სალომე ზურაბიშვილი დღეს ტალინში ესტონელ კოლეგას შეხვდება

211
spot_img

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, სალომე ზურაბიშვილი ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, 26 სექტემბერს რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს და 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას.