აზერბაიჯანმა პანდემიის გამო კარანტინის რეჟიმი გაახანგრძლივა

247
spot_img

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გაგრძელების შესახებ, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო გართულებების პრევენციის მიზნით სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 2 იანვრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა.

ცნობისათვის, ქვეყნის სახმელეთო საზღვრები, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი, სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გამო 2020 წლის გაზაფხულიდანაა დაკეტილი.