნდა. ზოგიერთ შემთხვევაში, დანაყოფები ერთადაც კი არ იწვრთნებოდნენ, არ იცოდნენ როგორ უნდა წარემართად ერთობლივი ოპერაციები და არ არსებობდა გეგმა, როგორ შეევსოთ მათ რიგებში, ბრძოლის ველზე განცდილი დანაკარგები.

„სტრუქტურის კუთხით ბევრი ცვლილება გატარდა, მაგალითად, სამხედროების რაოდენობის შემცირებით, რათა არმია უფრო ელიტური და შესაბამისად, უფრო პროფესიონალი გამხდარიყო“, – ამბობს ჰარი შმიტი და სისტემურ კორუფციაზე მიუთითებს. „ეს ყველაფერი ეყრდნობოდა იმ დაშვებას, რომ რეალურად ფული დაიხარჯებოდა იმაში, რაც აუცილებელია ამ შესაძლებლობების მისაღწევად. აღმოჩნდა, რომ უზარმაზარ კორუფციას ქონდა ადგილი და ფული რჩებოდა გენერლების და კონტრაქტორების ჯიბეებში“, – ამბობს ექსპერტი.

ამ შეხედულებას იზიარებს ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი იან ბრჟეზინსკიც და ამბობს, რომ „კორუფციამ ხელი შეუშალა ჭეშმარიტად პროფესიონალი, კარგად გაწვრთნილი, მოწესრიგებული ოფიცერთა კორპუსის განვითარებას“.

თუმცა, კორუფცია რუსული ჯარის მხოლოდ პრობლემის ერთი მხარეა. ჩავარდნების მიზეზი წარსული გამოცდილებაც იყო. მოსკოვი წინა ომებში სწრაფ, მაღალი ინტენსივობის საარტილერიო კამპანიას ეყრდნობოდა, სუსტი მოწინააღმდეგის პირისპირ, იქნებოდა ეს ჩეჩნეთის, საქართველოს თუ სირიის ომები, სადაც არ იყო საჭირო გრძელვადიანად საოკუპაციო ძალები, ხანგრძლივი ომის საწარმოებლად.

რუსეთი ახლა ცოცხალი ძალის პრობლემის წინაშე დგას. თუმცა, მხოლოდ დამატებითი სამხედროები რუსეთის თავსატეხს ვერ გადაჭრის.

რუსული ჯარის უფრო ფართო, სარდლობის გაუმართაობის, ლოგისტიკური მომარაგების ჯაჭვის, ტექნიკის მოძველების და მორალის ნაკლებობის გამოწვევების წინაშეა, რაც ართულებს გრძელვადიანი კამპანიის წარმოებას.

თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებში, „მნიშვნელოვან ცვლილებებს“ გეგმავს. ეს განცხადება უკრაინის ფრონტზე არსებული გამოწვევების აღიარებაა, თუმცა ამის მიუხედავად, რუსეთი კვლავ ანგარიშგასაწევ სამხედრო ძალად რჩება.

„თუ ფიქრობთ, რომ რუსეთი აქ დამთავრდა, ცდებით. მას ბევრი შესაძლებლობა და უნარი ჯერ კიდევ აქვს”, – ამბობს გადამდგარი გენერალი ფილიპ ბრიდლავი, აშშ-ის ევროპის ძალების ყოფილი სარდალი. თუმცა აღნიშნავს, რომ ეს რუსეთს ლიდერს მაღალი ფასი და ისეთ არაპოპულარულ ნაბიჯებად დაუჯდება, როგორიც გაწვევაა. „ახლა ბატონი პუტინი წუხს როგორც ქვეყნის შიდა, ისე გარე უსაფრთხოებაზე. ეს აჩვენა პრიგოჟინის და “ვაგნერის” ამბავმა. ასე რომ, მართალია, ბატონ პუტინს საბრძოლო მასალა კიდევ დარჩა, მაგრამ მას ფრთხილი მოქმედება მოუწევს“, – ამბობს გენერალი.

დამკვირვებლების შეფასებით, მოსკოვს რჩება საჰაერო, საზღვაო და სხვა სამხედრო რესურსი იმისთვის, რომ უკრაინის ფრონტზე ბრძოლა გააგრძელოს. ამიტომ, ისინი ვაშინგტონსა და მოკავშირეებს მოუწოდებენ, კიევს ერთობლივი სამხედრო ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო შეიარაღება მიაწოდონ, როგორიცაა მოიერიშე თვითმფრინავები და მეტი სარაკეტო სისტემები, – კონტრშეტევის წარმატების უზრუნველსაყოფად.

წყარო