სომხეთში საპროტესტო აქციაზე 200-მდე ადამიანი დააკავეს

193
spot_img

„პოლიციის ძალადობის მიუხედავად, დედაქალაქსა და რეგიონებში დაუმორჩილებლობის აქციები გრძელდება,“ ამის შესახებ ბლოკ „სომხეთის“ დეპუტატმა იშხან საღათელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის აქციის 200-მდე მონაწილეა დაკავებული.

ინფორმაციისთვის, სომხეთის მთავრობის მეთაურის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ერევანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ერევანში დაუმორჩილებლობის აქციები 25 სექტემბერს დილიდან დაიწყო. ისინი მთიან ყარაბაღში არსებულ სიტუაციას აპროტესტებენ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდნენ.

აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს მთიან ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა, ხოლო მეორე დღეს ოფიციალურმა ბაქომ თქვა, რომ ოპერაცია დაასრულა და აღადგინა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა.